მიხეილ ყაველაშვილი: ხომ გახსოვთ შაჰინმა რა თქვა - ჩვენ ვაიძულეთ სააკაშვილს რომ გადამდგარიყოო, თორემ ის იჯდა და ფიქრობდა, როგორ ჩაეხშო სისხლში ოპოზიციის მაშინდელი გამარჯვება. 7 ნოემბრის შემდეგ მათ გონებაში არაფერი შეცვლილა

ეს ის ძალაა, რომელიც ჩადიოდა დანაშაულს, არეკეტებდა ბიზნესს, ართმევდა ადამიანებს სიცოცხლეს, წაართვეს ბიზნესი, ტელევიზიებში იჭრებოდნენ ძალადობით. ეს ფაქტებია. ამ ყველაფრის სათავეში ვინც იყო, ყოფილი პრეზიდენტი, ბატონი სააკაშვილი ვხედავთ, რომ არ იცვლებამ, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის Facebook-პოსტს, სადაც ის წერს, რომ „არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს“.

„რა განცხადებებს აკეთებს, იგივე დამოკიდებულებით საუბრობს. მას ძალაუფლება არ გააჩნია, თორემ დღეს უარესს გააკეთებდა. როგორ გაყო, წითელი ხაზი გაუსვა და პირდაპირ განაცხადა, რომ ამ ადამიანებთან ჩვენ საერთო ვერ გვექნებაო. ანუ, ის იგივე გზას აგრძელებს. პირდაპირ ანადგურებდნენ ოჯახებს და ეს დამოკიდებულება არ შეცვლილა. ნაცვლად იმისა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში რაიმე გაეაზრებინა, ბოდიში მოეხადა იმ ოჯახებისთვის, რომლის წევრებიც ქუჩაში ჩაცხრილეს, ეს ადამიანი არ იცვლება. პირდაპირი მნიშვნელობით ფაშისტები არიან, როცა ასეთი ნიშნით ყოფ ადამიანებს და მოუწოდებ, რომ მათთან ერთად ცხოვრება შეუძლებელია.

7 ნოემბრის შემდეგ მათ გონებაში არაფერი შეცვლილა, სინანულსაც კი გამოთქვამენ, რომ ბოლომდე როგორ არ მიიყვანეს ეს და არ ჩახოცეს ოპოზიცია და ყველა ვინც მათ წინააღმდეგ იყო. ხომ გახსოვთ შაჰინმა რა თქვა - ჩვენ ვაიძულეთ სააკაშვილს რომ გადამდგარიყოო. ის იჯდა და ფიქრობდა, როგორ ჩაეხშო სისხლში მაშინდელი გამარჯვება ოპოზიციის“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში წერს:

„არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს. არის ორი ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო“.

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ ჩამოაყალიბა „მეორე საქართველო”, რომლის მკვიდრებსაც, ის „მუქთახორებს, ბირჟავიკებს, ბოღმიანებს, მშიშრებს,“ უწოდებს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მათთან „პირველი კატეგორიის” ქართველების შერიგება ვერ მოხდება, რადგან, ანთროპოლოგიურადაც კი განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762514978

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ზუსტად იგივე ხალხი, ვინც 7 ნოემბრის დანაშაული შექმნა, დღესაც საუბრობს, რომ უნდა შეცვივდნენ „იმედში“

ზუსტად იგივე ხალხი, ვინც 7 ნოემბრის დანაშაული შექმნა, დღესაც საუბრობს, რომ უნდა შეცვივდნენ „იმედში“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 18 წლის წინანდელ მოვლენებზე საუბრისას. „ქალბატონმა...

შალვა პაპუაშვილი

1762514393

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ევრობიუროკრატებზე: ხალხად არ გვთვლიან. ხელისუფლებაში რომ მოიყვანონ მათი მარიონეტები, ალბათ შეგვიქმნიან სადმე რეზერვაციას და შიგნით შეგვყრიან სულ ყველას. იქნებიან თავისთვის - სემინარებით, ყავებით ივლიან აქეთ-იქით

გაიხსენეთ, რასა იუკნევიჩიენეს გამონათქვამები, რომელსაც ერთი-ერთში იმეორებს სააკაშვილი. მისი ფაშისტური ხასიათის შეფასება, რომ „ქართული ოცნება“ არის ინფექცია, რომელიც უნდა ამოკვეთონ და ქართველი ხალხი, რ...

შალვა პაპუაშვილი

1762513001

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი რამდენიმე სენატორისა და კონგრესმენის წერილზე: გასაკვირი არ უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის ეს დამოკიდებულება - დეზინფორმაცია, ორმაგი სტანდარტი

გასაკვირი არ უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის ეს დამოკიდებულება - დეზინფორმაცია, ორმაგი სტანდარტი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. იგი ამგვარად გამოეხმაურა რამდენიმე ამერიკელი...

მიხეილ ყაველაშვილი

1762512967

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: 2024 წლის ივნისში ბრიუსელმა ქართველ ამომრჩეველზე ზეგავლენის მოსახდენად შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი. ჩვენ გვთავაზობენ ამოყირავებულ რეალობას პროპაგანდით, მაგრამ მუდმივად სიმართლეს ვერ დამალავ

ეს არის, როდესაც ჩვენ გვთავაზობენ ამოყირავებულ რეალობას პროპაგანდით, მაგრამ პროპაგანდას შეიძლება მოკლე ეფექტი ჰქონდეს, მუდმივად სიმართლეს ვერ დამალავს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ...

შალვა პაპუაშვილი

1762511924

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი ჰერჩინსკის წერილზე: ამ საკითხის ირგვლივ ჩვენ მაშინაც ვსაუბრობდით, რომ როცა შეჩერებაზეა საუბარი, ეს ჯერ კიდევ ივნისში იყო გაცხადებული ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ვინ მოგისმინა?!

ამ საკითხის ირგვლივ ჩვენ მაშინაც ვსაუბრობდით, რომ როცა შეჩერებაზეა საუბარი, ეს ჯერ კიდევ ივნისში იყო გაცხადებული ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ვინ მოგისმინა?! - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ...

მიხეილ ყაველაშვილი