რატი იონათამიშვილი: ძალიან სამწუხაროა თუ გერმანიის საელჩო საქართველოში NED-ის EED-ის დონეზე იყო დასული
ძალიან სამწუხაროა თუ გერმანიის საელჩო საქართველოში ზუსტად NED-ის EED-ის დონეზე იყო დასული, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა. დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიის მთავრობამ დაადასტურა საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების ფაქტი.
მან არ გამორიცხა ისიც, რომ გერმანია არა მესამე სექტორის წარმომადგენლებს, არამედ პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებდა.
„არ არის გამორიცხული, რომ ესენი სინამდვილეში არა ეგრეთ წოდებული ენჯეოები იყვნენ, არამედ პოლიტიკური პარტიები თუ არა პოლიტიკური აქტორები მაინც. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ NED-ის EED-ის შემთხვევაში სინამდვილეში ხდებოდა პოლიტიკური პროცესების და პოლიტიკური პარტიების (მათ შორის ფინანსური) მხარდაჭერა. ძალიან სამწუხაროა თუ გერმანიის საელჩო საქართველოში ზუსტად NED-ის EED-ის დონეზე იყო დასული“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
გერმანიის ფედერალური მთავრობა ადასტურებს, რომ საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს, თუმცა მათ არ ასახელებს. ეს ინფორმაცია პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კითხვებზე პასუხებიდან გაირკვა.
1761769326
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: გახარიას პარტიას რომ უარი ეთქვა საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, აუცილებლად იქნებოდა საკონსტიტუციო სარჩელის ნაწილი, მათ მიმართ ბრალდების მთავარი საყრდენი იქნებოდა საბოტაჟი
გახარიას პარტიას რომ უარი ეთქვა საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, ან თუნდაც ის მდგომარეობა რომ შეენარჩუნებინა, რაც მანამდე იყო - როდესაც თან იყვნენ შემოსული და თან არა, ამ შემთხვევაში, ეს პარტია ა...
1761768407
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: რადიკალიზმს ხელოვნურად ქმნიან რადიკალური პარტიები, უცხოური აგენტურა, როდესაც ეს პოლიტიკური ძალები ჩამოშორდებიან დემოკრატიულ სისტემას, მაშინვე შემცირდება პოლარიზაციის ხარისხი
რადიკალიზმს ხელოვნურად ქმნიან რადიკალური პარტიები, უცხოური აგენტურა ხელოვნურად ქმნის ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზმს, აღვივებს სიძულვილს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმე...
1761764896
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება, სხვადასხვა სფეროებში ცვლილებები და კვლავ წინსვლა ჩვენი ქვეყნის - რეალობაში ეს ჩანს და ამას ემხრობა საზოგადოების უმრავლესობა
ჩვენი საზოგადოებისთვის ეს ერთი წელი არ არის განსხვავებული წინა წლებთან შედარებით, მოლოდინის რეჟიმში იყო საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა თუ რა გამოწვევები შეიძლება ჰქონოდა ჩვენს ქვეყანას, - ამის შ...
1761762407
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი: ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გერმანიას არ მისცეს თანხმობა ამ ინფორმაციის გასაჯაროების, ამიტომ ებრძოდნენ ისინი გამჭვირვალობის კანონსაც. რა გაქვს დასამალი თუ შენ კეთილშობილურ მიზნებს ემსახურები?
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიის მთავრობამ დაადასტურა საქართველოში მოქმედი არასამთა...
1761762353
საზოგადოებალევან მახაშვილი: იმის გამო, რომ ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ, ლეგიტიმური კითხვები ჩნდება - ხომ არ იყო მართლა ისეთი პროცესი, სადაც თავად გერმანიის ელჩი იყო ჩართული ამ ფულის ასე გაუმჭვირვალედ ტრიალში
იმის გამო, რომ ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ, იმის გამო, რომ გამჭვირვალობა არ არის უზრუნველყოფილი, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური კითხვები ჩნდება - ხომ არ იყო მართლა ისეთი პროცესი, სადაც თავად გერმანიის ელჩ...


























