მიხეილ ყაველაშვილი რამდენიმე სენატორისა და კონგრესმენის წერილზე: გასაკვირი არ უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის ეს დამოკიდებულება - დეზინფორმაცია, ორმაგი სტანდარტი

გასაკვირი არ უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის ეს დამოკიდებულება - დეზინფორმაცია, ორმაგი სტანდარტი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. იგი ამგვარად გამოეხმაურა რამდენიმე ამერიკელი კონგრესმენისა და სენატორის წერილს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსადმი, რომელშიც ადმინისტრაციას მოუწოდებენ, დაიცვას აშშ-ის ყოფილი პერსონალი, რომლებიც „ქართველი ოფიციალური პირების უსამართლო სამიზნეები არიან“.

პრეზიდენტის განცხადებით, ნათლად ჩანს საქართველოს ხელისუფლების დაკნინების მცდელობის ხაზი.

„ის ადამიანები, რომლებიც არიან ამ წერილის ავტორები და წერენ მარკო რუბიოს, ხშირად გამოირჩევიან, საქართველოს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დეზინფორმაციით და ფაქტების მიზანმიმართული დამახინჯებით. იგივე ხაზი გრძელდება.

წლებია, ვსაუბრობდით, რომ კონკრეტული ორგანიზაციები აქ ეწევიან რადიკალიზმის დაფინანსებას და აქ საუბარი იყო USAID-სა და NED-ზე. ეს კონკრეტული ორგანიზაციები თავად ამერიკის პრეზიდენტმა, დღევანდელმა ადმინისტრაციამ გამოავლინა, რომ ისინი დაკავებული იყვნენ სხვა ქვეყნებში რევოლუციით და რადიკალური ქმედებებით.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით ყველაზე კარგად ჩვენი საზოგადოება არის ინფორმირებული. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, თუ რა მოვლენებია ჩვენს გარშემო“, - განაცხადა პრეზიდენტმა ყაველაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პარტნიორობისა და დიალოგისთვის.

„ჩვენ ვაგრძელებთ სამართლიან, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე პროცესებს ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით. მე ვიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მქონდა შეხვედრა, იქაც იგივე განვაცხადე. ეს ადამიანები ჯერჯერობით, თავად იკავებენ თავს. ჩვენ თავშეკავება ნამდვილად არ გვჭირდება, ჩვენ ღია ვართ ყველა დიალოგისთვის. ვაღიარებთ კიდეც, წერილებითაც მივმართეთ, ჩვენ უკან დასახევი და დასამალი არაფერი გვაქვს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილმა აქვე ხაზი გაისვა აშშ-სა და საქართველოს ღირებულებით თანხვედრას ეროვნული ინტერესების დაცვის კუთხით.

„ეროვნულ ინტერესებზე ხშირად პოზიცინიორებენ ამერიკის პრეზიდენტიც, მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც. გაეროს სხდომაზე განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა, რომ დიახ, ქვეყნებმა უნდა დაიცვან საკუთარი ეროვნული ინტერესები. ჩვენ ამისთვის მანამდეც მზად ვიყავით, ეს ღირებულებითი თანხვედრა როცა გამოჩნდა, ვიდრე პრეზიდენტი გახდებოდა ბატონი ტრამპი და ჩვენ დავინახეთ, რომ ეს ღირებულებითი თანხვედრა არის ჩვენსა და მას შორის, სურვილს გამოვთქვამდით, რომ დროა, დიალოგი შედგეს. ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი. ახლა მათი მხრიდან არის დასაყენებელი ეს საკითხი, როდის მოხდეს ჩვენთან დაკავშირება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

რამდენიმე სენატორისა და კონგრესმენის ტყუილზე დაფუძნებული წერილი - რა თქვა რეალურად სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ და როგორ შეცვალეს ინტერვიუს შინაარსი დეზინფორმაციის გასავრცელებლად ჯინ შაჰინმა და მისმა რამდენიმე კოლეგამ. ამერიკელი კანონმდებლების წერილს საფუძვლად დაედო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ თითქოს მან აშშ-ის მთავრობა რევოლუციის წაქეზებაში დაადანაშაულა საგარეო სამსახურის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გადახდით.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762514393

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ევრობიუროკრატებზე: ხალხად არ გვთვლიან. ხელისუფლებაში რომ მოიყვანონ მათი მარიონეტები, ალბათ შეგვიქმნიან სადმე რეზერვაციას და შიგნით შეგვყრიან სულ ყველას. იქნებიან თავისთვის - სემინარებით, ყავებით ივლიან აქეთ-იქით

გაიხსენეთ, რასა იუკნევიჩიენეს გამონათქვამები, რომელსაც ერთი-ერთში იმეორებს სააკაშვილი. მისი ფაშისტური ხასიათის შეფასება, რომ „ქართული ოცნება“ არის ინფექცია, რომელიც უნდა ამოკვეთონ და ქართველი ხალხი, რ...

შალვა პაპუაშვილი

1762512967

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: 2024 წლის ივნისში ბრიუსელმა ქართველ ამომრჩეველზე ზეგავლენის მოსახდენად შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი. ჩვენ გვთავაზობენ ამოყირავებულ რეალობას პროპაგანდით, მაგრამ მუდმივად სიმართლეს ვერ დამალავ

ეს არის, როდესაც ჩვენ გვთავაზობენ ამოყირავებულ რეალობას პროპაგანდით, მაგრამ პროპაგანდას შეიძლება მოკლე ეფექტი ჰქონდეს, მუდმივად სიმართლეს ვერ დამალავს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ...

შალვა პაპუაშვილი

1762511924

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი ჰერჩინსკის წერილზე: ამ საკითხის ირგვლივ ჩვენ მაშინაც ვსაუბრობდით, რომ როცა შეჩერებაზეა საუბარი, ეს ჯერ კიდევ ივნისში იყო გაცხადებული ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ვინ მოგისმინა?!

ამ საკითხის ირგვლივ ჩვენ მაშინაც ვსაუბრობდით, რომ როცა შეჩერებაზეა საუბარი, ეს ჯერ კიდევ ივნისში იყო გაცხადებული ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ვინ მოგისმინა?! - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ...

მიხეილ ყაველაშვილი

1762511884

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: ხომ გახსოვთ შაჰინმა რა თქვა - ჩვენ ვაიძულეთ სააკაშვილს რომ გადამდგარიყოო, თორემ ის იჯდა და ფიქრობდა, როგორ ჩაეხშო სისხლში ოპოზიციის მაშინდელი გამარჯვება. 7 ნოემბრის შემდეგ მათ გონებაში არაფერი შეცვლილა

ეს ის ძალაა, რომელიც ჩადიოდა დანაშაულს, არეკეტებდა ბიზნესს, ართმევდა ადამიანებს სიცოცხლეს, წაართვეს ბიზნესი, ტელევიზიებში იჭრებოდნენ ძალადობით. ეს ფაქტებია. ამ ყველაფრის სათავეში ვინც იყო, ყოფილი პრეზ...

მიხეილ ყაველაშვილ

1762510830

საზოგადოება

მანანა გიორგობიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ მანანა გიორგობიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლ...

მანანა გიორგობიან