მეუფე გრიგოლი:მძიმე სურათი არის და ვფიქრობ, რომ ალბათ თვით ჭყონდიდელ მიტროპოლიტსაც არ მოსწონს რა ხდება
ფოთისა და ხობის მიტროპილიტი მეუფე გრიგოლი, ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. როგორც მეუფე გრიგოლი ამბობს, არც ჭყონდიდის ეპისკოპოსს და არც საკუთარ თავს არ აკადრებს, რომ შორიდან რჩევა მისცეს.
„ერთი სიტყვით, მძიმე სურათი არის და ვფიქრობ, რომ ალბათ თვით ჭყონდიდელ მიტროპოლიტსაც არ მოსწონს რა ხდება. თუმცა, ის გამოსავალს იმ გადაწყვეტილებებში ხედავს, რომელსაც ღებულობს. საერთოდ უნდა გითხრათ, ეკლესიის წიაღში, მღვდელმთავრებშიც, სხვადასხვა საკითხებზე არსებობს განსხვავებული აზრები, მაგრამ ჩვენ ამაზე საჯაროდ არ ვსაუბრობთ და სხვა სივრცეში განვიხილავთ.ისე უნდა გითხრათ, რომ ეკლესია რამდენადაც ცოცხალი ორგანიზმია, პრობლემები უცხო არ არის. ჩვენც გვაქვს გავლილი, არა ზუსტად ეგეთი, მაგრამ ზოგადად სერიოზული პრობლემები გვქონდა ჩვენც და დიდი ხანი არის გასული 25 წელია გასული. იგივე ახალციხეშიც შეიქმნა პრობლემები, ესეც დიდი ხანია უკვე. ყველგან არის ეს, მაგრამ ჩვენ ჭყონდიდში ვხედავთ ამ პრობლემას რამდენადაც ის
გამწვავდა, რატომ გამწვავდა ამას ვერ გეტყვით. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, მეც იმდენივე ვიცი რაც ზოგადად თქვენ, ტელევიზიებიდან მესმის იმიტომ, რომ ჩვენი შეკრებები ასე არ იმართება და შესაბამისად ამ თემებზე არ გვაქვს საუბარი, მაგრამ რაც მოვისმინე თითქოს იქ რამდენიმე ათეული მღვდელთავარი შევიკრიბეთო, ასე მოვისმინე და როგორც ჩანს ეს ნაბიჯი იქნა მიღებული. ანუ, რჩევის სახით ალბათ იმიტომ, რომ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ადგილობრივმა მღვდელმთავარმა. მე რომ ვყოფილიყავი იმ ადამიანებში, ვინც ამ საკითზე მსჯელობდნენ, ჩემი რჩევა რა თქმა უნდა, განსხვავებული იქნებოდა . მე რა თქმა უნდა, არც მას და არც საკუთარ თავს ვაკადრებ, რომ აქედან რჩევა ვუთხრა, უბრალოდ უნდა გითხრათ, ვიცით რომ წმინდა წერილი ერთია, ბიბლლია ერთია, მაგრამ ადამიანები სხვადასხვანაირად კითხულობენ და შესაბამისად განსხვავებული მიდგომები აქვთ. ასევე ხდება კანონებშიც, სამოქალაქო ცხოვრებაში, არა მარტო სამოქალაქო ცხოვრებაში და ყველა ადამიანს აქვს თავისი ხელწერა. მეუფე ფიქრობს, რომ ამით პრობლემას გადაჭრის. პატრიარქი ხშირად ამბობს ხოლმე, უთქვამს ჩვენთვის, რომ თქვენ მღვდელმთავრები უნდა ფიქრობდეთ, რომ ისტორიული პოროვნებები ხართ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქმედება არამარტო დღეს, არამედ ისტორიულ ჭრილშიც იქნება შეფასებული და ძალიან დიდი სიფრთხილე და გონიერება გვმართებს“ - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
ამავე თემაზე:
🔵ხმაური და დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში
1768401350
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: როდესაც შეურაცხმყოფელი შინაარსი იდება დროშის დღესთან დაკავშირებით, ამას არავითარი შეფასებაც კი არ შეიძლება მიეცეს, ეს არის მიზანმიმართული უხეშობა და ეს ყველაფერი წარმოაჩენს ევროპული ბიუროკრატიის სახეს
როდესაც შეურაცხმყოფელი შინაარსი იდება დროშის დღესთან დაკავშირებით, ამას არავითარი შეფასებაც კი არ შეიძლება მიეცეს, ეს არის მიზანმიმართული უხეშობა და ეს ყველაფერი წარმოაჩენს ევროპული ბიუროკრატიის სახეს...
1768399388
საზოგადოებათორნიკე ჭეიშვილი: მისასალმებელია ის გარემოება, რომ დღეს აშშ-ის ადმინისტრაცია, პრეზიდენტი ტრამპი აბსოლუტურად ანალოგიურ შეფასებებს აძლევენ ევროკავშირში მიმდინარე პროცესებს, საუბრობენ იმ კრიზისზე, რომელზედაც უკვე არაერთი წელია ვლაპარაკობთ
მისასალმებელია ის გარემოება, რომ დღეს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, თავად პრეზიდენტი ტრამპი აბსოლუტურად ანალოგიურ შეფასებებს აძლევენ ევროკავშირში მიმდინარე პროცესებს, საუბრობენ იმ კრიზისზე, რომელ...
1768399163
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი ევროკავშირის საელჩოზე: კიდევ ერთხელ გვითხრეს, რომ მათთვის საქართველო, ქართული დროშა და ქართული პერსპექტივა დაკავშირებულია სწორედ არეულობასთან, რევოლუციასთან, გადატრიალებასთან
კიდევ ერთხელ გვითხრეს, რომ მათთვის საქართველო, ქართული დროშა და ქართული პერსპექტივა დაკავშირებულია სწორედ ამ არეულობასთან, რევოლუციასთან, გადატრიალებასთან, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა...
1768398462
ახალი ამბებისაავტომობილო გზების დეპარტამენტი: რიკოთის მაგისტრალურ გზაზე დაფიქსირდა გარე განათების ქსელის კაბელების დაზიანებისა და ქურდობის ფაქტები
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დაფიქსირდა თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზ...
1768397650
ახალი ამბებიმკვლელობა თბილისში - არსებული ინფორმაციით, ქალი მოკლეს
თბილისში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია ქალი. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ...


























