მაია ბითაძე ტულსი გაბარდის განცხადებაზე: რაზედაც ჩვენ უკვე წლებია ვსაუბრობთ, ეს ყველაფერი დასტურდება იმ განცხადებებით, რომელიც მათ შორის აშშ-დან ისმის

„ერთმნიშვნელოვანია ის, რომ რაზედაც ჩვენ უკვე წლებია ვსაუბრობთ, ეს ყველაფერი დასტურდება იმ განცხადებებით, რომელიც მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან ისმის“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.

დეპუტატი გამოეხმაურა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის განცხადებას.

„აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, ის რომ, ის პოზიცია რაც ჩვენ გვაქვს - ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი მედეგობის შენარჩუნების და ჩვენ საგარეო და საშინაო ინტერესების დაცვის კუთხით, ეს იყო შენარჩუნებული. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოსახლეობამ კიდევ ერთხელ კარგად აღიქვას ის, რომ ჩვენ არ ვართ თავდაცვის რეჟიმში, ჩვენ ვართ უბრალოდ იმ რეჟიმში, რასაც ჰქვია იმ სუვერენიტეტის შენარჩუნება, რომლისმაგვარი სუვერენიტეტი ჩვენ საუკუნეებია არ გვქონია. საქართველო თავის სიტყვას ამბობს დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ შეიძლება გავაკეთოთ, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცით, რომ მართლები ვართ, რაც დასტურდება არამხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაჟღერებული განცხადებებში, არამედ ევროპარლამენტარების მხრიდანაც, რაც დებატებზე თვალნათელი იყო, ეს არის ჩვენი ამ მშვიდი პოლიტიკის შენარჩუნება, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა გაგვიღოს ის ფანჯარა, რასაც ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია ჰქვია“, - აღნიშნა ბითაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი აცხადებს, რომ „დიფ სთეითისა“ და მისი პროპაგანდისტული მედიის მიზანია, უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად დონალდ ტრამპის მცდელობებს ძირი გამოუთხარონ. როგორც გაბარდმა აღნიშნა, „ნატოსა და ევროკავშირს რეალურად სურთ, შეერთებული შტატების სამხედროები პირდაპირ რუსეთთან ომში ჩაითრიონ“. ამასთან, მისივე თქმით, რუსეთს ამჟამად არ აქვს მთელი უკრაინის დაპყრობისა და ოკუპაციის შესაძლებლობა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766407464

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: მსხვილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს სატრანსპორტო ქსელის გამტარუნარიანობას და გააძლიერებს ქვეყნის, როგორც სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის როლს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ საქართველო - სერბეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მეორე სხდომაზე სიტყვ...

მარიამ ქვრივიშვილ

1766406169

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომა გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის და სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იაგოდა ლაზარევიჩის თანათავმჯდომარებით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში...

მარიამ ქვრივიშვილ

1766403718

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილმა სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან ორი ქვეყნის ეკონომიკური პარტნიორობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა

სერბეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან, იაგოდა ლაზარევიჩთ...

მარიამ ქვრივიშვილ

1766403426

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: საერთაშორისო საზოგადოება კარგად ხედავს, როგორც კი ჩნდება იმის შანსები, რომ სამშვიდობო შეთანხმება შედგეს, მაშინვე ეს ე.წ. მსურველთა კოალიცია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რათა ისევ ომის რიტორიკა იყოს დღის წესრიგში

„საერთაშორისო საზოგადოება კარგად ხედავს, როგორც კი ჩნდება იმის შანსები, რომ სამშვიდობო შეთანხმება შედგეს, მაშინვე ეს ე.წ. მსურველთა კოალიცია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რათა ისევ ომის რიტორიკა იყოს დღ...

რატი იონათამიშვილი

1766400872

საზოგადოება

კახა კალაძე: როდესაც განსხვავებული შეხედულების გამო შეურაცხყოფას აყენებ ადამიანებს, ძალიან ცუდია - ყველა უნდა მივეჩვიოთ განსხვავებული აზრის მიმღებლობას

„როდესაც, წახალისების მიზნით, ოდიოზური ადამიანების დაფინანსება ხდება, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „თიბისი ბანკში“ერთ-ერთი აქტივისტის ნანა დიხამინჯიას მიერ ჩატა...

კახა კალაძე