მიხეილ ყაველაშვილი: მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება, სხვადასხვა სფეროებში ცვლილებები და კვლავ წინსვლა ჩვენი ქვეყნის - რეალობაში ეს ჩანს და ამას ემხრობა საზოგადოების უმრავლესობა
ჩვენი საზოგადოებისთვის ეს ერთი წელი არ არის განსხვავებული წინა წლებთან შედარებით, მოლოდინის რეჟიმში იყო საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა თუ რა გამოწვევები შეიძლება ჰქონოდა ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი ერთი წლის შეფასებისას განაცხადა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ოპოზიციას შეეძლო გაეგრძელებინა სახელმწიფოებრივად აზროვნება და შესულიყო პარლამენტში, თუმცა მათ გეგმას თავიდანვე საქართველოში ძალადობრივი ქმედებების განხორციელება წარმოადგენდა.
„ჯერ კიდევ არჩევნებამდე ხელისუფლება ვსაუბრობდით გამოწვევებზე, თუ ვისგან შეიძლებოდა ყოფილიყო ეს გამოწვევები. თანმიმდევრული ვიყავით იმაში, თუ როგორ ცდილობდნენ გარე და შიდა ძალები ერთობლივად დაზიანებას ჩვენი სახელმწიფოსი და სახელმწიფო ინსტიტუტების. 26 ოქტომბრის არჩევნები ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რომელზეც გააკეთეს აქცენტი, რომ შემდეგ განხორციელებულიყო ძალადობრივი ქმედებები. ძალიან კარგად ხვდებოდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ იმდენი მხარდაჭერა, რომ არჩევნებში გაემარჯვათ. ჩემი აზრით, მათ საკმაო ხმები მოიპოვეს, დემოკრატიულ ქვეყანაში 40 პროცენტი როცა აქვს ოპოზიციას, ნამდვილად არ არის ცუდი შედეგი, მათ შეეძლოთ გაეგრძელებინათ სახელმწიფოებრივად აზროვნება და შემოსულიყვნენ პარლამენტში“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს საქართველოში არის მშვიდობა, სტაბილურობა და შესაძლებლობა იმის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, რაც იმ საზოგადოების უმრავლესობის დამსახურებაა, რომელიც მხარში უდგას სახელმწიფოს.
„მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება, სხვადასხვა სფეროებში ცვლილებები და კვლავ წინსვლა ჩვენი ქვეყნის - რეალობაში ეს ჩანს და ამას ემხრობა საზოგადოების უმრავლესობა. არის უმცირესობის უმცირესობა, ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ გარე ძალებთან ერთად ახორციელებს ქმედებებს და ესეც მილევად რეჟიმშია.
მთავარია ჩვენი საზოგადოება არის ინფორმირებული და ჩვენი ვალია, რომ მეტად იყვნენ ჩართული საზოგადოების წევრები სახელმწიფოს მშენებლობაში. მმართველი პარტიის მომხრეები და ის ძალები, რომლებიც მუდმივად გრძნობენ ჩვენი ქვეყნის არსებულ რეალობას, მხარში უდგანან სახელმწიფოს და ამანაც განაპირობა, რომ დღეს საქართველოში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა და შესაძლებლობა იმის, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო მეტად განვითარდეს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
1761769326
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: გახარიას პარტიას რომ უარი ეთქვა საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, აუცილებლად იქნებოდა საკონსტიტუციო სარჩელის ნაწილი, მათ მიმართ ბრალდების მთავარი საყრდენი იქნებოდა საბოტაჟი
გახარიას პარტიას რომ უარი ეთქვა საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, ან თუნდაც ის მდგომარეობა რომ შეენარჩუნებინა, რაც მანამდე იყო - როდესაც თან იყვნენ შემოსული და თან არა, ამ შემთხვევაში, ეს პარტია ა...
1761768407
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: რადიკალიზმს ხელოვნურად ქმნიან რადიკალური პარტიები, უცხოური აგენტურა, როდესაც ეს პოლიტიკური ძალები ჩამოშორდებიან დემოკრატიულ სისტემას, მაშინვე შემცირდება პოლარიზაციის ხარისხი
რადიკალიზმს ხელოვნურად ქმნიან რადიკალური პარტიები, უცხოური აგენტურა ხელოვნურად ქმნის ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზმს, აღვივებს სიძულვილს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმე...
1761762407
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი: ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გერმანიას არ მისცეს თანხმობა ამ ინფორმაციის გასაჯაროების, ამიტომ ებრძოდნენ ისინი გამჭვირვალობის კანონსაც. რა გაქვს დასამალი თუ შენ კეთილშობილურ მიზნებს ემსახურები?
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიის მთავრობამ დაადასტურა საქართველოში მოქმედი არასამთა...
1761762381
საზოგადოებარატი იონათამიშვილი: ძალიან სამწუხაროა თუ გერმანიის საელჩო საქართველოში NED-ის EED-ის დონეზე იყო დასული
ძალიან სამწუხაროა თუ გერმანიის საელჩო საქართველოში ზუსტად NED-ის EED-ის დონეზე იყო დასული, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონ...
1761762353
საზოგადოებალევან მახაშვილი: იმის გამო, რომ ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ, ლეგიტიმური კითხვები ჩნდება - ხომ არ იყო მართლა ისეთი პროცესი, სადაც თავად გერმანიის ელჩი იყო ჩართული ამ ფულის ასე გაუმჭვირვალედ ტრიალში
იმის გამო, რომ ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ, იმის გამო, რომ გამჭვირვალობა არ არის უზრუნველყოფილი, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური კითხვები ჩნდება - ხომ არ იყო მართლა ისეთი პროცესი, სადაც თავად გერმანიის ელჩ...


























