მაკა ბოჭორიშვილი: საელჩოების მხრიდან მაქსიმალური კომუნიკაციაა საქართველოს მოქალაქეებთან, ჩვენ ვცდილობთ, რომ ისინი უსაფრთხო გზებით მოვახვედროთ სამშობლოში. იმედი მაქვს, დღევანდელი რეისიც ისეთივე მშვიდობიანი იქნება, როგორიც გუშინდელი

წუხილით ვადევნებთ თვალს, რაც ხდება ახლო აღმოსავლეთის რეგიონსა და ბევრ ქვეყანაში. მიმდინარე მოვლენების ფონზე საჰაერო სივრცე არაერთ ქვეყანაში დაიხურა და შეიქმნა გადაადგილების და მგზავრობის შეფერხებები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს აღნიშნულ ქვეყნებში სათანადო ყურადღებას აქცევენ, მთავრობის გადაწყვეტილების მთავარი მიზანი არის, რომ სამშობლოში მშვიდობით დააბრუნოს მოქალაქეები.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მადლიერი ვართ იმ ქვეყნების ხელისუფლებების, სადაც ჩვენი მოქალაქეები დარჩნენ იმის გამო, რომ ვერ შეძლეს გამომგზავრება, ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ უსაფრთხო გარემოში იმყოფებოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათ აწვდიან სათანადო პირობებს. ბუნებრივია ჩვენთვის პრიორიტეტია ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ ალტერნატივა და შესაძლებლობა, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ და სწორედ ეს იყო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მიზანი, მოტივი, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის შეგვეთავაზებინა გზა სამშობლოში დასაბრუნებლად.

ეს არ არის მარტივი პროცესი, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ უმოკლეს ხანში დავუკავშირდეთ და გვქონდეს კომუნიკაცია საქართველოს ყველა მოქალაქესთან, რომელიც რეგიონში იმყოფება და რომელსაც სურს საქართველოში დაბრუნება. გუშინ უკვე განხორციელდა ერთი რეისი ომანიდან, საქართველოს 100-ზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში. დღეს ხორციელდება საუდის არაბეთიდან ერთი სპეციალური რეისი, რომელიც დაახლოებით 170 მოქალაქეს წამოიყვანს საქართველოში. ხვალ განხორციელდება დამატებითი რეისი ისევ მასკატის აეროპორტიდან.

საელჩოების მხრიდან მაქსიმალური კომუნიკაციაა საქართველოს მოქალაქეებთან. ჩვენ ვცდილობთ, რომ ისინი მაქსიმალურად უსაფრთხო გზებით მოვახვედროთ სამშობლოში და იმედი მაქვს, დღევანდელი რეისიც ისეთივე მშვიდობიანი და წარმატებული იქნება, როგორიც გუშინდელი და შევძლებთ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობიანად დაბრუნებას“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772631288

მსოფლიო

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინისთვის განკუთვნილი 90 მილიარდი ევროს ღირებულების ფინანსური დახმარების პაკეტი ამ ეტაპზე „გაყინულია“

ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინისთვის განკუთვნილი 90 მილიარდი ევროს ღირებულების ფინანსური დახმარების პაკეტი ამ ეტაპზე „გაყინულია“. ინფორმაციას სოციალურ ქსელ X-ში რადი...

რიკარდ იოზვიაკი

1772629939

ახალი ამბები

პედრო სანჩესი: რამდენიმე უპასუხისმგებლო ლიდერმა 2003 წელსაც ჩაგვითრია უკანონო ომში, არა - წარსულის შეცდომებს, არა - ომს

რამდენიმე უპასუხისმგებლო ლიდერმა 2003 წელს ჩაგვითრია ახლო აღმოსავლეთში უკანონო ომში, რამაც, არასტაბილურობისა და ტკივილის გარდა, არაფერი მოგვიტანა, - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩ...

პედრო სანჩესი:

1772629551

ახალი ამბები

ვალუტის ახალი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7234 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6922 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...

ვალუტის კურსი

1772627696

ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეებისთვის დღეს საუდის არაბეთიდან სპეციალური რეისი შესრულდება

„ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა საქართ...

საუდის არაბეთიდან სპეციალური რეისი შესრულდება

1772627055

მსოფლიო

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდების შესახებ იუწყება

თურქეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ, ნატოს დახმარებით, ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „თურქეთის ჰაერსაწინააღმდეგო და ხმელთაშუა ზღვ...

თურქეთი