შალვა პაპუაშვილი ევრობიუროკრატებზე: ხალხად არ გვთვლიან. ხელისუფლებაში რომ მოიყვანონ მათი მარიონეტები, ალბათ შეგვიქმნიან სადმე რეზერვაციას და შიგნით შეგვყრიან სულ ყველას. იქნებიან თავისთვის - სემინარებით, ყავებით ივლიან აქეთ-იქით

გაიხსენეთ, რასა იუკნევიჩიენეს გამონათქვამები, რომელსაც ერთი-ერთში იმეორებს სააკაშვილი. მისი ფაშისტური ხასიათის შეფასება, რომ „ქართული ოცნება“ არის ინფექცია, რომელიც უნდა ამოკვეთონ და ქართველი ხალხი, რომელიც ხმას აძლევს „ქართულ ოცნებას“, რომ ის არის დამნაშავე. ქართველი ხალხი გამოაცხადა დამნაშავედ ქალბატონმა იუკნევიჩიენემ. იმავეს იმეორებს სააკაშვილი, რომელიც ზუსტად მათი დავალებებით მოქმედებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქ პოსტის“ კომენტირებისას.

მისი თქმით, სააკაშვილი ბრიუსელის დავალებით მოქმედებს, რომელიც გარდა მისი პირადი აგენტურისა, საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს ხალხად არ აღიქვამს.

„მათი პირადი აგენტების და დავალებების შემსრულებლების გარდა, სხვა დანარჩენი ხალხი არ ვართ. ჩვენ ხალხად არ გვთვლიან. ხელისუფლებაში რომ მოიყვანონ მათი მარიონეტები, ალბათ შეგვიქმნიან სადმე რეზერვაციას და შიგნით შეგვყრიან სულ ყველას. იქნებიან თავისთვის - სემინარებით, ყავებით ივლიან აქეთ-იქით და ივლიან სხვადასხვა დედაქალაქში და ტელეხიდები ექნებათ ჩართვით. ეს არის სინამდვილეში, რომ ხალხად არ გვთვლიან. აბა სხვა რა არის კომისარი კოსი რომ გამოდის და საუბრობს - ხალხს მოუსმინეთო. არჩევნები ჩატარდა ახლახან, რამდენიმე კვირის წინ. თუ ქალბატონ კოსს ქართველი ხალხის ხმა აინტერესებს, შეუძლია, რომ ყური კარგად დაუგდოს 4 ოქტომბრის შედეგებს და შარშან, 26 ოქტომბრის შედეგებს. სინამდვილეში ძალიან კარგადაც ესმის ეს ხმა, უბრალოდ იყრუებს თავს იმიტომ, რომ ხალხად არ თვლის ქალბატონი კოსი იმ ადამიანებს, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირეს. მისთვის ხალხი არის ის „ენჯეოები“, რომელსაც აფინანსებენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762513001

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი რამდენიმე სენატორისა და კონგრესმენის წერილზე: გასაკვირი არ უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის ეს დამოკიდებულება - დეზინფორმაცია, ორმაგი სტანდარტი

გასაკვირი არ უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის ეს დამოკიდებულება - დეზინფორმაცია, ორმაგი სტანდარტი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. იგი ამგვარად გამოეხმაურა რამდენიმე ამერიკელი...

მიხეილ ყაველაშვილი

1762512967

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: 2024 წლის ივნისში ბრიუსელმა ქართველ ამომრჩეველზე ზეგავლენის მოსახდენად შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი. ჩვენ გვთავაზობენ ამოყირავებულ რეალობას პროპაგანდით, მაგრამ მუდმივად სიმართლეს ვერ დამალავ

ეს არის, როდესაც ჩვენ გვთავაზობენ ამოყირავებულ რეალობას პროპაგანდით, მაგრამ პროპაგანდას შეიძლება მოკლე ეფექტი ჰქონდეს, მუდმივად სიმართლეს ვერ დამალავს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ...

შალვა პაპუაშვილი

1762511924

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი ჰერჩინსკის წერილზე: ამ საკითხის ირგვლივ ჩვენ მაშინაც ვსაუბრობდით, რომ როცა შეჩერებაზეა საუბარი, ეს ჯერ კიდევ ივნისში იყო გაცხადებული ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ვინ მოგისმინა?!

ამ საკითხის ირგვლივ ჩვენ მაშინაც ვსაუბრობდით, რომ როცა შეჩერებაზეა საუბარი, ეს ჯერ კიდევ ივნისში იყო გაცხადებული ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ვინ მოგისმინა?! - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ...

მიხეილ ყაველაშვილი

1762511884

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: ხომ გახსოვთ შაჰინმა რა თქვა - ჩვენ ვაიძულეთ სააკაშვილს რომ გადამდგარიყოო, თორემ ის იჯდა და ფიქრობდა, როგორ ჩაეხშო სისხლში ოპოზიციის მაშინდელი გამარჯვება. 7 ნოემბრის შემდეგ მათ გონებაში არაფერი შეცვლილა

ეს ის ძალაა, რომელიც ჩადიოდა დანაშაულს, არეკეტებდა ბიზნესს, ართმევდა ადამიანებს სიცოცხლეს, წაართვეს ბიზნესი, ტელევიზიებში იჭრებოდნენ ძალადობით. ეს ფაქტებია. ამ ყველაფრის სათავეში ვინც იყო, ყოფილი პრეზ...

მიხეილ ყაველაშვილ

1762510830

საზოგადოება

მანანა გიორგობიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ მანანა გიორგობიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლ...

მანანა გიორგობიან