ნინო წილოსანი ხაზარაძეზე: თავად ჰქონდა მოთხოვნა, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული ხელშეკრულება არ გასაჯაროებულიყო, დღეს კი ითხოვს „იგლ ჰილსის“ კონტრაქტის გასაჯაროებას

„ვფიქრობ, რომ გარკვეული უხერხულობა უნდა იგრძნოს, როცა საკუთარ თავს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას. კერძოდ, დეპუტატი გამოეხმაურა ხაზარაძის განცხადებებს, რომ „იგლ ჰილსის“ მასშტაბურ საინვესტიციო პროექტზე ხელშეკრულება სრულად უნდა გასაჯაროვდეს.

„თავად ჰქონდა მოთხოვნა, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული ხელშეკრულება ყოფილიყო კომერციული საიდუმლოს გრიფით და არ გასაჯაროებულიყო. დღეს პირიქით, ითხოვს „იგლ ჰილსის“ კონტრაქტის გასაჯაროებას. ვფიქრობ, რომ გარკვეული უხერხულობა უნდა იგრძნოს, როცა საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. მან და მისმა პარტიამ სამწუხაროდ ისეთ რაღაცებზე მოაწერეს ხელი, რომ ესეც ალბათ არავის უნდა გაგვიკვირდეს“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

„იგლ ჰილსის“ მასშტაბურ საინვესტიციო პროექტზე ოპოზიცია ხელშეკრულების სრულად გასაჯაროებას ითხოვს. განსაკუთრებით აქტიურობს „ლელოს“ ლიდერი.

პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რომ მსგავსი ტიპის ხელშეკრულებები კომერციული სტატუსით გრიფირებას ექვემდებარება. ეს ის შემთხვევაა, როცა ინვესტორს არ სურს სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებების პარალელურად საქართველოსთვის მიცემული პირობები გასაჯაროვდეს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763454669

მსოფლიო

„ევროპა გავლენას კარგავს, მსოფლიო მას ახალ წესებს კარნახობს“ - Financial Times-ის მიმომხილველი

ევროპა საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა გლობალურ წესრიგს, მაგრამ დღეს ის სულ უფრო მეტად ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება, - წერს გიდეონ რაჰმანი Financial Times-ის მიმომხილველი. როგორც მიმომხილველი წერს, ამ ტენდ...

ევროკავშირის დროშები

1763454165

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ხაზარაძეს თვითონ ჰქონდა ანაკლიის კონსორციუმთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც იყო კომერციული საიდუმლოების შემცველი, რაც სრულად შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან, იგივე შემთხვევა გვაქვს „იგლ ჰილსთან“

როდესაც მამუკა ხაზარაძის ხელშეკრულება იყო საიდუმლო, ხოლო ახლა ითხოვს „იგლ ჰილსთან“ დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის ფარისევლობას და არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულება...

არჩილ გორდულაძე

1763452332

ახალი ამბები

მაია ბითაძე: უკანასკნელ პერიოდში ზოგი სუბიექტი ეუთოს გამოყენებას საქართველოსთან მიმართებით ვიწროპოლიტიკური მიზნებით ცდილობს

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ სტამბოლში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ უკანასკნელ პერიოდში...

მაია ბითაძე

1763451650

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით ხაზარაძის განცხადებებზე: მან ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს კომერციული საიდუმლოება, მაგრამ მაინც სიცრუის ტირაჟირებით არის დაკავებული

„მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორში ყოფნის დროს ხაზარაძე დაკავებული იყო თაღლითობით და სახელმწიფო კრიმინალური რეკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი იყო, მან ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს კომერციული...

 რატი იონათამიშვილი

1763450461

ახალი ამბები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ზრდის პროგნოზს 1.7-ჯერ აღემატება

„ევროკომისიამ 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,3 პროცენტამდე გაზარდა, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით აღემატება მის მიერ გაზაფხულზე გამოქვეყნებულ პროგნოზს. ამასთან, აღნიშნული ზრდის მა...

ვახტანგ ცინცაძე