ირაკლი ქადაგიშვილი: მევენახეობა, მეღვინეობა ეს არის სოფლის მეურნეობის დარგი, რომელსაც თავისი ეკონომიკური მიზნები შეიძლება გააჩნდეს - ჩვენ ყოველთვის მოტივირებული ვიქნებით, რომ დარგის განვითარებისთვის საუკეთესო პრაქტიკა დავნერგოთ
მევენახეობა, მეღვინეობა ეს არის სოფლის მეურნეობის დარგი, რომელსაც თავისი ეკონომიკური მიზნები შეიძლება გააჩნდეს. ეს არის ბიზნესი, რომელიც ბიზნესის კანონებით უნდა ცხოვრობდეს და მოქმედებდეს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი“.
„მეორე მხრივ, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს არის სოციალური პოლიტიკის ნაწილიც, მაგრამ ამავდროულად ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის ეთნოფსიქოლოგიური ჩამოყალიბების ერთ-ერთი საბაზისო მოცემულობა.
ღვინის ტრადიცია არა მხოლოდ 8-ათასწლოვანი ისტორიაა, ეს ყველაფერი დამატებით ეროვნულ, პოლიტიკურ და სოციალურ დატვირთვას სძენს ამ დარგს, ამიტომაც არის, რომ სახელმწიფოსა და საზოგადოების მიდგომა ამ მიმართულებით ძალიან სენსიტიურია.
თითოეული წარმატება და გამოწვევა, რომელიც მევენახეობის ცხოვრებასა და განვითარებასთან არის დაკავშირებული, მწვავედ აღიქმება, განსხვავებით სხვა მნიშვნელოვანი დარგებისგან, რომელიც სოფლის მეურნეობისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ყოველთვის მოტივირებული ვიქნებით, რომ დარგის განვითარებისთვის საუკეთესო პრაქტიკა დავნერგოთ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
1790433463
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ის, რისი ანტიპოდი არის ევროკავშირი, ზუსტად ის თვისება მიაწებეს ევროკავშირს და წარმოადგინეს ისე, როგორც სალოცავი სიწმინდე, რომელიც უნდა იყოს ყველაფრის განმსაზღვრელი და მისი კრიტიკა არ შეიძლება
საქმე გვაქვს სექტასთან, რომელიც ჩაკეტილია თავის თავში, სამყარო დაყოფილი ჰყავს ჩვენიანებად და სხვისიანებად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას. პაპ...
1790432449
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: საბოლოო ჯამში ბურჭულაძეც გარე პატრონების ხელში პაიკია და არანაირი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას ისედაც არავინ აძლევს
ბატონი ბურჭულაძეც საბოლოო ჯამში გარე პატრონების ხელში პაიკია და არანაირი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას ისედაც არავინ აძლევს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა გან...
1790431528
საზოგადოება„მადლობას ვუხდი ამ ქვეყანას ყველაფრისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა“ - ვილი სანიოლის მიმართვა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. ექვსწლიანი თანამშრომლობის დასრულების შემდეგ ფრანგი სპეციალისტი საზოგადოებასა და გულშემატკივარს...
1790429752
საზოგადოებაპრემიერი: ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოცაა, მჯერა, ორი ქვეყნის ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა
ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოცააა, მჯერა, ორი ქვეყნის ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი დიალოგისა და თ...
1790428094
საზოგადოებასაპატრიარქო: ჯვართამაღლების დღესასწაულზე შიო III წირვას თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს
ამა წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო I...



























