ლევან მაჭავარიანი გარე ძალებზე: მათ ხელისუფლებაში აგენტურა სჭირდებათ. აქედან გამომდინარე, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ „ქართული ოცნება“ ჩაანაცვლონ
მათ ხელისუფლებაში აგენტურა სჭირდებათ. აქედან გამომდინარე, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ „ქართული ოცნება“ ჩაანაცვლონ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გარე ძალებზე საუბრისა.
მისივე თქმით, გარე ძალებს საქართველოს ომში ჩართვა სურდათ, რაზედაც „ქართული ოცნება“ ყოველთვის საუბრობდა, რომ უკრაინის ომი ეს არის დასავლეთისა და რუსეთს შორის ომი, „პროქსი ომი“, სადაც სატელიტ სახელმწიფოდ იყო გამოყენებული უკრაინა. მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს დადასტურდა - ამის საწინააღმდეგოს არვინ ამბობს და ეს ისაა, რაც საქართველოსგანაც უნდოდათ.
„ეს ვერ გვაპატიეს - ეს რეზოლუციები ამას ემსახურება, რომ ერთი მხრივ, ის ძალები, რომელიც ბრიუსელის უკან დგას, ძალიან დიდი ეგო აქვთ და მათ უნდათ, ეგო დაკმაყოფილდეს და საქართველო დაისაჯოს. მეორე მხრივ, საქართველო უნდა იყოს, დასჯის მაგალითი, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ქვეყნისთვის ჩვენ სამაგალითო ვართ. ამ პატარა ქვეყანამ მოვახერხეთ ის, რომ ვიბრძოლეთ და დავიცავით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, მშვიდობა, დამოუკიდებლობა და გადაწყვეტილებებს საქართველოშივე ვიღებთ. ძალიან ბევრ ქვეყანას ეს კეთილი შურით შურს. შესაბამისად, საქართველო რომ არ დაისაჯოს, მათი გადმოსახედიდან, მათ ძალიან ბევრი ქვეყანა „აუჯანყდებათ“. ყველას პრეტენზია გაუჩნდება - „საქართველოს თუ რაღაცები დაავალეთ და უარი გითხრათ, მაშინ ჩვენ რატომ უნდა შევასრულოთ თქვენი დავალებები“. შესაბამისად, მათ ეს სჭირდებათ.
მესამე არის ის, რომ მათ სჭირდებათ მართული ხელისუფლება საქართველოში. დღეს ომის თემაა დღის წესრიგში, ხვალ შუა კორიდორის კონტროლის თემა იქნება; ზეგ კიდევ მეტი ტერიტორია რომ უნდა დაკარგოს - თეორიულად და ვინმეს უნდა დაავალონ საქართველოში, რომ რაღაც დიდ თამაშში გაიცვალოს რუსეთთან ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მათ ხელისუფლებაში აგენტურა სჭირდებათ. აქედან გამომდინარე, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ „ქართული ოცნება“ ჩაანაცვლონ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის ხუთი რევოლუციის მცდელობა საქართველოში ბრიუსელის მიერ იყო დაფინანსებული.
1781788160
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6527 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6543 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1781787344
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: საერთაშორისო შეფასებები სტაბილურად ასახავს პროგრესს და წარმოაჩენს კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერების კუთხით მიღწეულ წარმატებებს
საერთაშორისო შეფასებები სტაბილურად ასახავს პროგრესს და წარმოაჩენს კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერების კუთხით მიღწეულ წარმატებებს. სტატისტიკისა და ოფიციალური ან...
1781787003
საზოგადოებაპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 17 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გა...
1781786318
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე ჟორჟოლიანზე: ნანუკა „კრიზისმენეჯერად“ - ნაცების კრიზისის ქრონიკულ ფაზაში გადაყვანაა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას, რომ კრიზისში მყოფ „ნაცმოძრაობას“ კრიზისმენეჯ...
1781783169
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: „ნაცმოძრაობის“ მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოება რადიკალური ოპოზიციის ჭრილში დაკონცენტრირდეს ამ კინკლაობაზე, ალიანსზე, თვითონ „ნაცმოძრაობაზე“ და ავტომატურად მათთვის გამიჯნული გახდეს „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“
„რაც უფრო მეტი ქაოსი იქნება და რაც უფრო მეტი ასეთი არასერიოზული გადაწყვეტილებები და კინკლაობა იქნება, საზოგადოების ყურადღება უფრო იქნება გადატანილი“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...


























