ჯაბა ხუბუა: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დევი ჭანკოტაძე უცებ ნანუკა ჟორჟოლიანით ჩაანაცვლეს, დევის საკუთარმა თავმოყვარეობამ უფლება მისცა და მაინც „ნაცმოძრაობის“ რიგებში დარჩა, საინტერესოა, ბოკუჩავა გადაყლაპავს თუ არა ამ დამცირებას
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე მიხეილ სააკაშვილის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ამჟამინდელი თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას ნაცვლად - ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურის დაყენების ფაქტს ეხმიანება.
ხუბუა იხსენებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, სადაც წყალტუბოს, ბაღდადის, ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გენერალი დევი ჭანკოტაძე დაამცირეს და ნანუკა ჟორჟოლიანით ჩაანაცვლეს, მიუხედავად ამისა ჭანკოტაძე მაინც დარჩა „ნაცმოძრაობის“ რიგებში, ხუბუას აინტერესებს რას მოიმოქმედებს თინა ბოკუჩავა ამ შემთხვევაში გადაყლაპავს თუ არა ის სააკაშვილის მიერ მის დამცირებას და დარჩება „ნაცმოძრაობის“ რიგებში.
„2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაცმოძრაობას წყალტუბოს, ბაღდადის, ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გენერალი დევი ჭანკოტაძე ჰყავდა წარდგენილი. იგი უკვე ატარებდა შეხვედრებს ამომრჩეველთან, ელექტრონის ბოძები, სამშენებლო ღობეები და შენობების კედლებიც აჭრალებული იყო მისი პლაკატებით... მაგრამ, ვაი, გენერლის სირცხვილო - დევი ჭანკოტაძე უცებ ნანუკა ჟორჟოლიანით ჩაანაცვლეს!
ჩამოხსნეს ყველგან დევის პლაკატები და ბილბორდები და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის ადგილას სოდ-ის ყოფილი უფროსის ყოფილი ცოლი გამოაკრეს. მიუხედავად ამისა, გენერალ ჭანკოტაძეს - ნანულით ჩანაცვლებულ დევის - საკუთარმა თავმოყვარეობამ უფლება მისცა, ასეთი დამცირება უსიტყვოდ გადაეყლაპა და მაინც ნაცმოძრაობის რიგებში დარჩენილიყო.
ჰოდა, საინტერესოა, პატიმარ სააკაშვილის მიერ ნაცპარტიის თავმჯდომარის პოსტზე ნანული ჟორჟოლიანით ჩანაცვლებულ თინა ბოკუჩავას აღმოაჩნდება თუ არა გენერალ დევი ჭანკოტაძეზე მეტი თავმოყვარეობა და გადაყლაპავს თუ არა ამ დამცირებას? ვნახოთ, რა უფრო ფასეულია ბოკუჩავასთვის - ღირსება და თავმოყვარეობა თუ სააკაშვილის მიერ მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით ნაჩუქარი „აიფონი“, - წერს ჯაბა ხუბუა.
1781788160
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6527 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6543 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1781787344
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: საერთაშორისო შეფასებები სტაბილურად ასახავს პროგრესს და წარმოაჩენს კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერების კუთხით მიღწეულ წარმატებებს
საერთაშორისო შეფასებები სტაბილურად ასახავს პროგრესს და წარმოაჩენს კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერების კუთხით მიღწეულ წარმატებებს. სტატისტიკისა და ოფიციალური ან...
1781787003
საზოგადოებაპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 17 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გა...
1781786318
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე ჟორჟოლიანზე: ნანუკა „კრიზისმენეჯერად“ - ნაცების კრიზისის ქრონიკულ ფაზაში გადაყვანაა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას, რომ კრიზისში მყოფ „ნაცმოძრაობას“ კრიზისმენეჯ...
1781783169
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: „ნაცმოძრაობის“ მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოება რადიკალური ოპოზიციის ჭრილში დაკონცენტრირდეს ამ კინკლაობაზე, ალიანსზე, თვითონ „ნაცმოძრაობაზე“ და ავტომატურად მათთვის გამიჯნული გახდეს „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“
„რაც უფრო მეტი ქაოსი იქნება და რაც უფრო მეტი ასეთი არასერიოზული გადაწყვეტილებები და კინკლაობა იქნება, საზოგადოების ყურადღება უფრო იქნება გადატანილი“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...


























