მამუკა ჟლონტი: სამწუხაროდ მიშა ვერ შევცვალეთ, ის ახალი "მიშებით" ჩავანაცვლეთ - "ნაცი"+"ქოცი"=უკანონობას"
"მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას ეხმაურება.
"რახან მიშა გადარჩა, (ჯანმრთელობას ვუსურვებ) მოგახსენებთ ჩემს აზრს მასზე და მის "შეცდომებზე" :
არაერთხელ მითქვამს და განვმეორდები, შეცდომით შეიძლება ადამიანი დაიჭირო, ეჩხუბო... მეტიც შეცდომით შეიძლება ადამიანი სიკვდილით დასაჯო (სწორედ ამიტომ აიკრძალა სიკვდილით დასჯა ბევრ ქვეყანაში). მაგრამ არ შეიძლება ადამიანი შეცდომით აწამო, თუნდაც ერთხელ, თუნდაც ერთი წამით!!!
მიხეილი კი (რა თქმა უნდა არა თვითონ, არამედ მისი შექმნილი სისტემა) წლების განმავლობაში აწამებდა ათასობით საქართველოს მოქალაქეს!!!მას სურდა შიშზე აგებული ტოტალიტარული სისტემის შექმნა, არ გამოუვიდა!
მიშა არის დამნაშავე!
მისი ადგილი ციხეშია და არა პოლიტიკაში!
თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია და ის იმსახურებს ნამდვილ სასამართლოს და არა ამ თავისივე შექმნილ "ცირკს" ჯამბაზი მოსამართლეებით, როდესაც მე მას საქართველოს სიმბოლო ვუწოდე არ შევცდი, დიახ ის საქართველოს სიმბოლოა.
სიმბოლო არ ნიშნავს მხოლოდ კარგს, ცუდიც შეიძლება სიმბოლო იყოს! (მაგალითად როდესაც ახსენებ ჰიტლერს ის არასდროს ასოცირდება თუნდაც ავსტრიასთან, თუმცა წარმოშობით ავსტრიელი იყო).
როდესაც მე მისთვის მოვითხოვე კანონიერება, არც ამას ვნანობ!
კანონიერებას იმსახურებს უკლებლივ ყველა! (მკვლელიც, მწამებელიც, ტყვეც და პედოფილიც).
თუ ეს ასე არ არის მაშინ რას ვებრძოდით, რისთვის შევცვალეთ მიშა? (სამწუხაროდ ვერ შევცვალეთ, ის ახალი მიშებით ჩავანაცვლეთ, რომლებმაც ეს მანკიერი სისტემა კიდევ უფრო გააძლიერეს).
ნუ გიყვართ მიშა ან ბიძინა გიყვარდეთ თავისუფლება და დემოკრატია, თუ ასე იქნება მიშასაც, გრიშასაც, ბიძინასაც..
დაიცავს კანონი, დაიცავს ჩვენზე ბევრად უკეთ, დაიცავს ყოველგვარი შიმშილობების გარეშე
P.S. "ნაცი"+"ქოცი"=უკანონობას", - წერს ჟლონტი სოციალურ ქსელში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გლდანის სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში, 20 ნოემბერს გამთენიისას მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ის დათანხმდა იუსტიციის სამინისტროდან შიმშილობის 50–ე დღეს მიღებულ შეთავაზებას სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შესახებ.
ამავე თემაზე:
1765658233
მსოფლიოსირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა
პენტაგონის ცნობით, სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა. პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის თქმით, თავდასხმისას ასე...
1765656502
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი - უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობისთვის
უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ბერლინში ბევრი რამ მოხდება. რუსტემ უმეროვი და...
1765655106
საზოგადოებათინათინ რუხაძე: ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, ყველაფერი ღირსეულად და ლამაზად ჩატარდა, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ბევრ მსგავს დიდ ევროპული დონის პროექტს
ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თინათინ რ...
1765654226
საზოგადოებაგიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი ფული არის არაბულ ქვეყნებში და ყველა ევროპული ქვეყანა, საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ არაბული ინვესტიცია შევიდეს. ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილებს-არა სოციალურ დახმარებას, იმუშავებ, გექნება ხელფასი
ბრიტანეთი და არა მარტო ბრიტანეთი, საფრანგეთიც, ძალიან არის დამოკიდებული ახლა არაბულ ფულზე, როგორც თავის დროზე იყო იაპონურ ფულზე, რადგან ფული იყო მაშინ იქ და თავის დროზე იაპონური კომპანიები ძალიან დიდ...
1765652359
ახალი ამბებისაბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა. საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა. საქართველო კონკურსზე მესამე ადგი...





























