მაია ბითაძე: ყოველდღიურად უფრო ნათელი ხდება, თუ რაოდენ დასაფასებელია ის სიმშვიდე და სტაბილურობა, რომელსაც საქართველოში ვინარჩუნებთ სწორედ იმ კურსიდან გამომდინარე, რა კურსიც „ქართულ ოცნებას“ აქვს აღებული
პირველ რიგში, ყველას მშვიდობა მინდა ვუსურვო რეგიონში მიმდინარე ძალიან რთული პროცესებიდან გამომდინარე. ყოველდღიურად უფრო და უფრო ნათელი ხდება, თუ რაოდენ დასაფასებელია ის სიმშვიდე და სტაბილურობა, რომელსაც ჩვენ საქართველოში ვინარჩუნებთ სწორედ იმ კურსიდან გამომდინარე, რა კურსიც ქართულ ოცნებას აქვს აღებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.
მისი თქმით, ეს კურსი დაფუძნებულია, პირველ რიგში ჩვენი ერის, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებზე.
„სადაც დაბალანსებული უნდა იყოს მიდგომა ყველა მეზობელთან იმ გლობალური ძალიან დიდი ძვრების გათვალისწინებით, რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ და რასაც ვპროგნოზირებდით ბოლო წლების განმავლობაში, იმიტომ რომ ის ხელოვნური ჩარევები, მათ შორის საქართველოს საშინაო საქმეებში, ის გარკვეული პროვოცირებები, რომ ჩვენ ჩავრთულიყავით ამა თუ იმ დაძაბულობაში ჩვენ საზღვრებს მიღმა ან მომხდარიყო ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაცია, დღეს უკვე ხელის გულზე დევს და დღეს უკვე ნათლად ჩანს, თუ ვინ იყო როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ამის მეხოტბე და მამოძრავებელი ძალა. თუმცა, საბედნიეროდ, საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით, ქართულმა ოცნებამ შეძლო ის, რომ ამ ცეცხლმოკიდებულ რეგიონში ჩვენ ვსაუბრობთ გარკვეულ ეკონომიკურ წინსვლაზე და კვლავ სტაბილურობის შენარჩუნებაზე და მათ შორის, ჩვენ უახლოეს მეზობლებთან, ეს იქნება აზერბაიჯანი თუ სომხეთი ურთიერთობის კიდევ უფრო ახალ საფეხურზე გადაყვანაზე“, - აღნიშნა ბითაძემ.
1772651232
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ჩვენი ხელისუფლების დამსახურება, რომ უწყვეტი მშვიდობის დეკადა გვაქვს მაშინ, როდესაც ყველა ლოგიკით ომში უნდა ვყოფილიყავით სხვადასხვა მომენტში, ბოლო 14 წლის განმავლობაში
„წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს, მოშლილია. ის, რაზეც საუბარი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომ არსებობს რაღაც ჩარჩო, ეს ჩარჩო რეალურად აღარ არსებობს“, - ამის შესახებ პარლამენტ...
1772650207
ახალი ამბებიდიდ დიღომში ხანძარია - ცეცხლი სასაწყობე ფართს უკიდია
დიდ დიღომში ხანძარია. როგორც „ექსკლუზივს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სასაწყობე ფართს უკიდია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ამ ეტაპზე ცეცხლის ქრობ...
1772649358
ახალი ამბებივახტანგ თოფურია სამხარაძე-ბეიკერის შეხვედრაზე: აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე ენდი ბეიკერი, ტრამპის ადმინისტრაციაში „რუხი კარდინალია“, ის აყალიბებს ვიცე-პრეზიდენტ ვენსის საგარეო პოლიტიკურ აზროვნებას
ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია, ვაშინგტონში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძისა და მარკო რუბიოს მოადგილის, ენდრიუ ბეიკერის შეხვედრას, სოციალურ ქსელში ა...
1772646987
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე თეთრ სახლში უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ხვდება
ნიკოლოზ სამხარაძე თეთრ სახლში უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ხვდება. დღესვე დაგეგმილია შეხვედრები კონგრესმენებთან. „დღეს დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა თეთრ სახლში, უშიშროების საბჭოში. ასევე ვაგრძელებ...
1772645570
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: იმ სიტუაციაში, როდესაც შუა დერეფანი იძენს იმ დატვირთვას, რა დატვირთვაც შეიძინა თუნდაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემდგომ, ან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების პირობებში, ამის უგულებელყოფა წარმოუდგენელია
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა რეგიონის წინაშე მდგარ ისტორიულ შანსზე, იქცეს უმნიშვნელოვანეს დერეფნად და უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ადგილად, არამარტო და...































