ნიკოლოზ სამხარაძე: მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო, უკრაინის ხელისუფლებამ გაიწვია ელჩი. ეს იყო შალვა პაპუაშვილის განცხადების პათოსი და არა ის, რომ 600 რეზოლუციაზე 600 მადლობა უნდა გადაგვიხადონ

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოს უკრაინისგან მადლობის გადახდა და შექება არასდროს მოუთხოვია.

„შალვა პაპუაშვილი იყო პირველი პარლამენტის თავმჯდომარე მთელი მსოფლიოდან, რომელიც ჩავიდა ბუჩაში. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ვგმობთ რუსეთის აგრესიას, იმიტომ რომ პირველ რიგში, უკრაინა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა და ეს არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო უკრაინისთვის, უკრაინის ხელისუფლებამ გაიწვია საქართველოდან ელჩი. ეს იყო შალვა პაპუაშვილის განცხადების პათოსი და არა ის, რომ 600 რეზოლუციაზე 600 მადლობა უნდა გადაგვიხადონ. თუ ვერ გაიგო ეს სტეფანჩუკმა, ძალიან ცუდია“, - აცხადებს სამხარაძე.

ცნობისთვის, რუსლან სტეფანჩუკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას ღია წერილით გამოეხმაურა. სტეფანჩუკმა დაწერა, რომ „უკრაინას არ სჭირდება დარიგებები მორალისტებისგან, არამედ სჭირდება ნამდვილი მოკავშირეები“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772174660

ახალი ამბები

ტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „იმედისთვის“ ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა. როგორც ტელე „იმედის“ განცხადებაშია აღნიშნული, „იმედს“ არანაირი, მათ შორის...

იმედის ტელევიზია

1772174637

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქ...

აა

1772174565

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 35 მოქალაქე დააკავეს

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შე...

მიგრაციის დეპარტამენტი

1772173204

საზოგადოება

თბილისში პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში...

დაკავება, პოლიცია

1772172915

ახალი ამბები

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.   საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლ...

 მოძრაობა აკრძალულია