განათლების სამინისტრო: თბილისის №21 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 28 სექტემბრიდან განახლდება
უწყებათაშორის ფორმატში საკითხის განხილვის, ექსპერტებთან კონსულტაციებისა და სასკოლო საზოგადოების ჩართულობის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისის №21 საჯარო სკოლაში 28 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი განახლდება.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან მიღებული დამატებითი განმარტებების საფუძველზე დაზუსტდა ის ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც სკოლის შენობაში ამ ეტაპზეა საჭირო.
ექსპერტების რეკომენდაციის შესაბამისად, გათვალისწინებულია ფასადზე დაზიანებული ბათქაშის მონაკვეთებისგან კედლების გასუფთავება და გაშიშვლებული ადგილების გალესვა. ასევე, სარდაფის სივრცეში არსებული ბზარები შეივსება მაღალი სიმტკიცის ქვიშა-ცემენტის ან პოლიმერ-ცემენტის ხსნარით. შენობის მდგომარეობაზე ექსპლუატაციის პერიოდში გაგრძელდება მუდმივი დაკვირვება.
აღნიშნულ სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია, მუნიციპალური განვითარების ფონდის შესაბამისი კომპეტენციის სპეციალისტების მკაცრი ტექნიკური ზედამხედველობისა და მონიტორინგის ქვეშ შეასრულებს. ამასთან, სამუშაოების მიმდინარეობასა და შესრულების ხარისხზე უწყვეტ ინდივიდუალურ ექსპერტულ კონტროლს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტები განახორციელებენ. სამუშაოების მიმდინარეობისას, უზრუნველყოფილი იქნება მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა ღონისძიების გატარება.
უსაფრთხოების დამატებითი ზომების ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახური სკოლაში დამატებით პერსონალს გამოყოფს.
ამასთან, განათლების სამინისტრო განაგრძობს შესაბამისი ალტერნატიული ფართის მოძიებას, რათა შესაძლებელი გახდეს სკოლის შენობაზე შემდგომი, ფართომასშტაბიანი სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება.
როგორც მიმდინარე სამუშაოები, ისე შენობის მდგომარეობა და სასწავლო გარემოს უსაფრთხოება შესაბამისი უწყებების მუდმივი კონტროლის ქვეშ იქნება. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ღონისძიებები ოპერატიულად განხორციელდება.
ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
1790429752
საზოგადოებაპრემიერი: ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოცაა, მჯერა, ორი ქვეყნის ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა
ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოცააა, მჯერა, ორი ქვეყნის ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი დიალოგისა და თ...
1790428094
საზოგადოებასაპატრიარქო: ჯვართამაღლების დღესასწაულზე შიო III წირვას თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს
ამა წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო I...
1790425015
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ALDE-მ არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ გამიჯვნოდა ლელოს ტერორისტ თანაგუნდელს. ვნახოთ, ახლა მაინც თუ აღმოჩნდება ALDE მის მიერვე ქაღალდზე დეკლარირებული ღირებულებების ერთგული და გაემიჯნება ქსენოფობიას
ცოტა ხნის წინ ALDE-მ არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ გამიჯვნოდა ლელოს ტერორისტ თანაგუნდელს,- წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღ...
1790422117
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: სამარცხვინოცაა, რომელიმე ქვეყანა ეძახის გიგაურისნაირ აგენტებს თავის ქვეყანაში, რომ თითქოს, საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით უნდა ილაპარაკონ. ძალიან სამწუხაროა, ამ შემთხვევაში ამ როლში საფრანგეთი აღმოჩნდა
ძალიან კარგია, რომ „ნაცები ერთმნეთს აბულინგებენ. ჩვენ გვახსოვს, რომ ბოლოს არასამთავრობოებმა სააკაშვილი პოლიტპატიმრების სიაში აღარ შეიყვანეს, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პი...
1790421512
საზოგადოებაკახა კალაძე: მადლობა იმ დაუვიწყარი მატჩებისთვის, როცა საქართველოს ნაკრებს მთელი ქვეყანა ერთ მუშტად შეკრული გულშემატკივრობდა - დღეს მთელმა მსოფლიომ იცის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შესახებ და ამაში სანიოლის წვლილი მნიშვნელოვანია
„მადლობა ვილის იმ დაუვიწყარი მატჩებისთვის, როცა საქართველოს ნაკრებს მთელი ქვეყანა ერთ მუშტად შეკრული გულშემატკივრობდა“, - წერს თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, საქართველო არ ივიწ...



























