ლევან მაჭავარიანი - ვისაც დაგაჯერეს, რომ ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა, გირჩევთ, უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ

„ვისაც დაგაჯერეს, რომ ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა, გულწრფელად გირჩევთ, უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.

მაჭავარიანი გამოეხმაურა „ბიბისის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას, რომლის სათაურია: „„ბიბისის“ მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს“. კერძოდ, „ბიბისი“ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. „ბიბისის“ მასალაში ლაშა შერგელაშვილი აცხადებს, რომ, „მისი აზრით, ეს იგივე ნივთიერებაა, რომლის გამოცდაც მას წყლის ჭავლისთვის 2009 წელს სთხოვეს“. ამასთან, „ბიბისის“ ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ“.

„სამწუხაროდ, გუშინდელ ჩამონათვალს უკვე დღესვე დაემატა: ვისაც, დაგაჯერეს, რომ ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა (BBC-იმ გაავრცელა). გულწრფელად გირჩევთ, რომ უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ“, – წერს ლევან მაჭავარიანი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764593055

საზოგადოება

კახა კალაძე პარტიების აკრძალვაზე: სასამართლო დამოუკიდებელია, დაეყრდნობა წარმოდგენილ ფაქტებს და შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისადმი - არ მიიღონ წარმოებაში სარჩელი მისი და კიდევ...

კახა კალაძე

1764592729

საზოგადოება

გივი მიქანაძე: სრულიად თანამედროვე ინფრასტრუქტურას შევუქმნით და გავაძლიერებთ სახელმწიფო უნივერსიტეტებს

„სახელმწიფო უნივერსიტეტებს ექნებათ მაღალი სტანდარტის დაბალფასიანი საცხოვრებელი კომპლექსები, რეკრეაციული ზონები და ყველა ის სივრცე, რომელიც სტუდენტური ცხოვრებისთვისა და სასწავლო პროცესისთვისმნიშვნელოვა...

გივი მიქანაძე

1764591357

საზოგადოება

მათიკაშვილი: შუბებით, არბალეტებით და მშვილდისრებით შეიარაღებული სპეცსამსახურის თანამშრომლები დასდევდნენ და ანადგურებდნენ მომიტინგეებს, რატომ ვერ შეამჩნია BBC-იმ? სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს

ეს პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერების გამოყენება რომ დააფიქსირეს, რატომ ვერ შეამჩნიეს, რომ მაგ დროს შუბებით, არბალეტებით და მშვილდისრებით შეიარაღებული სპეცსამსახურის თანამშრომლები დასდევდნენ დ...

დავით მათიკაშვილი

1764590001

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: რაც შეეხება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ეს არის სრულიად ლოგიკური იმიტომ, რომ რაც ვნახეთ და რაც მოვისმინეთ BBC-ის მხრიდან, ეს უკვე გასცდა ყველანაირ ზღვარს

„რაც შეეხება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ეს არის სრულიად ლოგიკური იმიტომ, რომ რაც ვნახეთ და რაც მოვისმინეთ BBC-ის მხრიდან, ეს უკვე გასცდა ყველანაირ ზღვარს“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტ...

 ირაკლი კირცხალიამ

1764587286

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია BBC-ს სტატიაზე: გვექნება ღირსეული პასუხი, ყველა ინსტანციაში, ყველა დონეზე, ყველას გავაგებინებთ ძალიან ხმამაღლა, თუ რეალურად რა ბინძურ თამაშთან გვაქვს საქმე და როგორი ბინძური თამაში გრძელდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ

ამაზე გვექნება ღირსეული პასუხი ყველა ინსტანციაში, ყველა დონეზე, ყველას გავაგებინებთ ძალიან ხმამაღლა, თუ რეალურად რა ბინძურ თამაშთან გვაქვს საქმე და როგორი ბინძური თამაში გრძელდება ჩვენი ქვეყნის წინააღ...

 ირაკლი კირცხალია