მთავარი გზა, რომელიც პოლარიზაციის შემცირებისკენ წაიყვანს ქვეყანას,  არის ერთი დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დასუსტება - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ მთავარი გზა, რომელიც პოლარიზაციის შემცირებისკენ წაიყვანს ქვეყანას,  არის ერთი დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დასუსტება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ის და მისი თანაგუნდელები,  ამას აუცილებლად ეცდებიან.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მან და მამუკა მდინარაძემ მოისმინეს პრეზიდენტის ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარმოუდგენია მას ეროვნული თანხმობის პროცესი.

„ქალბატონ სალომესთან დავაფიქსირეთ, რომ მზად ვართ მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ყველა იმ წამოწყებაში, რომელიც ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას ემსახურება. მან დააზუსტა, რომ აქ არ იგულისხმება შერიგება პოლიტიკურ პარტიებს შორის. ეს არ არის მიზანი. მიზანია საერთო ეროვნული თანხმობის მიღწევა, რაც არის ძალიან რთული და ამბიციური მიზანი. რთული იქნება ის პროცესიც, რომელიც ამ მიზანთან არის დაკავშირებული. პრეზიდენტს აქვს ამასთან დაკავშირებით ხედვა და უმჯობესია, რომ მან თავად ისაუბროს ამასთან დაკავშირებით", - აცხადებს კობახიძე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ მომავალში პროცესების სწორად წარმართვისთვის აუცილებელია წარსულის სათანადოდ შეფასება.

"იმისათვის, რომ მომავალში სწორად წარიმართოს პროცესები, მნიშვნელოვანია წარსულის სწორად შეფასება. როდესაც პოლიტიკურ დევნილს უწოდებენ ადამიანს, რომელმაც 9 წლის განმავლობაში ჩაიდინა უამრავი დანაშაული და დანაშაულთა ნაწილი იყო არაერთი მედიასაშუალების მიტაცება, უმძიმესი ფორმებით - „მოროდიორობით“ და ყაჩაღური ფორმებით. ამ დანაშაულების ნაწილი იყო ათასობით ადამიანისთვის ქონებისა და ბიზნესის წართმევა, ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა და გაუპატიურება. ამ დანაშაულების ნაწილი იყო ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ჩაბარება რუსეთის ფედერაციისთვის. როდესაც ასეთი რეჟიმის ბელადს უწოდებენ დევნილს, რთულია მომავალზე საუბარი, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას - დამნაშავეს დამნაშავე, ხოლო დანაშაულს - დანაშაული", - აღნიშნა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე გაიტაცეს

🔵იმდენი იძახეთ კოვიდი მესამე მსოფლიო ომიაო, თავდაცვიდან გადმოისროლეს კადრები - ნათია ფანჯიკიძე ჯანდაცვის ახალ მინისტრზე

🔵ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790445084

საზოგადოება

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და ოზურგეთში ჯგუფურად გაზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტებზე ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის'', „ქურდული სამყაროს'' წევრობისა და ოზურგეთში ჯგუფურად გაზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტებზე, ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს...

შემთხვევები

1790443194

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მადლობას ვუხდი ვილი სანიოლს უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომელიც მან ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეიტანა, დღემდე ყველაზე დიდ წარმატებას ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა სწორედ მისი ხელმძღვანელობით მიაღწია

„მადლობას ვუხდი ვილი სანიოლს უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომელიც მან ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეიტანა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ წ...

ირაკლი კობახიძე

1790441960

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: მევენახეობა, მეღვინეობა ეს არის სოფლის მეურნეობის დარგი, რომელსაც თავისი ეკონომიკური მიზნები შეიძლება გააჩნდეს - ჩვენ ყოველთვის მოტივირებული ვიქნებით, რომ დარგის განვითარებისთვის საუკეთესო პრაქტიკა დავნერგოთ

მევენახეობა, მეღვინეობა ეს არის სოფლის მეურნეობის დარგი, რომელსაც თავისი ეკონომიკური მიზნები შეიძლება გააჩნდეს. ეს არის ბიზნესი, რომელიც ბიზნესის კანონებით უნდა ცხოვრობდეს და მოქმედებდეს, - განაცხადა...

ირაკლი ქადაგიშვილი

1790439285

საზოგადოება

განათლების სამინისტრო: თბილისის №21 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 28 სექტემბრიდან განახლდება

უწყებათაშორის ფორმატში საკითხის განხილვის, ექსპერტებთან კონსულტაციებისა და სასკოლო საზოგადოების ჩართულობის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისის №21 საჯარო სკოლაში 28 სექტემბრიდან სასწავლო პრო...

განათლების სამინისტრო

1790437000

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ეროვნულ ნაკრებზე თავდასხმაზე: საქმე გვაქვს სექტასთან, რომელსაც თავისმა ქურუმებმა მოუხაზეს, თუ ვინ არიან მათი მტრები. მტრებზე თავდასხმა, ზიზღი წარმოადგენს მათ რელიგიურ, სექტის აქტს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მათთვის მტრები არიან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ სოციალურ ქსელში წარმოებული აგრესიული კამპანია შეაფასა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამ მოვლენას უნდა შევხედოთ,...

შალვა პაპუაშვილი