მაკა ბოჭორიშვილი: მშვიდობა რეგიონში და ურთიერთობები, რაც არსებობს საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, გადამწყვეტ როლს ითამაშებს „შუა დერეფნის“ განვითარებაში, რაც არის ისტორიული შანსი ჩვენი რეგიონისთვის
ერთის მხრივ მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, მეორეს მხრივ ეს ურთიერთობები, რაც არსებობს საქართველო-სომხეთს, საქართველო-აზერბაიჯანს და ახლა უკვე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გადამწყვეტ როლს ითამაშებს „შუა დერეფნის“ განვითარებაში, რაც შეიძლება მართლა ვთქვათ, რომ არის ისტორიული შანსი ჩვენი რეგიონისთვის, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, არის შანსი, რომ „შუა დერეფნის“ განვითარებით რეგიონი იქცეს უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ადგილად.
„კონტექსტი, რაც თანამედროვე სიტუაციაში ჩვენ გვაქვს არის ის, რომ იცვლება მიწოდების ჯაჭვები, იცვლება გეოპოლიტიკური მოცემულობა. იმ სიტუაციაში, როდესაც „შუა დერეფანი“ იძენს იმ დატვირთვას, რა დატვირთვაც შეიძინა თუნდაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემდგომ ან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების პირობებში. ამის უგულებელყოფა წარმოუდგენელია, ამის არ დანახვა არ შეიძლება.
ამას ემატება ის განვითარება, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ათწლეულობის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი დასრულდა და ორივე მხარე ცდილობს, რომ იპოვოს თანამშრომლობის გზები და ითანამშრომლონ თუნდაც რეგიონული პროექტების კონტექსტში. რაც არის ახალი მოცემულობა ჩვენთვის. ეს არის ახალი შესაძლებლობები რეგიონისთვის.
შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთის მხრივ მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, მეორეს მხრივ ეს ურთიერთობები, რაც არსებობს მეზობლებს შორის, ამ შემთხვევაში ვსაუბრობ საქართველო-სომხეთს, საქართველო-აზერბაიჯანს და ახლა უკვე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებზე, რა თქმა უნდა გადამწყვეტ როლს ითამაშებს „შუა დერეფნის“ განვითარებაში, რაც შეიძლება მართლა ვთქვათ, რომ არის ისტორიული შანსი ჩვენი რეგიონისთვის, რომ მართლაც იქცეს უმნიშვნელოვანეს დერეფნად და უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ადგილად არა მხოლოდ დაკავშირებადობის კუთხით. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, ეკონომიკურ პროექტებზე, რა თქმა უნდა ამის უკან დგას პოლიტიკა და ამის უკან არის გარკვეული პოლიტიკურ მნიშვნელობა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1772631288
მსოფლიორიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინისთვის განკუთვნილი 90 მილიარდი ევროს ღირებულების ფინანსური დახმარების პაკეტი ამ ეტაპზე „გაყინულია“
ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინისთვის განკუთვნილი 90 მილიარდი ევროს ღირებულების ფინანსური დახმარების პაკეტი ამ ეტაპზე „გაყინულია“. ინფორმაციას სოციალურ ქსელ X-ში რადი...
1772629939
ახალი ამბებიპედრო სანჩესი: რამდენიმე უპასუხისმგებლო ლიდერმა 2003 წელსაც ჩაგვითრია უკანონო ომში, არა - წარსულის შეცდომებს, არა - ომს
რამდენიმე უპასუხისმგებლო ლიდერმა 2003 წელს ჩაგვითრია ახლო აღმოსავლეთში უკანონო ომში, რამაც, არასტაბილურობისა და ტკივილის გარდა, არაფერი მოგვიტანა, - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩ...
1772629551
ახალი ამბებივალუტის ახალი კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7234 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6922 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...
1772627696
ახალი ამბებისაქართველოს მოქალაქეებისთვის დღეს საუდის არაბეთიდან სპეციალური რეისი შესრულდება
„ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა საქართ...
1772627055
მსოფლიოთურქეთის თავდაცვის სამინისტრო ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდების შესახებ იუწყება
თურქეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ, ნატოს დახმარებით, ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „თურქეთის ჰაერსაწინააღმდეგო და ხმელთაშუა ზღვ...






























