მაკა ბოჭორიშვილი: მთავარია, ბრიუსელმა შეწყვიტოს და ხელი არ შეუწყოს იმ დეზინფორმაციული კამპანიების გავრცელებასა და დაფინანსებას, რომელიც მნიშვნელოვნად უშლის ხელს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს
მთავარია, ბრიუსელმა შეწყვიტოს და ხელი არ შეუწყოს იმ დეზინფორმაციული კამპანიების გავრცელებასა და დაფინანსებას, რომელიც მნიშვნელოვნად უშლის ხელს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
მან კომენტარი გააკეთა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებაზე, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დიპლომატები იმსჯელებენ ევროპაში დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე.
ბოჭორიშვილის თქმით, ზოგადად, დეზინფორმაციასთან ბრძოლა ნამდვილად არის გამოწვევა.
„ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ არაერთი კამპანია, რომელიც მიმართული იყო საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, აგებული იყო მთლიანად ტყუილზე, დეზინფორმაციულ ნარატივებზე. ამას ძალიან მნიშვნელოვანი ზიანი შეუძლია, მიაყენოს როგორც ქვეყანას, ასევე ქვეყნებს შორის ურთიერთობებს. აქედან გამომდინარე, საკითხი ნამდვილად მნიშვნელოვანია. თუმცა, ერთი მხრივ, როდესაც აცნობიერებ, რამდენად დიდი პრობლემაა დეზინფორმაცია, ხოლო მეორე მხრივ, ხელს უწყობ ან თვალს ხუჭავ დეზინფორმაციული კამპანიების დაფინანსებაზე, ეს ბრძოლა ნაკლებად იქნება გულწრფელი, თუ ნაბიჯები არ იქნება გადადგმული“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
1771866472
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია: სწორს იძახის ირაკლი კობახიძე, რომ 2008 წელი, რუსების წინასწარ განზრახული, საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯი იყო და ამას თავისი მოღალატეობრივი სიბეცით და უგუნურობით შეუწყო ხელი სააკაშვილმა
„დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ ფბ-ზე ირაკლი კობახიძის კონტექსტიდან ამოგლეჯილ სიტყვებს და არიან ბედნიერები ამით, - წერს გიორგი გამსახურდია ოპოზიციის შესახებ. მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრი სწო...
1771865381
მსოფლიოკალასი: გვქონდა დისკუსია უცხოური გავლენებით მანიპულირებასა და ჩარევაზე - ამ ბრძოლის მოგებას ფარი და ხმალი სჭირდება, ჩვენ უკვე ვაშენებთ „დემოკრატიის ფარს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა საგარეო ჩარევებისა და დეზინფორმაციის საფრთხეებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, თანამედროვე კონფლი...
1771864160
მსოფლიოზელენსკი: ტყუილია, რომ უკრაინაში უფრო მეტი კორუფციაა, ვიდრე ევროპის სხვა სახელმწიფოებში
ტყუილია, რომ უკრაინაში უფრო მეტი კორუფციაა, ვიდრე ევროპის სხვა სახელმწიფოებში - ჩვენთან არის კორუფცია, მაგრამ ჩვენ მას ვებრძვით და ყოჩაღები ვართ, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ....
1771862835
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: ბაქოში ხვალ საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივი ფორმატის რიგით მე-10 ყოველწლიური შეხვედრა გაიმართება
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტზე, მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე და საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების...
1771861467
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივი ურ...



























