ლევან მაჭავარიანი ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე პროცესებზე: ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ გარე პატრონებს უნდათ, რომ 2028 წლისთვის გახარიას პარტია და „ლელო“ ბოლომდე იყოს გამიჯნული საზოგადოების თვალში
ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ გარე პატრონებს უნდათ, რომ 2028 წლისთვის გახარიას პარტია და „ლელო“ ბოლომდე იყოს გამიჯნული საზოგადოების თვალში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა ჰკითხა, რისი მანიშნებელია „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბოლო დროინდელი პოლიტიკური მელოდრამა მისთვის.
„ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ გარე პატრონებს უნდათ, რომ 2028 წლისთვის გახარიას პარტია და „ლელო“ ბოლომდე იყოს გამიჯნული საზოგადოების თვალში და ამდენი სპექტაკლი თამაშდება, რომ საზოგადოების ყურადღება გადავიდეს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“, ალიანსის შიგნით განვითარებულ პროცესებზე. თითქოს ეს ორი პარტია არაფერში მონაწილეობს და ცალკე პარტიები არიან. ფსონი უფრო კეთდება „ლელოსა“ და გახარიას პარტიაზე, თუმცა ამომრჩეველი, რომელიც ძირძველ „ნაცებს“ ჰყავთ, იმის დაკარგვასაც არ აპირებენ. 2024 წელს ვიხილეთ რომ იმ ამომრჩევლის გადალაგება უფრო ნიკა გვარამიას მხარეს ხდებოდა“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
1781788160
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6527 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6543 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1781787344
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: საერთაშორისო შეფასებები სტაბილურად ასახავს პროგრესს და წარმოაჩენს კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერების კუთხით მიღწეულ წარმატებებს
საერთაშორისო შეფასებები სტაბილურად ასახავს პროგრესს და წარმოაჩენს კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერების კუთხით მიღწეულ წარმატებებს. სტატისტიკისა და ოფიციალური ან...
1781787003
საზოგადოებაპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 17 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გა...
1781786318
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე ჟორჟოლიანზე: ნანუკა „კრიზისმენეჯერად“ - ნაცების კრიზისის ქრონიკულ ფაზაში გადაყვანაა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას, რომ კრიზისში მყოფ „ნაცმოძრაობას“ კრიზისმენეჯ...
1781783169
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: „ნაცმოძრაობის“ მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოება რადიკალური ოპოზიციის ჭრილში დაკონცენტრირდეს ამ კინკლაობაზე, ალიანსზე, თვითონ „ნაცმოძრაობაზე“ და ავტომატურად მათთვის გამიჯნული გახდეს „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“
„რაც უფრო მეტი ქაოსი იქნება და რაც უფრო მეტი ასეთი არასერიოზული გადაწყვეტილებები და კინკლაობა იქნება, საზოგადოების ყურადღება უფრო იქნება გადატანილი“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...


























