"ოსებს, აზერებს, თურქებს, რომ მოგვწონდეს სააკაშვილი ეგ გასაგებია, მაგრამ ქართველებს რა პონტში გევასებათ?" - ოსი სამოქალაქო აქტივისტი ნიკო ბიკოევი, ქართველებს მიმართავს
ეროვნების ოსი სამოქალაქო აქტივისტი ნიკო ბიკოევი სოციალურ ქსელში, საქართველოში ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
მისთვის გაუგებარია, თუ რატომ მოსწონთ ქართველებს სააკაშვილი.
"ოსებს, რომ მოგვწონდეს სააკაშვილი ეგ გასაგებია, გამსახურდიას მიერ გაუქმებული ავტონომიური ოლქი აღგვიდგინა, სამხრეთ ოსეთი დაარქვა, პრეზიდენტი დაგვინიშნა და ლენინგორი და მიმდებარე ტერიტორიები მოგვყიდა.
აზერებს, რომ ევასებოდეთ ეგეც გასაგებია წითელი ხიდი , დავით გარეჯი და სტრატეგიული სიმაღლეები ფაქტობრივად.
აფხაზებსაც უნდა მოსწონდეთ წესით კოდორის ხეობა ომით აიღო და აფხაზებს ჩააბარა, თან ზემო აფხაზეთი დაარქვა არ დაგავიწყდეთ.
სომხებსაც, რაღაც საზღვარი შეუსწორა მათ სასარგებლოდ, ლორესთან ( თუ არ ვცდები).
თურქებსაც უნდა უყვარდეთ იმიტომ, რომ მოქალაქეობას პონჩიკებივით ურიგებდა.
რუსებს კი ლანძღავენ ნაცები, მაგრამ ყველაზე მეტად მათ უყვართ.
100-ზე მეტი ჰესი ბორჯომი, და მრავალი სტრატეგიული ობიექტი გადასცა.
ახლა ქართველებმა მიპასუხეთ თქვენ, რა პონტში გევასებათ ბატონი მიხეილ სააკაშვილი?!",- წერს ბიკოევი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔘"ანტი-ვაქსერების დემაგოგიის მორიგი მსხვერპლი აუცრელობას ნანობდა" - რას წერს ექიმი ქეთი ლობჟანიძე
1793682073
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: საფრანგეთის შემთხვევაში, როცა ისვრიან „მოლოტოვის კოქტეილს“ არის დასჯადი და თურმე საქართველოში უნდა ყოფილიყო წახალისებული და გმირობის ტოლფასად შერაცხილი
პარიზში, აქციის დროს პოლიციელისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის ფაქტს, რომელზედაც გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლ...
1793680500
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 3 ნოემბერს საქართველოში
ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +25 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი დღეა მოსალოდნელ...
1793652240
მსოფლიოსლოვენიის პრემიერი: ევროკავშირს საკუთარი თავისგან გადარჩენა სჭირდება
„როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვიღებდით, არავის წარმოედგინა, რომ მივიღებდით კავშირს, რომელსაც საკუთარი თავისგან გადარჩენა სჭირდება“, - ამის შესახებ სლოვენიის პრემი...
1793651535
ახალი ამბებინანა ქადაგიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმება იქნება სამართლიანობის აღდგენა - ამ მოძალადე რეჟიმმა საქართველოს მოსახლეობის 10%-ზე მეტი გაამწარა, ოჯახები დაანგრია, ადამიანები დახოცა
დაზარალებული ნანა ქადაგიშვილი „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „დებატებში“ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მისი ოჯახის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს, ზეწოლასა და საკუთარი პატიმრობის დეტალებს იხ...
1793648993
ახალი ამბებიკოტე კემულარია: პროკურატურა ზომაზე მეტად ერეოდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში - სააკაშვილის პოზიცია რომ არ ყოფილიყო, პროკურატურას ამხელა უფლებები არ ექნებოდა
„პროკურატურა ზომაზე მეტად ერეოდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში - სააკაშვილის პოზიცია რომ არ ყოფილიყო, პროკურატურას ამხელა უფლებები არ ექნებოდა“, - ამის შესახებ ამის შესახებ პოლიტიკოსმა კოტე კემუ...































