პაპუაშვილი კუპრაშვილს: მახსოვს 2023 წლის განხილვები, ქალბატონი ნათიაც იყო ამის მონაწილე. სამწუხაროდ, ისევ იქ ხართ დარჩენილი, თითქოს, დედამიწა არ ბრუნავს, არაფერი მომხდარა, ამერიკაში ხელისუფლება არ შეცვლილა, USAID არ დაკეტილა
მე ერთი იმედგაცრუება უნდა დავაფიქსირო, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და ოპონენტ ნათია კუპრაშვილს მიმართა.
პაპუაშვილმა გაიხსენა 2023 წლის განხილვები და აღნიშნა, რომ კუპრაშვილი ისევ იქ არის დარჩენილი.
„მახსოვს 2023 წლის განხილვები, მათ შორის ქალბატონი ნათიაც [კუპრაშვილი] იყო ამის მონაწილე. სამწუხაროდ, ისევ იქ ხართ დარჩენილი, თითქოს, დედამიწა არ ბრუნავს, არაფერი მომხდარა, ამერიკაში ხელისუფლება არ შეცვლილა, USAID არ დაკეტილა, ომები არ დაწყებულა - არ დამთავრებულა, თითქოს, არაფერი მომხდარა, ისევ იქ ხართ. მართლა ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ სხვადასხვა გაზეთს ვკითხულობთ თუ სხვადასხვა ტელევიზიას ვუყურებთ.
და რატომ - ჩვენ ამასობაში რამდენი რამ გავიარეთ. მათ შორის, ვუყურებდით, როგორ იყო ქართულ არჩევნებში პირდაპირი უცხოური ჩარევა; გარედან მხარდაჭერილი ადამიანები როგორ ამკვიდრებენ სიძულვილის ენას, ძალადობას, როგორ ფინანსდება პოლიტიკა. ეს ყველაფერი ხდება და მართლაც თვალის დახუჭვა, რიყეზე გასვლა და ქვის არდანახვა - ამას რაღაც სპეციფიური დამოკიდებულება სჭირდება ალბათ ან საკუთარი გვირაბის ხედვა, როდესაც გარშემო ვერაფერს ამჩნევთ. ამიტომაც არ უნდოდათ დისკუსია და დებატები - ოპონენტებს ვგულისხმობ, რომ გამოჩნდებოდა არგუმენტები“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
1771697316
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ფულს რომ აძლევ აქ „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლონ, შენივე ფულით დაბეჭდილი პლაკატით წაახალისონ, კეთილი ინებე და პასუხი აგე. არ მივცემთ საშუალებას ევროკავშირს ჩვენთან „მოლოტოვის კოქტეილები“ აფინანსოს
არ მივცემთ საშუალებას ევროკავშირს ჩვენთან „მოლოტოვის კოქტეილები“ აფინანსოს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. „რაც შეეხება...
1771697083
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ეკა გიგაური წელიწადში ერთხელ ფინანსურ ანგარიშს თუ გაასაჯაროებს, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხი, ასე დგას გამჭვირვალობის საკითხი?!
ეკა გიგაური წელიწადში ერთხელ ფინანსურ ანგარიშს თუ გაასაჯაროებს, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხი, ასე დგას გამჭვირვალობის საკითხი?!- განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“...
1771696858
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩზე: ვკითხე, შეგიძლიათ მაჩვენოთ რას აფინანსებთ? მითხრა „არა“. დონორი უმალავდა და უმალავს დღემდე მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს, ხელისუფლებას და საზოგადოებას, თუ რას აფინანსებს
მე მას [ევროკავშირის ელჩს] ვკითხე, შეგიძლიათ მაჩვენოთ რას აფინანსებთ? მითხრა „არა“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკა...
1771695491
საზოგადოებალევან მახაშვილი: საქართველო დღეს ებრძვის მავნე, უცხო ჩარევების რვაფეხას, რომელსაც თავისი საცეცები აქვს
საქართველო დღეს ებრძვის მავნე, უცხო ჩარევების რვაფეხას, რომელსაც თავისი საცეცები აქვს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გად...
1771694539
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი გია ნოდიას: ვინაიდან „იმედი“ მოიხსენიეთ ძალიან დამაკნინებელ ფორმაში, შეგახსენებთ, თქვენ გახდით სააკაშვილის მთავრობის წევრი 2008 წლის იანვარში, მაშინ, როდესაც „იმედი“ იყო დახურული, დარეკეტებული და მიტაცებული
ვინაიდან „იმედი“ მოიხსენიეთ ძალიან დამაკნინებელ ფორმაში, არ შეიძლება არ შეგახსენოთ, რომ თქვენ გახდით სააკაშვილის მთავრობის წევრი 2008 წლის იანვარში, მაშინ, როდესაც „იმედი“ იყო დახურული, დარეკეტებული დ...


























