"მე ყოფილი მოთამაშე ვარ, იქნებ ამ პოსტით ერთ ადამიანს მაინც დავეხმარო" - თევდორე გოგოლაძის ემოციური პოსტი
აზარტული თამაშების რეგულირების კანონპროექტის დამტკიცებას, აზარტული თამაშების მსხვერპლი თევდორე გოგოლაძე სოციალურ ქსელ ფეისბუკში საკუთარი ისტორიით ეხმაურება, რომელიც 10 წლის განმავლობაში აზარტულ თამაშებზე მიჯაჭვული იყო.
"მინდა ყველას გაგიზიაროთ ხმამაღლა, ეს თემა ამ ბოლო დროს საზოგადოებაში აქტუალურია და იქნებ ამ პოსტით ერთ ადამიანს მაინც დავეხმარო.
“მე ყოფილი მოთამაშე ვარ” 10 წელი სისტემატურად ვთამაშობდი, ამ თამაშს ბევრ გამამართლებელ მიზეზსაც ვუძებნიდი; (ვერთობი, ფული მჭირდება, საჭირო ფულს არ ვაგებ და ა.შ) მოკლედ ყველანაირად თავს ვარიდებდი იმის აღიარებას, რომ მე მოთამაშე ვარ.
ამ 10 წლის მანძილზე, ფული მეორეხარისხოვანია, რაც ყველაზე მეტი წავაგე ეს იყო ჩემი დრო, რომელსაც ფიქრით თამაშს ვუთმობდი, ინტერესები რაც მქონდა და რესურსი, რომელიც შემეძლო განმევითარებინა სლოტის ტრიალში ვფლანგავდი, ხალხის ნდობა, რადგან საზოგადოებაში არის აზრი რომ ყოფილი მოთამაშე და ნარკომანი არ არსებობს, რაც მცდარია, მაგრამ აქვს მეორე მხარეც, ყოფილი მოთამაშე ვერ განიწმინდება ბოლომდე და გონებაში ყოველთვის იქნება ჩალექილი ეს პრობლემა, ყოფილი მოთამაშე ვერ შეძლებს გასართობად ითამაშოს და მან გამუდმებით “არა” უნდა თქვას თამაშზე.
მოკლედ საბოლოო ჯამში წავაგე ემოციები, ემოციები რითაც ადამიანი შედგება, ვეღარ ვგრძნობდი სიყვარულს, ვეღარ ვგრძნობდი ბედნიერებას, სიმძაფრე ჰქონდა ყველაფერს მოკლებული.
დედაჩემის რჩევით 2 წლის წინ მივედი კამარა Kamara-ში სადაც, მოთამაშეებისთვის იყო კურსი, აქ მყოფმა ოქრო ადამიანებმა, ფსიქოლოგებმა Ninutsa Komakhidze მერი გელაშვილი Elene Baramidze Natia Panjikidze შორიდან შემახედეს, მესამე თვალით ჩემ თავს, როცა სხვა მოთამაშეებს ვხედავდი იმ ადამიანებით გავავლე პარალელი ჩემ თავთან და დავინახე რამდენი რამე მქონდა ჩაკეტილი და რამდენი რამე მომპარა თამაშმა.
გავიდა ერთი წელი და მე აღარ მითამაშია, ხმამაღლა ვიტყვი უკვე გამბედავად რომ მე ყოფილი მოთამაშე ვარ, რისთვისაც პირველ რიგში კამარას და იმ ადამიანებს ვინც ჩემთან ერთად დადიოდა.
ამ ერთი წლის მანძილზე შევძელი ის რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია.
დავწერე 3 ფილმის სცენარი, დავაფასე სხვა ადამიანები, შევიყვარე ადგილი, სადაც მე ვიმყოფები და ნუ ფული სულ მაქვს, სიგარეტის მაინც ))) მოკლედ მეგობრებო ეს წელი ვისაც ეგ პრობლემა გაქვთ გაგეტარებინოთ უთამაშოდ და ითამაშეთ ცხოვრებით და არა საკუთარი თავით, დამიჯერეთ გაგიჭირდებათ მაგრამ სულ მალე გამოიდარებს და ახლიდან დაიბადებით უფრო ძლიერები.
მიყვარხართ", - წერს გოგოლაძე ფეისბუკში.
ამავე თემაზე:
🔳 ონლაინ სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციები - ცვლილებების პროექტი ლაშა ხუციშვილმა წარადგინა
🔳 აზარტული თამაშების რეკლამა მარტიდან აიკრძალება - ირაკლი ზარქუა
1788197430
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია ისლანდიის რეფერენდუმზე: ეს არის განვითარებული, სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება
„ეს არის განვითარებული, სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით....
1788196188
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია ლევან მაჭავარიანის განცხადებაზე: უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რამხელა მანქანა მუშაობდა და ახლაც ცდილობს იმუშაოს, რომ ქვეყანაში რეალურ სუვერენიტეტსა და რეალურ დემოკრატიას ძირი გამოუთხარონ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის პოსტს მედიასთან გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აღნიშნავს, რ...
1788193728
სპორტილიონელ მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
„ინტერ მაიამის“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. 39 წლის ფეხბურთელმა თავის ინსტაგრამში გააკეთა ოფიციალური განცხადება. „ფინალის შემდეგ გასული მთელი ამ...
1788192818
მსოფლიოტრამპი: ირანს ძლიერად დავარტყამთ, პასუხი იქნება
თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსს“ განუცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანს ძლიერად დაარტყამს. აღნიშნული განცხადებით ტრამპი იორდანიაში ირანის მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშს გამოეხმაურ...
1788189652
ახალი ამბებიგივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა. სამინისტროს ინფორმაციით, გივი მიქანაძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს მინისტრთა კა...































