მკვლელობამდე 2 კვირით ადრე სახლიდან იყო წასული, მინდა, გავშორდე, რადგან მედიკამენტებს იღებსო - მოკლული ფეხმძიმე ქალის მეგობარი
დგინდება, რომ 22 წლის გოგა გზირიშვილი ფსიქოტროპული მედიკამენტების მოიხმარდა. მოკლული ქალის, ქეთა კეპულაძეს მეგობარი ჰყვება, რომ წყვილის კონფლიქტი სწორედ ამ ნიადაგზე დაიწყო.
"მკვლელობამდე 2 კვირით ადრე სახლიდან იყო წასული, მინდა, გავშორდე, რადგან მედიკამენტებს იღებსო. ახლა ვხვდები, რომ ფოტოებშიც კი ძალით იცინის" - აცხადებს მოკლული ქალის მეგობარი ნინი ფხაკაძე.
ფსიქიატრიული დაავადების სამკურნალო პრეპარატების ნარკოტიკული თრობის მიზნით გამოყენება, ადამიანის ჯანმრთელობას ელვის სისწრაფით ანგრევს. ვითარდება ჰალუცინაციები და აშლილობა.
ფეხმძიმე ქალს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ქმრის გვერდით ცხოვრება თვეების განმავლობაში უწევდა. მეგობრები არ მალავენ, რომ ქეთას პრობლემების შესახებ იცოდა ყველამ - ქმრის ნარკოდამოკიდებულებაზე ბოლო დროს ის უკვე ღიად საუბრობდა და გამოსავალს ეძებდა.
ირკვევა, რომ ცოლ-ქმარს შორის ვითარება მკვლელობამდე ორი კვირით ადრე უკიდურესად დაიძაბა, ამიტომ 22 წლის ქეთამ თავი შვილთან ერთად დეიდას შეაფარა.
რამდენიმე დღიანი განშორების შემდეგ ქეთას მეუღლემ მიაკითხა და დაარწმუნა, რომ აბებს აღარ იღებდა, ამიტომ ფეხმძიმე ქალი ერთი წლის შვილთან ერთად, საცხოვრებლად ისევ ვარკეთილის ძველი ფოსტის შენობაში დაბრუნდა. თუმცა მეგობრის მონაყოლის თანახმად, მალევე აღმოაჩინა, რომ ქმარი ისევ ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე იყო დამოკიდებული.
"აღარავინ აღარ უნდა, ძალიან აგრესიულია, როგორც ვიცი იმ დღეს უნდა წამოსულიყო სახლიდან"- აცხადებს "შაბათის ეთერთან"- ქეთას მეგობარი.
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს რომ ფსიქოტროპული აბების გამო პრობლემები ჰქონდა, ამას არც დაკავებულის მამა უარყოფს. გოჩა გზირიშვილი "შაბათის ეთერთან" ყვება, რომ შვილი ფსიქიატრს ვიტალი კაშიასთან სამკურნალოდ ერთი თვის წინ მიიყვანა და ექიმმა დანიშნულებაც მისცა.
მამა არ გამორიცხავს, რომ საზარელი დანაშაულის მოტივი და პროვოცირება შესაძლოა, არასწორმა მკურნალობამ გამოიწვია.
"არ უთქვამს პროფესორს კლინიკაში დატოვე, თორემ დავტოვებდი. წამლებმა გამოიწვია ეს ყველაფერი. ფსიქიკურად იყო აშლილი"- აცხადებს გოჩა გზირიშვილი.
ფეხმძიმე ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის მამა რძალთან და შვილთან ერთად ცხოვრობდა. ახლა ამტკიცებს, რომ მის შვილს უმძიმესი ფსიქოლოგიური პრობლემები და ჰალუცინაციები ჰქონდა, თუმცა არ პასუხობს კითხვას, რატომ არ მიმართეს პოლიციას.
"წამლები დაუნიშნეს და სვამდა. თქვენ გამომძიებელი ხართ თუ ჟურნალისტი?!"- განაცხადა ბრალდებულის მამამ.
რა მედიკამენტებს იღებდა უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული, ამას ფსიქიატრი ვიტალი კაშია არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ ცოლის ბრალდებულის მასთან კერძო ვიზიტზე ერთი თვის წინ მივიდა.
ფსიქიატრი ირწმუნება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა ის სტაციონარში მოთავსებას ან იძულებით მკურნალობას არ საჭიროებდა.
ფსიხოზური ჩივილები ჰქონდა. კონკრეტულად ვერ გეტყვით. კომპლექსური მკურნალობა იყო დანიშნული, რამდენიმე მედიკამენტი დავუნიშნე. დავიბარე ერთი თვის შემდეგ"- აცხადებს ფსიქიატრი.
ფეხმძიმე ცოლის მკვლობაში ბრალდებული გოგა გზირიშვილი დანაშაულს აღიარებს, თუმცა ირწმუნება, რომ მას მეუღლე განზრახ არ მოუკლავს.
როგორ ან რის გამო მიაყენა საკუთარ ფეხმძიმე ცოლს 30 ჭრილობა, გოგა გზირიშვილმა ეს სასამართლო პროცესზე ვერ გაიხსენა.
მოკლული ოჯახის წევრები და ახლობლები ამბობენ, რომ გოგა გზირიშვილი ფსიქოტროპული მედიკამენტებზე იყო დამოკიდებული.
ფეხმძიმე ცოლის მკვლელობაში ბრალდებული გლდანის ციხეშია.
მისია ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ ის დანაშაულის ჩადენის დროს შერაცხადი არ იყო. ადვოკატი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.
თუ დადასტურდა, რომ გოგა გზირიშვილს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, შესაძლოა მან წლები ციხის ნაცვლად ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატაროს.
22 წლის ქეთას რამდენიმე დღეში სოფელ ოფშკვითში დაკრძალავენ. მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილს კი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გისოსებს მიღმა მთელი ცხოვრების გატარება მოუწევს.
ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ერთადერთ შვლის კი სავარაუდოდ, მათი ნათესავები გაზრდიან.
შეგახსენებთ, ვარკეთილში ახალგაზრდა კაცმა 22 წლის, 5 თვის ორსული ცოლი მოკლა.
წყარო: ტვ პირველი
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵შობის ღამეს სამი 16-20 წლის ახალგაზრდა ავტოკატასტროფაში დაიღუპა
1793986479
ახალი ამბებიმიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე: მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და შევძელით საქართველოს გადარჩენა, ასევე, ქვეყანა გადავარჩინეთ 2008-ში და ვეღარ გადავარჩინეთ 2012-ში
სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს, რომელიც 2007 წლ...
1793984690
ახალი ამბებიჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი: მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35 წლისთავი აღინიშნება, სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, - ამის შესახებ...
1793983890
ახალი ამბებიპრემიერი: ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის
ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მ...
1793983298
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვ...
1793983166
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...































