პაპუაშვილი ბრალდებულ ოპოზიციონერებზე: ყველაფერი, რაც გუშინ გენპროკურორის მხრიდან მოვისმინეთ, ჩვენს თვალწინ ხდებოდა - არ მოეწონებათ მართლმსაჯულების გადაწყვეტილება? მიმართონ სტრასბურგს და იქაც რომ დამარცხდებიან, მერე მოიხადონ ბოდიში
რახან პროკურატურამ ამ პირებს ბრალი წარუდგინა, შესაბამისად არის გონივრული ეჭვის ის სტანდარტი, რომელიც საკმარისია ბრალის წარსადგენად. სამართლებრივ შეფასებას მე ვერ გავაკეთებ, ეს პროკურატურის და ახლა უკვე სასამართლოს სამსჯელოა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. მას კითხვა დაუსვეს ბრალდებულ ოპოზიციონერებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, თუ ვინმეს კითხვები ექნება ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, შეუძლია ევროსასამართლოს მიმართოს.
„ყველაფერი, რაც გუშინ გენპროკურორის მხრიდან მოვისმინეთ, ჩვენს თვალწინ ხდებოდა. არ ხედავდით როგორ ადგენდნენ შავ სიებს საქართველოს მოქალაქეების, რომ საქართველო ყოფილიყო თავდასხმის ობიექტი გარედან?! არ ხედავდით როგორ დადიოდნენ უცხო ქვეყნებში საქაღალდეებით და თან ტრაბახობდნენ, რომ უნდათ შავი სიები მიაწოდონ უცხო ქვეყნებს იმისთვის, რომ საქართველო თავდასხმის ობიექტი იყოს?! ეს ყველაფერი გამჭვირვალე პროცესია. თუ ვინმეს რამე ეჭვი აქვს, მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს. ხომ მიმართეს, თან რამდენჯერ: „რუსთავი 2“-ზე მიმართეს - დამარცხდნენ, სააკაშვილზე მიმართეს, - დამარცხდნენ, მელიაზე - დამარცხდნენ, გვარამიაზე - დამარცხდნენ, ყველაფერზე დამარცხდნენ ისინი და მათი აქ მყოფი მხარდამჭერი ელჩები და უცხოელი დავალების მიმცემები. რამე პრეტენზია ექნებათ, არ მოეწონებათ მართლმსაჯულების გადაწყვეტილება? მიმართონ სტრასბურგს და იქაც რომ დამარცხდებიან მერე მოიხადონ ბოდიში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.
1762514393
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ევრობიუროკრატებზე: ხალხად არ გვთვლიან. ხელისუფლებაში რომ მოიყვანონ მათი მარიონეტები, ალბათ შეგვიქმნიან სადმე რეზერვაციას და შიგნით შეგვყრიან სულ ყველას. იქნებიან თავისთვის - სემინარებით, ყავებით ივლიან აქეთ-იქით
გაიხსენეთ, რასა იუკნევიჩიენეს გამონათქვამები, რომელსაც ერთი-ერთში იმეორებს სააკაშვილი. მისი ფაშისტური ხასიათის შეფასება, რომ „ქართული ოცნება“ არის ინფექცია, რომელიც უნდა ამოკვეთონ და ქართველი ხალხი, რ...
1762513001
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი რამდენიმე სენატორისა და კონგრესმენის წერილზე: გასაკვირი არ უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის ეს დამოკიდებულება - დეზინფორმაცია, ორმაგი სტანდარტი
გასაკვირი არ უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის ეს დამოკიდებულება - დეზინფორმაცია, ორმაგი სტანდარტი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. იგი ამგვარად გამოეხმაურა რამდენიმე ამერიკელი...
1762512967
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: 2024 წლის ივნისში ბრიუსელმა ქართველ ამომრჩეველზე ზეგავლენის მოსახდენად შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი. ჩვენ გვთავაზობენ ამოყირავებულ რეალობას პროპაგანდით, მაგრამ მუდმივად სიმართლეს ვერ დამალავ
ეს არის, როდესაც ჩვენ გვთავაზობენ ამოყირავებულ რეალობას პროპაგანდით, მაგრამ პროპაგანდას შეიძლება მოკლე ეფექტი ჰქონდეს, მუდმივად სიმართლეს ვერ დამალავს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ...
1762511924
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი ჰერჩინსკის წერილზე: ამ საკითხის ირგვლივ ჩვენ მაშინაც ვსაუბრობდით, რომ როცა შეჩერებაზეა საუბარი, ეს ჯერ კიდევ ივნისში იყო გაცხადებული ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ვინ მოგისმინა?!
ამ საკითხის ირგვლივ ჩვენ მაშინაც ვსაუბრობდით, რომ როცა შეჩერებაზეა საუბარი, ეს ჯერ კიდევ ივნისში იყო გაცხადებული ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ვინ მოგისმინა?! - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ...
1762511884
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: ხომ გახსოვთ შაჰინმა რა თქვა - ჩვენ ვაიძულეთ სააკაშვილს რომ გადამდგარიყოო, თორემ ის იჯდა და ფიქრობდა, როგორ ჩაეხშო სისხლში ოპოზიციის მაშინდელი გამარჯვება. 7 ნოემბრის შემდეგ მათ გონებაში არაფერი შეცვლილა
ეს ის ძალაა, რომელიც ჩადიოდა დანაშაულს, არეკეტებდა ბიზნესს, ართმევდა ადამიანებს სიცოცხლეს, წაართვეს ბიზნესი, ტელევიზიებში იჭრებოდნენ ძალადობით. ეს ფაქტებია. ამ ყველაფრის სათავეში ვინც იყო, ყოფილი პრეზ...


























