საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და ოზურგეთში ჯგუფურად გაზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტებზე ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის'', „ქურდული სამყაროს'' წევრობისა და ოზურგეთში ჯგუფურად გაზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტებზე, ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს'' ორმა წევრმა, პირადი შურისძიების მოტივით მკვლელობა დაგეგმა. უშუალოდ შემსრულებლად, თბილისიდან გურიაში ჩაიყვანეს მათი გარემოცვის წევრი, რომელსაც დაკავების შემთხვევაში დაჰპირდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში მხარდაჭერას, მფარველობას და მატერიალურ უზრუნველყოფას.

ბრალდებულებმა შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, შეისწავლეს მსხვერპლის გადაადგილების მარშრუტი და შეარჩიეს თავდასხმის ადგილი. ისინი ასევე დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ და განსაზღვრეს მკვლელობის დეტალები.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები დანაშაულის სისრულეში მოყვანამდე 25 სექტემბერს დააკავეს.

დაკავებულთაგან ორს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ჯგუფურად) და 223 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა), ერთს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად, 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (,,კანონიერი ქურდობა“) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს;

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790433463

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ის, რისი ანტიპოდი არის ევროკავშირი, ზუსტად ის თვისება მიაწებეს ევროკავშირს და წარმოადგინეს ისე, როგორც სალოცავი სიწმინდე, რომელიც უნდა იყოს ყველაფრის განმსაზღვრელი და მისი კრიტიკა არ შეიძლება

საქმე გვაქვს სექტასთან, რომელიც ჩაკეტილია თავის თავში, სამყარო დაყოფილი ჰყავს ჩვენიანებად და სხვისიანებად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას. პაპ...

შალვა პაპუაშვილი

1790432449

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: საბოლოო ჯამში ბურჭულაძეც გარე პატრონების ხელში პაიკია და არანაირი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას ისედაც არავინ აძლევს

ბატონი ბურჭულაძეც საბოლოო ჯამში გარე პატრონების ხელში პაიკია და არანაირი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას ისედაც არავინ აძლევს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა გან...

ლევან მაჭავარიანი

1790431528

საზოგადოება

„მადლობას ვუხდი ამ ქვეყანას ყველაფრისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა“ - ვილი სანიოლის მიმართვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. ექვსწლიანი თანამშრომლობის დასრულების შემდეგ ფრანგი სპეციალისტი საზოგადოებასა და გულშემატკივარს...

ვილი სანიოლი

1790429752

საზოგადოება

პრემიერი: ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოცაა, მჯერა, ორი ქვეყნის ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა

ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოცააა, მჯერა, ორი ქვეყნის ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი დიალოგისა და თ...

ირაკლი კობახიძე

1790428094

საზოგადოება

საპატრიარქო: ჯვართამაღლების დღესასწაულზე შიო III წირვას თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს

ამა წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო I...

სამების ტაძარი