წილოსანი ევროკავშირის ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებაზე: ბრიუსელის ასეთი დამოკიდებულება დამამცირებელია ახალი წევრების მიმართ

გადაწყვიტეს, რომ ყველა კანდიდატ სახელმწიფოზე მიიღონ იმგვარი რეგულაციები, რომელიც სამომავლოდ 10-წლიან მორჩილებაში ამყოფებს წევრებს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი „ევრონიუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროკავშირის ელჩებმა ფართო მხარდაჭერა გამოუცხადეს ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას.

წილოსანის განცხადებით, უფლებების შეზღუდვის მცდელობა ახალი წევრებისთვის დამამცირებელი მიდგომაა.

„ბრიუსელის ასეთი დამოკიდებულება დამამცირებელია ახალი წევრების მიმართ. როდესაც წევრ სახელმწიფოს არ შეეძლება 10 წლის განმავლობაში მისი მოსაზრება დააფიქსიროს იმგვარად, როგორც ამას ძირძველი წევრები აკეთებენ, ეს არის ორმაგი სტანდარტი, დამამცირებელი მიდგომა ახალი წევრების მიმართ და რა თქმა უნდა ლოგიკურად უჩნდება კანდიდატ სახელმწიფოებებს კითხვები, - ღირს თუ არა ასეთ გაერთიანებაში შესვლა“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩებმა ფართო მხარდაჭერა გამოუცხადეს ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას, რაც დარღვევების შემთხვევაში ხმის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს და მონტენეგროს გაწევრიანების ხელშეკრულების საფუძვლად განიხილება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795189617

ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ფონიჭალაში დაზარალებულ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ფონიჭალაში დაზარალებულ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენს. ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუ...

ბიძინა ივანიშვილი

1795188053

მსოფლიო

ბადრა გუნბა სერგეი ბაბურინს შეხვდა

სოხუმის დე ფაქტო ლიდერი ბადრა გუნბა რუსეთის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს, სერგეი ბაბურინს შეხვდა. ბაბურინი სოხუმში ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილ...

ბადრა გუნბა

1795185018

ახალი ამბები

პატრიარქი შიო მესამე: მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, დიდია ჩვენი მწუხარება, გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. „მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომ...

შიო მესამე

1795184822

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: შეგვიძლია წარმოვადგინოთ უწყვეტად, რა ხდებოდა კონკრეტული დღეების მიხედვით 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, 2025 წლის 4 ოქტომბერს, როგორი ძალადობრივი აქციები იყო და როგორ ცდილობდნენ შენობებში შეჭრას

„თუ მხარე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რომ ძალადობები ხდებოდა თუ არ ხდებოდა - არ ვიცი. ნამდვილად ხდებოდა და სისტემურად, საათობრივად ხდებოდა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდ...

არჩილ გორდულაძე

1795183371

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს: ის, რაც ხდებოდა პენიტენციურ სისტემაში, რაც ხდებოდა გამოძიებაში, ყველაფერ დანარჩენში, როგორ არის ერთეული შემთხვევა?

„თქვენ ახლა გინდათ რაღაცები ამოკრიფოთ და ერთიანი სურათი მოსპოთ, ვერ მოსპობთ, არ მოგასპობინებთ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგგიზ შარმანაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგ...

თენგიზ შარმანაშვილი