კახა კალაძე პარტიების აკრძალვაზე: სასამართლო დამოუკიდებელია, დაეყრდნობა წარმოდგენილ ფაქტებს და შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისადმი - არ მიიღონ წარმოებაში სარჩელი მისი და კიდევ ორი სხვა პარტიის გაუქმების შესახებ, შეიძლება განვიხილოთ, როგორც ზეწოლა სასამართლოზე.
„რაც შეეხება პარტიების აკრძალვას, სარჩელი, რომელიც არის წარმოდგენილი, დაფუძნებულია კონკრეტულ ფაქტებზე. როდესაც შენ წარმოადგენ ორგანიზაციას, რომელიც იმართება გარედან, რომელიც დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, მიმართულს ქვეყნის წინააღმდეგ, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა. ამ ტიპის ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს არაფერი ესაქმებათ ქვეყანაში და არც უფლება უნდა ჰქონდეთ ამ ტიპის საქმიანობის გაწევის. როდესაც ხარ აგენტი, როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესებს, ძალიან მძიმეა. ეს განცხადებები შეიძლება განვიხილოთ პირდაპირი ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე, თუმცა სასამართლო ყოველთვის დამოუკიდებელია, ისინი იმსჯელებენ, დაეყრდნობიან იმ კონკრეტულ ფაქტებს, რომელიც წარმოდგენილია, ეს ყველაფერი გადამოწმდება და შესაბამისად მიიღებენ გადაწყვეტილებას აღნიშნულთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1764591357
საზოგადოებამათიკაშვილი: შუბებით, არბალეტებით და მშვილდისრებით შეიარაღებული სპეცსამსახურის თანამშრომლები დასდევდნენ და ანადგურებდნენ მომიტინგეებს, რატომ ვერ შეამჩნია BBC-იმ? სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს
ეს პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერების გამოყენება რომ დააფიქსირეს, რატომ ვერ შეამჩნიეს, რომ მაგ დროს შუბებით, არბალეტებით და მშვილდისრებით შეიარაღებული სპეცსამსახურის თანამშრომლები დასდევდნენ დ...
1764590001
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: რაც შეეხება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ეს არის სრულიად ლოგიკური იმიტომ, რომ რაც ვნახეთ და რაც მოვისმინეთ BBC-ის მხრიდან, ეს უკვე გასცდა ყველანაირ ზღვარს
„რაც შეეხება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ეს არის სრულიად ლოგიკური იმიტომ, რომ რაც ვნახეთ და რაც მოვისმინეთ BBC-ის მხრიდან, ეს უკვე გასცდა ყველანაირ ზღვარს“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტ...
1764587286
საზოგადოებაირაკლი კირცხალია BBC-ს სტატიაზე: გვექნება ღირსეული პასუხი, ყველა ინსტანციაში, ყველა დონეზე, ყველას გავაგებინებთ ძალიან ხმამაღლა, თუ რეალურად რა ბინძურ თამაშთან გვაქვს საქმე და როგორი ბინძური თამაში გრძელდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ
ამაზე გვექნება ღირსეული პასუხი ყველა ინსტანციაში, ყველა დონეზე, ყველას გავაგებინებთ ძალიან ხმამაღლა, თუ რეალურად რა ბინძურ თამაშთან გვაქვს საქმე და როგორი ბინძური თამაში გრძელდება ჩვენი ქვეყნის წინააღ...
1764586518
საზოგადოება„მინდა, მადლობა გადავუხადო უნგრულ მხარეს თბილი მიღებისთვის“ - ბუდაპეშტში კახა კალაძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში თბილისის მერის კახა კალაძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. კახა კალაძე დღეს, დელეგაციის წევრებთან ერთად, შეხვედრას გამართავს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსთან...
1764586452
საზოგადოებაკახა კალაძე ალეკო ელისაშვილის საქმეზე: როდესაც ახალისებ ძალადობას, იღებ იმ შედეგებს, რასაც, ამ შემთხვევაში, ელისაშვილი იღებს
წარმოუდგენელია, ნორმალურმა ადამიანმა გადადგას ყველანაირად გაუაზრებელი ნაბიჯი, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით. მისი თქმით, ძალადობის წახალისე...



























