"ოჯახის სიწმინდე", "ოჯახის სისუფთავე" თუ სხვა, არაფრის მომცემია, თუ სულიერად და მენტალურად არ გავიზარდეთ - მამა პეტრე
სვეტიცხოვლის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია (კოლხი) სოციალურ ქსელში წერს:
"ეს უნდა დამეწერა, არ მაინტერესებს, ვის მოეწონება, ვის არა… აბა მე მკითხეთ, რა მომწონს, ან რა არ მომწონს…
მოკლედ, დღესასწაულის დაწესება, ეს იქნება ,,ოჯახის სიწმინდე”, ,,ოჯახის სისუფთავე” თუ სხვა, არაფრის მომცემია, თუ სულიერად და მენტალურად არ გავიზარდეთ.. თუ არ გავიაზრეთ, რას ნიშნავს და რას ისახავს მიზნად მსგავსი ტიპის გამოსვლები და ღონისძიებები…
მე პირადად, ძალიან ბევრი ვიცი, ვინც იმ დღეს მხოლოდ იმის გამო გადის, რომ ვიღაცის მიმართ აგრესია აქვს და არიქა, ჩოხის ჩაცმით დაამტკიცოს, რომ მაგარია, რომ სიწმინდეს იცავს… არადა, უფლება რომ მისცე, ჩოხაზე მიმაგრებული ხანჯლით ადამიანს მუცელს გამოუფატრავს. რომ კითხო, სიწმინდეს იცავს..
ღმერთს არ სჭირდება ძალადობრივი სიწმინდე… ან რა სიწმინდეში ხარ, თუ საკუთარი ხელი, სული თუ სამოსი ადამიანის სისხლში გასვარე…
სხვას არ უნდა დაუმტკიცო, რომ სიწმინდის დასაცავად იბრძვი, შენ თავს უმტკიცე და შენი სისუსტეების წინააღმდეგ იბრძოლე, თორემ ხომ კარგად ხედავთ, ვითომ ყველაფერს ვზეიმობთ და განსაცდელები მაინც არ მთავრდება. პირიქით, ყოველდღიურად უარესები ხდება…
იქნებ დავფიქრდეთ მაინც, რატომ ხდება ასე…. იქნებ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ…",-წერს, მამა პეტრე.
ასევე წაიკითხეთ:
🔵ქალბატონო თაკო, ვიდრე პირს გააღებთ... - ირმა ინაშვილი თაკო ჩარკვიანს უპირისპირდება
1794047820
ახალი ამბებიზაალ მიქელაძე: ქობულეთის სერვისცენტრში ადგილობრივებსა და სტუმრებსაც შეუძლიათ „ერთი ფანჯრის პრინციპის“ ფარგლებში შეუფერხებლად და მაღალკვალიფიციურად მიიღონ სააგენტოს სისტემაში არსებული პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე ქობულეთში ჯანდაცვის სამინისტროს ახალი მომსახურების ცენტრის გახსნას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ახალი სერვისცენტრი მოქალაქეებს სხვადასხვა მომსახურ...
1794045749
ახალი ამბებიგივი მიქანაძე წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის საშემოდგომო ფესტივალს დაესწრო
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში გაიმართა საშემოდგომო ფესტივალი - „ჩემი საქართველო აქ არის“, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დ...
1794043370
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტე...
1794041433
ახალი ამბებისამართალდამცველებმა 4 არასრულწლოვანი ძარცვის, ქურდობისა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის, ძარცვის მცდელობის, ქურდობი...
1794039575
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას, ის ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას
დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებაზე,...































