მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიცავს მანიპულაციურ და არასწორ ჩანაწერებს, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკურ ზეწოლას ემსახურება
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპარლამენტის რეზოლუცია, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის მექანიზმთან დაკავშირებული დებულებები შეაფასა.
მისი განცხადებით, დოკუმენტი შეიცავს მანიპულაციურ და არასწორ ინფორმაციას, რომელიც საქართველოს საზოგადოების დაყოფასა და ქვეყნის იმიჯის დაზიანებას ემსახურება.
მინისტრის შეფასებით, ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან მსგავსი მიდგომები ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავებას და ქმნის დამატებითი დაპირისპირების საფუძველს.
„ზოგადად ამ რეზოლუციაში თუ ანგარიშში ბევრი უჩვეულო ჩანაწერია, რაც შეუძლებელს ხდის, რომ დოკუმენტი სერიოზულად შეაფასო, რამე პოზიცია სერიოზულად გამოხატო. იცით, ვინც არის ანგარიშზე მომხსენებელი. ეს არ არის ერთადერთი მცდელობა, რომ ჩვენი საზოგადოება დაყონ, ასეთი ბევრი ვნახეთ. ერთის მხრივ, პოლარიზაციაზე გვესაუბრებიან, მეორეს მხრივ, ყველანაირ მექანიზმს და ყველანაირ საშუალებას იყენებენ, იმისათვის რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო დაყოფილი და ერთმანეთთან დაპირისპირებული იყოს. ნამდვილად სამწუხაროა, რომ ეს ხდება სწორედ ევროპარლამენტარებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების ხელით,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტი, ევროპარლამენტი, გამოიყენება პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად საქართველოს წინააღმდეგ.
„ძალიან სამწუხაროა ერთი რამ – ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტი, ამ შემთხვევაში ევროპარლამენტი, ასე გამოიყენება ინსტრუმენტად, რათა გარკვეული ზეწოლა განახორციელონ ან სცადონ განხორციელება ჩვენს საზოგადოებაზე, განამტკიცონ საქართველოს შესახებ სრულიად ცრუ ნარატივები. ამ რეზოლუციაში ძალიან ბევრი ტყუილი და არასწორი ინფორმაცია წერია, ბევრი დებულება მეტად მანიპულაციურია. შესაბამისად, ეს ყველაფერი საქართველოს რეპუტაციის შელახვას ემსახურება. თქვენ ნახავდით საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას ამ ტექსტთან დაკავშირებით და ჩვენ ამას აღვიქვამთ, როგორც თავდასხმას ქართულ სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებაზე. ნამდვილად მიუღებელია, რომ ეს ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტის ხელით კეთდება,“ - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისივე განცხადებით, უვიზო მიმოსვლის შეჩერების მიმართულებით უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა ფორმა და მიზნობრიობა უჩვეულოა საერთაშორისო პრაქტიკისთვის და აჩენს დამატებით კითხვებს:
„უვიზო მიმოსვლის შეჩერება კლასიფიცირებულად უკვე განხორციელებულია, ამგვარი მექანიზმი აამოქმედეს უჩვეულოდ, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის, რაც ზოგადად წარმოუდგენელი რამ არის საერთაშორისო ურთიერთობებში მაშინ, როდესაც დიპლომატები პირველ რიგში ეს ის ხალხია, ვინც ფლობენ დიპლომატიურ პასპორტებს, და ვინც, პირიქით, სარგებლობენ ხოლმე გარკვეული პრივილეგიებით, იმიტომ რომ სწორედ მათ ხელში უნდა იყოს ნებისმიერი რთული ურთიერთობების მოგვარებაც კი. ნებისმიერ შემთხვევაში ნამდვილად უჩვეულოა ასეთი გადაწყვეტილება, როდესაც სწორედ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებზე გავრცელდა სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი“.
მინისტრის თქმით, საქართველოს მხარე აგრძელებს დიალოგს ევროკომისიასთან და აქტიურად მუშაობს ყველა საკითხზე, მათ შორის იმ გადაწყვეტილებების შეფასებაზე, რომლებიც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ეხება.
„იცით რომ ჩვენ უკვე გავმართეთ პირველი შეხვედრა ევროკომისიასთან, გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე და ზოგადად ყველა იმ საკითხზე რასაც უკავშირდებოდა ამ შემთხვევაში დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერებას და გავაგრძელებთ ამ საკითხებზე მუშაობას,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1781794548
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ვიზალიბერალიზაციის საკითხი არის მათი შანტაჟის მექანიზმის მჭიდში ბოლო ტყვია, არ მგონია, იმდენად უგუნურები იყვნენ, რომ ეს ტყვია გაისროლონ, მაშინ უკვე საშანტაჟოც არაფერი რჩება
ვიზალიბერალიზაციის საკითხი არის მათი შანტაჟის მექანიზმის მჭიდში ბოლო ტყვია. მე ნამდვილად არ მგონია, იმდენად უგუნურები იყვნენ, რომ ეს ტყვია გაისროლონ. მაშინ უკვე საშანტაჟოც არაფერი რჩება, - განაცხადა „...
1781793050
საზოგადოებალევან მაჭავარიანი გარე ძალებზე: მათ ხელისუფლებაში აგენტურა სჭირდებათ. აქედან გამომდინარე, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ „ქართული ოცნება“ ჩაანაცვლონ
მათ ხელისუფლებაში აგენტურა სჭირდებათ. აქედან გამომდინარე, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ „ქართული ოცნება“ ჩაანაცვლონ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარ...
1781792067
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე პროცესებზე: ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ გარე პატრონებს უნდათ, რომ 2028 წლისთვის გახარიას პარტია და „ლელო“ ბოლომდე იყოს გამიჯნული საზოგადოების თვალში
ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ გარე პატრონებს უნდათ, რომ 2028 წლისთვის გახარიას პარტია და „ლელო“ ბოლომდე იყოს გამიჯნული საზოგადოების თვალში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველ...
1781791018
საზოგადოებაჯაბა ხუბუა: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დევი ჭანკოტაძე უცებ ნანუკა ჟორჟოლიანით ჩაანაცვლეს, დევის საკუთარმა თავმოყვარეობამ უფლება მისცა და მაინც „ნაცმოძრაობის“ რიგებში დარჩა, საინტერესოა, ბოკუჩავა გადაყლაპავს თუ არა ამ დამცირებას
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე მიხეილ სააკაშვილის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ამჟამინდელი თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას ნაცვლად - ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურის დაყენების ფაქტს ეხმიანე...
1781790510
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: არ შეიძლება, ადამიანს მოაფიქრდეს, რომ საქართველოს მოქალაქეები კატეგორიებად დაყოს - ეს სრული აბსურდია, შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ ევროკომისია ამ მოწოდებას ნამდვილად არ გაითვალისწინებს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ევროპარლამენტის იმ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელიც რასა იუკნევიჩიენემ მოამზადა და საქართველოს გარკვეული მოქალაქეები...



























