მათიკაშვილი: შუბებით, არბალეტებით და მშვილდისრებით შეიარაღებული სპეცსამსახურის თანამშრომლები დასდევდნენ და ანადგურებდნენ მომიტინგეებს, რატომ ვერ შეამჩნია BBC-იმ? სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს
ეს პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერების გამოყენება რომ დააფიქსირეს, რატომ ვერ შეამჩნიეს, რომ მაგ დროს შუბებით, არბალეტებით და მშვილდისრებით შეიარაღებული სპეცსამსახურის თანამშრომლები დასდევდნენ და ანადგურებდნენ მომიტინგეებს, ან ლოდმტყორცნებს რომ იყენებდნენ ჩვენი სპეცსამსახურის თანამშრომლები, რატომ ვერ შეამჩნია BBC-იმ?“ - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ქართულ პოლიციას ბრალდება მომწამლავი გაზის გამოყენება რადიკალური აქციის მონაწილეების მისამართით.
მისი თქმით, „მთავარია ის, ვინ მიაწოდა მათ ეს აბსურდი, ყოველგვარ ზღვარს გადასული მსჯელობა“.
„სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მთავარია ის, ვინ მიაწოდა მათ ეს აბსურდი, ყოველგვარ ზღვარს გადასული მსჯელობა. არ გააჩნია არანაირი ლოგიკური, ადამიანური ახსნა, გარდა ერთისა - იმ გებელსისეული მეთოდებით ისეთი ტყუილი დააბრალონ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, რომ შემდეგ საკუთარი ნეგატიური ინტერესის განხორციელება გაუადვილდეთ. სხვათა შორის, ეს ის ტელეკომპანიაა, რომლის დირექტორიც და მთავარი ამბის ხელმძღვანელიც გადადგა, თუ არ ვცდები, რადგან ტრამპის მიმართ ტყუილის შემცველი ინფორმაცია გაავრცელა“, - აღნიშნავს მათიკაშვილი.
1764586452
საზოგადოებაკახა კალაძე ალეკო ელისაშვილის საქმეზე: როდესაც ახალისებ ძალადობას, იღებ იმ შედეგებს, რასაც, ამ შემთხვევაში, ელისაშვილი იღებს
წარმოუდგენელია, ნორმალურმა ადამიანმა გადადგას ყველანაირად გაუაზრებელი ნაბიჯი, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით. მისი თქმით, ძალადობის წახალისე...
1764585593
ახალი ამბებიალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალად ედება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა. ელისაშვილმა დანაშაული სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ აღიარა და აღიარა ისიც, რომ მოქმედე...
1764585475
ახალი ამბებიშსს: სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე, სააგენტოს სახელით ვრცელდება ცრუ და ყალბი ინფორმაციები, რომელიც ეხება მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჯავშნებს, დაჯავშნის ვადებს, წესს და სხვა საკითხებს
სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე, სააგენტოს სახელით ვრცელდება ცრუ და ყალბი ინფორმაციები, რომელიც ეხება მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჯავშნებს, დაჯავშნის ვადებს, წესს და სხვა საკითხებს, - აღნიშნულია...
1764584697
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ნარჩევი სამოქალაქო და მედია საზოგადოების მიერ „ლელოს“ ლიდერის ტერორისტულ აქტზე ტვინის ძაბვა, რომლის ამპლიტუდა არდაჯერებიდან გამართლებამდე მერყეობს, გვაჩვენებს, რომ საქმე შეშლილ რადიკალებთან გვაქვს
„ნარჩევი სამოქალაქო და მედია საზოგადოების მიერ "ლელოს" ლიდერის ტერორისტულ აქტზე ტვინის ძაბვა, რომლის ამპლიტუდა არდაჯერებიდან გამართლებამდე მერყეობს, გვაჩვენებს, რომ საქმე შეშლილ რადიკალებთან გვაქვს“,...
1764583785
საზოგადოებასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინდოეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, პარლამენტის...



























