ლევან მახაშვილი „შუა დერეფანზე“: სხვები როცა იდეებზე საუბრობენ, ჩვენ კონკრეტულ პროექტებს ვახორციელებთ. საქართველო-აზერბაიჯანის მარშრუტი არის უალტერნატივო

სხვები როცა იდეებზე საუბრობენ, ჩვენ კონკრეტულ პროექტებს ვახორციელებთ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა იმ პროექტებზე საუბრისას, რომელიც „შუა დერეფნის“ მარშრუტის განვითარებას ემსახურება.

მისი თქმით, საქართველო-აზერბაიჯანის მარშრუტი არის უალტერნატივო.

„მოსახლეობა როდესაც გადაადგილდება დასავლეთიდან აღმოსავლეთში ან პირიქით, მან იცის, რომ არის დასრულებული გზა, რამდენიმე მონაკვეთის გარდა და ისიც სრულდება. ასევე, რკინიგზის გაფართოება მოხდა და ტვირთბრუნვა არის არსებითად გაზრდილი. არის გაზრდილი და გაფართოებული ბათუმის პორტი, ფოთის პორტი. ანაკლიის პორტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ ამ დატვირთვის პირობებში ჩვენ შევძლოთ უფრო მეტი ტვირთის გატარება. ახალი აეროპორტის აშენებასაც ვგეგმავთ. სწორედ ამას ემსახურება თითოეული ეს ინიციატივა, რომ როდესაც სხვები იდეებზე ლაპარაკობენ, ჩვენ უკვე კონკრეტული პროექტებით შევძლოთ ამ ტვირთის გატარება. ამიტომ ვამბობთ ხოლმე, რომ რა ალტერნატიული გზაც არ უნდა გაჩნდეს, სამხრეთ სომხეთზე იყო საუბარი, ე.წ. ტრიპის გზაზე, ჩვენ უკვე არსებული ინფრასტრუქტურით იმდენად ძლიერად ვართ, რომ საქართველოს არ ეშინია არანაირი კონკურენციის და მით უმეტეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებებიც არაერთხელ მოვისმინეთ, რომ რაც არ უნდა იყოს, საქართველო-აზერბაიჯანის მარშრუტი არის უალტერნატივო მარშრუტი. ევროკავშირის სტრატეგიულ დოკუმენტებსაც თუ ჩავხედავთ იქაც პირდაპირი აღიარებაა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის გარეშე ვერანაირი სხვა ინფრასტრუქტურა არსებითად ვერ შეცვლის სიტუაციას. უკვე არის ამ გზაზე როგორც კონკრეტული მილსადენები, ვგულისხმობ: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისის-ერზერუმი და სხვები“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775483897

საზოგადოება

ზურაბ ნოღაიდელი: ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო იმ მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს. ვერც მოღალატეს დამიძახებს

„ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო იმ მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ზურაბ ნოღაიდელმა....

ზურაბ ნოღაიდელი

1775483034

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები ახალ დონეზე იყოს აყვანილი და ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა იყოს ქვაკუთხედი ამ გზაზე სიარულისას

ოპოზიციის მიზანია, რონ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები განვითარების ახალ ეტაპზე არ გადავიდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1775482519

საზოგადოება

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლე მეჰრიბან ალიევა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვია

მეჰრიბან ალიევას საქართველოს პრეზიდენტის მეუღლემ თამარ ბაგრატიონმა, კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, კულტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი მირცხულავამ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირ...

მეჰრიბან ალიევა

1775480788

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6975 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6981 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ლარის კურსი

1775478314

ახალი ამბები

14-17 აპრილის სასესიო კვირაში პარლამენტი ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს

14-17 აპრილის სასესიო კვირაში, პარლამენტი ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხად...

მაკა ბოჭორიშვილი