ნიკა მელია უარს აცხადებს ამნისტიაზე, რომელიც 20 ივნისის მოვლენებს ეხება

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია უარს აცხადებს ამნისტიაზე, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის „გავრილოვის ღამედ“ წოდებული საპროტესტო აქციის ფიგურანტებზე გავრცელდა.

„ჩემი საბოლოო პასუხი ამნისტიაზე არის – „არა“! მორჩეს და გათავდეს ამაზე საუბარი. ეს ადამიანები ითხოვენ ჩემგან თანხმობას, რომ მე ვატრიალებდი სახელმწიფოს! ეს სპეკულაციები, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის პროცესში, ერთხელ და სამუდამოდ რომ დასრულდეს, სპეციალურად მოვედი. მოვედი, საბოლოო პასუხი ვთქვა – არანაირი თანხმობა ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს ჩემი მხრიდან, რომ მე მას ახლა მოწყალება ვთხოვო, ჩემზე გავრცელდეს ის, რაც არ ჩამიდენია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

20 ივნისის ღამეს დაშავდა 240 ადამიანი. ათობით ადამიანი დაიჭრა, ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.

გამოძიების ვერსიით, დღემდე საქმის ფიგურანტები იყვნენ აქციის 18 მონაწილე, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია და სამი პოლიციელი.

7 სექტემბერს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი ამნისტიის შესახებ, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს ყველა პირს, ვინც ჩაიდინა ან ბრალდებულია დანაშაულის ორგანიზებაში და მონაწილეობაში, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება.

მათ შორის ეს ეხება პოლიციელებს, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებოდა ოპოზიცია.

ამნისტიის კანონი გარკვეული პირობითაა მიღებული – იმ პირებმა, ვისზეც ის ვრცელდება, ამნისტიაზე უარი არ უნდა განაცხადონ.

ნიკა მელია კი მთავარი ბრალდებულია საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში. მას ექვსწლიანი პატიმრობა ემუქრება. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777746402

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, ახლა არის 38 მლრდ დოლარი და ეს არის კონკრეტული ქმედებების შედეგი,ჩვენი მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის სწრაფად ზრდა და ამასთან ერთად, სოციალურ საკითხებზე ზრუნვა

ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, ახლა არის 38 მლრდ დოლარი და ეს არის კონკრეტული ქმედებების შედეგი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“. როგორც...

ირაკლი კობახიძე

1777744132

საზოგადოება

შოთა ბერეკაშვილი: პრობლემა არის ხარჯებში, არაეფექტურ ბიზნესმოდელში და არა გადაჭარბებულ მოგებაში, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მიზანი არის, როგორ შევამციროთ აღნიშნული ხარჯები

პირველ რიგში, კარგად და საბოლოოდ რომ ჩამოვაყალიბოთ ეს მიმართულება, პრობლემა არის ხარჯებში, არაეფექტურ ბიზნესმოდელში და არა გადაჭარბებულ მოგებაში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ პარლამენტი...

შოთა ბერეკაშვილი

1777744085

საზოგადოება

პრემიერი: კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნეს გადაწყვეტილებები მიღებული, რათა არ დაზიანდეს არც ერთი მხარის, მათ შორის ბიზნესის ინტერესები, საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%-ს, რაც შესაძლებელია, შემცირდეს, თუ მოხდება ჯაჭვის ოპტიმიზაცია

მეტი გამჭვირვალობა, მეტი მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში რეაგირება, მოკლევადიან რეჟიმში საერთო გადაწყვეტაზე ფიქრი და გზების გამონახვა ფასების შემცირებისთვის ძირითად პროდუქტებზე, ეს არის ის გზა, რო...

ირაკლი კობახიძე

1777744021

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ინტერესი იმისა, რომ ფასები შემცირდეს, არის ჩვენს შემთხვევაში ძალიან მძაფრად გამოხატული და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი

ფასები ჩვენთან არის ნომინალურად უფრო იაფი, ვიდრე საფრანგეთში, ვიდრე გერმანიაში, სხვა ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, მაგრამ აქ მეორე მომენტია, ბუნებრივია, საქართველოში ხელ...

ირაკლი კობახიძე

1777742743

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ფასებთან დაკავშირებით ხელისუფლების და საზოგადოების ინტერესი არის აბსოლუტურად ერთიანი და ერთგვაროვანი, ფასების შემცირებით სუბიექტურად არის დაინტერესებული თითოეული მოქალაქე, ჩვენც გვაქვს იგივე ინტერესი

ფასებთან დაკავშირებით ხელისუფლების და საზოგადოების ინტერესი არის აბსოლუტურად ერთიანი და ერთგვაროვანი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“. მთავრო...

ირაკლი კობახიძე