"მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია, უტარდება ადეკვატური თერაპია" - ნინო შარაშენიძე

გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ექიმთა კონსილიუმის ჯგუფის წევრებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს.

კონსილიუმის ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ნინო შარაშენიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია და უტარდება ადეკვატური თერაპია.

"მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია, სტაბილურია. უტარდება ადეკვატური თერაპია მომზადებული და კარგი გუნდის მიერ.

ჩვენ ვნახეთ ლაბორატორიული კვლევის შედეგები, შევაფასეთ პაციენტის თერაპიული სტატუსი და დავუსახეთ ლაბორატორიული კვლევებისთვის შემდეგი სქემა. შევიმუშავეთ მკურნალობის ტაქტიკა.

ამ პროცესში, ჩვენი კონსილიუმის გუნდთან ერთად, აქ მომუშავე, არაჩვეულებრივი ექიმებიც მონაწილეობდნენ. პარალელურად რესპუბლიკური საავადმყოფოდან იყო გასტროენტეროლოგი, ნუტრიციოლოგი მოწვეული.

ექიმმა დასახა კვებითი ტაქტიკა ხვალინდელი დღის. 

ამ დროისთვის აქვს თავის ტკივილი და გარკვეული პრობლემები, რომელიც აბსოლუტურად ადეკვატურია.

იღებს საკვებს სქემის მიხედვით", – განაცხადა კონსილიუმის წევრმა ნინო შარაშენიძემ.

მიხეილ სააკაშვილმა 50-დღიანი შიმშილობა გუშინ, გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა.

ამავე თემაზე:

🔲 გიორგი ჩალაძე: პრეზიდენტი ენდობა ექიმებს და მათთან თანამშრომლობს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760463316

ახალი ამბები

ალესანდრო ნესტა თბილისშია: წლების განმავლობაში კახა კალაძესთან ერთად ვთამაშობდი და იმ პერიოდთან საკმაოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ეს გუნდი წლიდან წლამდე ვითარდება

ფეხბურთის ლეგენდა ალესანდრო ნესტა თბილისშია. „ქრონიკასთან“ ფეხბურთელმა „მილანში“ თამაშის დროს მის თანაგუნდელ კახა კალაძესა და საქართველოს ამჟამინდელ საფეხბურთო ნაკრებზე ისაუბრა. „საქართველოსა და ამ ქვ...

 ალესანდრო ნესტა

1760461672

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე გლობალური შიმშილის ინდექსში პრობლემისგან თავისუფლებით საქართველოს პირველ პოზიციაზე: ასეთ კვლევებში ყველასთვის ნათელია, რომ საქართველო სწორად უძღვება საკუთარ პოლიტიკას

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ 2025 წლის გლობალური შიმშილის ინდექსის მიხედვით საქართველო საუკეთესო ოცდახუთ ქვეყანას შორის მოხვდა და პრობლემისგან თავისუფლებით პირველ პოზ...

მიხეილ სარჯველაძე

1760459588

მსოფლიო

ზელენსკიმ ოდესის მერს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოერთვა ოდესის მერს, გენადი ტრუხანოვს, ბალეტის მოცეკვავე სერგეი პოლუნინსა და პარლამენტის ყოფილ დეპუ...

ზელენსკი

1760457589

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სრული აბსურდია „ტვ პირველის“ ინფორმაცია - მამა ანდრია ჯაღმაიძის კომისია არ არსებობს! მამა დოროთეს იბარებს კომისია, სადაც პატრიარქის მოსაყდრე, პატრიარქის ქორეპისკოპოსი, პატრიარქის მდივანი შედიან წევრებად

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „პირველში“ გასულ ინფორმაციას ეხმაურება. „გილოცავთ სვეტიცხოვლობას! ეკლესიურმა ხალ...

საპატრიარქო

1760457488

საზოგადოება

ელინა ვალტონენი: საქართველოში ვიზიტი აქცენტირებული არის სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობაზე, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ წყობაში ხალხს მიეცეს არჩევანის უფლება

საქართველოში ვიზიტი აქცენტირებული არის სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობაზე, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ წყობაში ხალხს მიეცეს არჩევანის უფლება, - განაცხადა ეუთო-ს თავმჯდომარემ, ფინეთის...

ელინა ვალტონენი: