ლევან ჟორჟოლიანი - კორუფციასთან ბრძოლა დგას 3 სვეტზე - გამჭვირვალობა, პრევენცია და სამართალდამცავი უწყებების ეფექტური მუშაობა, პრევენციის ნაწილში არის ამოქმედებული ისეთი მექანიზმები, რომლებიც არასდროს ყოფილა არცერთ ეტაპზე ამ ქვეყანაში
„ზოგადად, კორუფციასთან ბრძოლა დგას 3 სვეტზე, პირველი - ეს არის გამჭვირვალობა, მეორე-პრევენცია, მესამე - სამართალდამცავი უწყებების ეფექტური მუშაობა“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პრევენციის ნაწილში არის ამოქმედებული ისეთი მექანიზმები, რომლებიც არასდროს არ ყოფილა არცერთ ეტაპზე ამ ქვეყანაში.
„როდესაც ჩვენი ოპონენტები საუბრებენ იმას, რომ ეს არის „ფეიკ“ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და კლანებს შორის დაპირისპირება, მაშინ უნდა ჩამოვთვალოთ, შეიძლება თუ არა ეს ყველაფერი დავაკვალიფიციროთ, როგორც ე.წ. ფეიკ ბრძოლა. მაგალითისთვის, გვერდზე რომ გადავდოთ სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც ვისაუბრეთ, შექმნილია ბაზრის კვლევის ელექტრონული სისტემა, რომელიც არის აბსოლუტურად ქართული ნოუჰაუ, არცერთ ქვეყანაში არ არის და რომელმაც უკვე 3 თვეში 2 800 000 000-ის ბაზრის კვლევები ასწია და 50 მილიონის შესყიდვები უკან ჩააბრუნა. ზოგადად, ჩვენი ოპონენტების მთავარი პრობლემა არის არა ფაქტებზე, არამედ აღქმებზე დაყრდნობა. თუნდაც ამ დებატებში ჩნდება, რომ უფრო აღქმებზე გვაქვს საუბარი, ვიდრე ფაქტებზე, მაგრამ საზოგადოებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ერთი სტატისტიკა, რიცხვები, რომლებიც უბრალოდ არ ტყუიან და ფაქტები.ვსაუბრობდი ბაზრის კვლევის ელექტრონულ მოდულზე, ვსაუბრობდი იმ რეფორმებზე, რომლებიც გატარდა სამშენებლო შესყიდვების მიმართულებით, თეთრი სიის რეფორმა, ასევე სამშენებლო ფასების ნაწილში, რომელიც ბიზნესისთვის იყო სერიოზული პრობლემა. გამკაცრებული არის ძალიან ნებართვების და ლიცენზიის მიმართ მონიტორიგნი. დაინერგა რეალურ დროში აუდიტი, რომელიც ასევე ნოუჰაუ არის სახელმწიფო სტრუქტურებისთვის. ზოგადად, ინვესტიციების მოზიდვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, უცხოელ ინვესტორს ჰქონდეს აღქმა და ობიექტურადაც ასე იყოს, რომ თამაშის წესები არის ყველასთვის ერთნაირი. ამიტომ, ეს ინსტიტუციური ნაბიჯები სწორედ ამას ემსახურება“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.
ლევან ჟორჟოლიანის თქმით, პირველი ივნისიდან ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო ამოქმედდება, რომელიც გარკვეული ზღვრების ზევით ცენტრალიზებულ შესყიდვებს გამოაცხადებს და სამინისტროებს, საქვეუწყებო დაწესებულებებს დიდ შესყიდვებთან შეხება არ ექნებათ.
„ერთი ორგანო იქნება ამაზე პასუხისმგებელი და მათ შორის, მონიტორინგისთვის ეს არის ძალიან ეფექტური. თუ მარტო მორალური, ბუნების კანონები არის კარგი და ადამიანის მიერ დაწერილი კანონები კარგი არ არის, ამით მთელი რომის სამართლის სისტემას ვანგრევთ. ამაზე არის აწყობილი მთელი ევროპა და კაცობრიობის მთელი სამართალი. კორუფცია ყველა შემთხვევაში ცუდია. ის ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს და როდესაც ვსაუბრობთ რეგულაციებზე 2016 წლის შემდეგ, აღნიშნული რეგულაციების უმეტესობა ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარეობს და შევადარეთ შევარდნაძის პერიოდს და მაშინაც ასოცირების შეთანხმებას და მის ვალდებულებებს ასრულებდნენ ეტყობა. კორუფციის აღქმის ინდექსები რომ მხოლოდ და მხოლოდ გამოკითხვებით არ ტარდება, ეს სწორი არ არის. მაგალითად, Heritage Foundation-ის ბოლო კვლევა რომ ვნახოთ, იქ, აღქმებთან და აზრთან ერთად, ასევე ძალიან დიდი ნაწილი ეთმობა ინსტიტუციურ გაძლიერებას, სახელმწიფო პროტექციონიზმის, ნეპოტიზმის და ა.შ. ამ მიმართულებებს როგორ ებრძვის. მარტო ენერგეტიკულ საწარმოებში და რკინიგზაში ოპტიმიზაციით წლიურად 60 მლნ დაიზოგა და ეს თუ კლანებს შორის ბრძოლაა, მაშინ შეგვიძლია ამას დავარქვათ კლანებს შორის ბრძოლა.
ის ინტიტუციური რეფორმები, რომლებიც გატარდა, თუნდაც მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც ითანხმებს ძალიან ბევრ შესყიდვას, რომლებიც გადის ძალიან პროფესიონალი ადამიანების აბსოლუტურ ექსპერტიზას და მხოლოდ ამის შემდეგ არიან უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროები, საქვეუწყებო, თუ სახელმწიფო შპს-ები, რომ კონკრეტული შესყიდვები განახორციელონ. იგივე სახელმწიფო შპს-ებიდან როდესაც 300 მილიონ შესყიდვას აკეთებენ ყოველწლიურად, იქიდან 33% დავუქვემდებარეთ სახელმწიფო შესყიდვებს და მოექცნენ რეგულაციის ქვეშ. როდესაც მათი პირდაპირი შესყიდვები იყო 400 000 ლარამდე და დავწიეთ 50 000 ლარამდე, ეს ყველაფერი თუ ინსტიტუციური მიდგომა არ არის და არის კლანებს შორის დაპირისპირება, „ფეიკ“ ბრძოლა, მაშინ შეგვიძლია დავარქვათ „ფეიკ“ ბრძოლა“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
1773687065
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: დაინერგა ახალი პლატფორმები, იმისათვის, რომ სრულიად გამჭვირვალე გამხდარიყო სახელმწიფო შესყიდვები, უკვე შედეგიც სახეზეა
დაინერგა ახალი პლატფორმები, იმისათვის, რომ სრულიად გამჭვირვალე გამხდარიყო სახელმწიფო შესყიდვები. უკვე შედეგიც სახეზეა - არსებითად გაზრდილია ინტერესი კერძო კომპანიების მხრიდან, მონაწილეობა მიიღონ სახელ...
1773684990
ახალი ამბებილაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. ავარია სოფელ ჭაბუკიანისკენ მიმავალ გზაზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, კა...
1773684095
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი: როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ვუთხარით, რომ ელენე ხოშტარია ციხეში არა რაიმე პოლიტიკური დევნის საფუძველზე, არამედ გირაოს გადაუხდელობოს გამო იჯდა, უნდა გენახათ მათი გაოცებული სახეები
ევროპარლამენტის რეზოლუციებსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი. მისი თქმით, ზოგიერთი ევროპარლა...
1773681914
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: საზოგადოებას შეეძლება, შემოიყვანოს 6 წლამდე ზევით ავტომობილი, ოღონდ გადაიხდის სხვა ბაჟს. 0-დან 6 წლამდე რჩება ისე, როგორც იყო გათვლილი ინიციატივის დროს - ასე, რომ ეს კანონპროექტი გამოვა განსახილველად
„საზოგადოებას შეეძლება, შემოიყვანოს ექვს წლამდე ზევით ავტომობილი, ოღონდ გადაიხდის სხვა ბაჟს. 0-დან 6 წლამდე რჩება ისე, როგორც იყო გათვლილი ინიციატივის დროს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფ...
1773681227
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ
„ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ,...































