შალვა პაპუაშვილი: ეკა გიგაური წელიწადში ერთხელ ფინანსურ ანგარიშს თუ გაასაჯაროებს, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხი, ასე დგას გამჭვირვალობის საკითხი?!
ეკა გიგაური წელიწადში ერთხელ ფინანსურ ანგარიშს თუ გაასაჯაროებს, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხი, ასე დგას გამჭვირვალობის საკითხი?!- განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც დონორის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ულტიმატუმს უყენებს არჩეულ ხელისუფლებას, იმუქრება მისი წალეკვით, თუ მას არ ჩასვამენ მთავრობაში, ასეთმა დონორმა იმწამსვე უნდა შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ კეთილსინდისიერია. როდესაც აგრძელებს დაფინანსებას, ე.ი. იღებს ამას როგორც მოცემულობას.
„ეკა გიგაური წელიწადში ერთხელ ფინანსურ ანგარიშს თუ გაასაჯაროებს, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხი, ასე დგას გამჭვირვალობის საკითხი?! ბოლოს და ბოლოს გაგვაგებინეთ, როგორც საქართველოს მოქალაქეს, გაქვთ ინტერესი რაში ხარჯავს ბელგია, ნიდერლანდები და ა.შ. თანხას საქართველოში? შედით და გახსენით ISFED-ის გვერდი და ნახეთ თუ მოძებნით ვინ აფინანსებს, რა პროექტები აქვთ, ვინ არიან დონორები. ფაქტია, რომ გაუმჭვირვალეა პროცესი. ჩამოუარეთ [არასამთავრობო ორგანიზაციების] ვებ-გვერდებს და რამდენის დაფინანსებას ნახავთ. ზოგან შეიძლება ნახოთ მარტო ლოგო, ზოგან - ჩამონათვალი, პროექტის დასახელება, ან თანხა არ იყოს მითითებული“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ შეახსენა, რომ რამდენიმე პროექტში, მათ შორის ევროკავშირის პროექტ „ერასმუსში“, პოლიტიკური სწავლების სკოლაში, რომელიც ევროსაბჭოს მიერ ფინანსდებოდა, მას და შალვა პაპუაშვილს, ასევე ლევან მახაშვილს ერთად მიუღიათ მონაწილეობა სემინარებში და გამოდის თუ არა, რომ სამივე აგენტები არიან.
„აგენტი რა შუაშია?! ფაქტი არის, რომ არ არის ცნობილი ვინ ვის აფინანსებს. არ იყო სისტემა, სადაც შეხვიდოდი ადამიანი და გაიგებდი, მაგალითად ვინ აფინანსებს ISFED-ს. 2022 წელს ივნისში, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, პარლამენტის წინ „ენჯეობი“ რომ ჩამწკრივდნენ სცენაზე, მოითხოვეს, რომ პარლამენტს დაეთხოვა მთავრობა, შეექმნა ტექნიკური მთავრობა, სადაც 1/3 იქნება უმრავლესობა, 1/3 ოპოზიცია და 1/3 უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“, რომელსაც ვეტოს უფლება ექნებოდა. თან თქვეს, ეს თუ არ მოხდება, წაგლეკავთო. ასე დაგვემუქრნენ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები. ამის შემდეგ როდესაც შეხვედრები მქონდა ელჩებთან, დონორებთან, ყველას ვაჩვენებდი ამ ფოტოს, სადაც „ენჯეო“ ლიდერები ჩანან და ყველა ხელს იბანდა. ამბობდნენ, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართ და არ ვიცით ვინ აფინანსებსო. ასე ხელის დაბანა ხდებოდა მათ ქცევაზე. როდესაც დონორის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ულტიმატუმს უყენებს არჩეულ ხელისუფლებას, იმუქრება მისი წალეკვით, თუ მას არ ჩასვამენ მთავრობაში, ასეთმა დონორმა იმწამსვე უნდა შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ კეთილსინდისიერია. როდესაც აგრძელებს დაფინანსებას, ე.ი. იღებს ამას როგორც მოცემულობას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
1771696858
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩზე: ვკითხე, შეგიძლიათ მაჩვენოთ რას აფინანსებთ? მითხრა „არა“. დონორი უმალავდა და უმალავს დღემდე მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს, ხელისუფლებას და საზოგადოებას, თუ რას აფინანსებს
მე მას [ევროკავშირის ელჩს] ვკითხე, შეგიძლიათ მაჩვენოთ რას აფინანსებთ? მითხრა „არა“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკა...
1771695491
საზოგადოებალევან მახაშვილი: საქართველო დღეს ებრძვის მავნე, უცხო ჩარევების რვაფეხას, რომელსაც თავისი საცეცები აქვს
საქართველო დღეს ებრძვის მავნე, უცხო ჩარევების რვაფეხას, რომელსაც თავისი საცეცები აქვს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გად...
1771694539
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი გია ნოდიას: ვინაიდან „იმედი“ მოიხსენიეთ ძალიან დამაკნინებელ ფორმაში, შეგახსენებთ, თქვენ გახდით სააკაშვილის მთავრობის წევრი 2008 წლის იანვარში, მაშინ, როდესაც „იმედი“ იყო დახურული, დარეკეტებული და მიტაცებული
ვინაიდან „იმედი“ მოიხსენიეთ ძალიან დამაკნინებელ ფორმაში, არ შეიძლება არ შეგახსენოთ, რომ თქვენ გახდით სააკაშვილის მთავრობის წევრი 2008 წლის იანვარში, მაშინ, როდესაც „იმედი“ იყო დახურული, დარეკეტებული დ...
1771694031
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ფაქტია, რომ უცხოური გავლენა დღეს გამოწვევაა და ამ გამოწვევაზე ყველა საუბრობს. არ არსებობს ქვეყანა და ორგანიზაცია, რომელიც დღეს უცხოური გავლენის რისკებზე არ საუბრობდეს
უცხოურ გავლენებსა და უცხოურ ფულს სჭირდება ფრთხილი მიდგომა, სჭირდება გამჭვირვალობა და რეგულაცია, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშ...
1771692482
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მთავარი, რასაც „ქართულ ოცნებასთან“, საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით უფრთხიან, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთ, ეს არის ჩვენი მართალი სიტყვა
ესეც სწორედ იმ პროპაგანდის ნაწილია, რომელსაც თავს ახვევენ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები ქართულ საზოგადოებას, რომ აუკრძალოს კრიტიკული აზრის მოსმენა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შ...


























