მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ვან ის შეხვდა

პეკინში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ვან ის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი პარტნიორობის საკითხები განიხილეს.

მაკა ბოჭორიშვილმა ჩინელ კოლეგას ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვევისა და მაღალი დონის მასპინძლობისათვის მადლობა გადაუხადა.

საუბარი ასევე შეეხო ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობას ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურის და ტურიზმის მიმართულებით.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კავკასიის რეგიონის მნიშვნელობაზე და დაკავშირებადობის კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების შესაძლებლობებზე. ამ თვალსაზრისით, ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარებაში საქართველოს განსაკუთრებულ როლს.

საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დინამიკას, ამ კონტექსტში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ხოლო საქართველოს მხრიდან ერთიანი ჩინეთის პოლიტიკის მხარდაჭერას.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ეს იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში და 2019 წლის შემდეგ, პირველი ორმხრივი შეხვედრა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762523672

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი „გამჭვირვალობის კანონზე“: ბევრი ქვეყანა ფიქრობს, ანალოგიური კანონი მიიღოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე - ევროპარლამენტარები, ელჩები, რომ გაიძულებენ არც კი განიხილო კანონი, ზუსტად ესაა ანტიევროპული დამოკიდებულება

დღეს უკვე ბევრი ქვეყანა ფიქრობს ანალოგიური კანონი მიიღოს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა კანონზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობ...

მიხეილ ყაველაშვილი

1762522547

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თელავში „ერეკლეობას“ შვილებთან ერთად იმყოფებოდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თელავში „ერეკლეობის“ ტრადიციულ დღესასწაულზე შვილებთან ერთად იმყოფებოდა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კახეთის მხარეში სახ...

მიხეილ ყაველაშვილი

1762521953

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს - დაკავებულია 2007 წელს დაბადებული პირი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კიდევ ერთი წარმატებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს...

შსს

1762520907

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7075 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7089 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი

1762520133

საზოგადოება

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სამართალდამცველს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სამართალდამცველს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამ...

შემთხვევები