ლევან მახაშვილი: ჩვენ რომ ამ კანონმდებლობით თავი არ დაგვეცვა, დღეს იარაღით ხელში მოგვიწევდა ამ ქვეყნის დაცვა უცხოური გარე ჩარევების წინააღმდეგ
„პრინციპი არის ძალიან მარტივი და ეს არ არის მხოლოდ ქართული პრინციპი, ამ პრინციპზე თანხმდება ყველა, შიგნითაც და გარეთაც, რომ ვინც პოლიტიკაში ერევა, ვინც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ახდენს გავლენას, ყველა მათგანის საჯაროობა და გამჭვირვალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ფინანსურ ნაწილს ვგულისხმობ“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, საბოლოო ჯამში, მიზანი არის, რომ ქართულ პოლიტიკაში, ქართველი ხალხის ნებართვის და თანხმობის გარეშე, უცხოური ფული არ ტრიალებდეს.
„განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ, ვხედავდით რა მდგომარეობა იყო გარშემო, ჩვენ რომ ამ კანონმდებლობით თავი არ დაგვეცვა, დღეს იარაღით ხელში მოგვიწევდა ამ ქვეყნის დაცვა უცხოური გარე ჩარევების წინააღმდეგ.
რაც შეეხება აღიარება-არაღიარების თემას, ხან ვფიქრობ, უბრალოდ ორი სიტყვა ამოიკითხეს კანონიდან და შემდეგ ამით დასკვნების გამოტანას ცდილობენ. ამ კანონპროექტის აღწერაში არის ჩამონათვალი, რა ერთობლიობის შემთხვევაში შეიძლება დადგეს სისხლის სამართლის სასჯელი. თავიდან როგორ დაიწყო გახსოვთ ხომ? თავიდან დაიწყო უბრალოდ სიძულვილის ენით, შემდეგ გადავიდნენ კეფაში ტყვიების მუქარით, შემდეგ გადავიდნენ ჩემს კოლეგებთან, ქალ პარლამენტარებთან მივარდნებით, ბავშვების მუქარით და ა.შ. აი, ასე ნელ-ნელა, ვითომ არაფერი ხომ? ვითომ „რუსო“ ვიძახე, ვითომ მერე რა, არ გაღიარე, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მოვედით 4 ოქტომბრამდე ხელისუფლების ძალადობის გზით დამხობის მცდელობამდე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თითოეული ასეთი გამოვლინება, რომელმაც საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ ვნახეთ პრაქტიკაში, საზოგადოების დიდი ნაწილი მიიყვანა ძალიან მძიმე დანაშაულებამდე, თავიდანვე რომ იყოს ეს გადაზღვეული ამ ნაწილში.
მე, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი, ახალგაზრდა კაცი, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მითუმეტეს ასეთ საგიჟეთში, სადაც იმყოფება დღეს მსოფლიო, ასეთ დროს ქვეყანა მაქსიმალურად იყოს დაცული მავნე უცხოური ჩარევებისგან. საბოლოო ჯამში, მიზანი სწორედ ეს არის, რომ ქართულ პოლიტიკაში, ქართველი ხალხის ნებართვის და თანხმობის გარეშე, უცხოური ფული არ ტრიალებდეს“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
1771697083
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ეკა გიგაური წელიწადში ერთხელ ფინანსურ ანგარიშს თუ გაასაჯაროებს, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხი, ასე დგას გამჭვირვალობის საკითხი?!
ეკა გიგაური წელიწადში ერთხელ ფინანსურ ანგარიშს თუ გაასაჯაროებს, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხი, ასე დგას გამჭვირვალობის საკითხი?!- განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“...
1771696858
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩზე: ვკითხე, შეგიძლიათ მაჩვენოთ რას აფინანსებთ? მითხრა „არა“. დონორი უმალავდა და უმალავს დღემდე მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს, ხელისუფლებას და საზოგადოებას, თუ რას აფინანსებს
მე მას [ევროკავშირის ელჩს] ვკითხე, შეგიძლიათ მაჩვენოთ რას აფინანსებთ? მითხრა „არა“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკა...
1771695491
საზოგადოებალევან მახაშვილი: საქართველო დღეს ებრძვის მავნე, უცხო ჩარევების რვაფეხას, რომელსაც თავისი საცეცები აქვს
საქართველო დღეს ებრძვის მავნე, უცხო ჩარევების რვაფეხას, რომელსაც თავისი საცეცები აქვს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გად...
1771694539
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი გია ნოდიას: ვინაიდან „იმედი“ მოიხსენიეთ ძალიან დამაკნინებელ ფორმაში, შეგახსენებთ, თქვენ გახდით სააკაშვილის მთავრობის წევრი 2008 წლის იანვარში, მაშინ, როდესაც „იმედი“ იყო დახურული, დარეკეტებული და მიტაცებული
ვინაიდან „იმედი“ მოიხსენიეთ ძალიან დამაკნინებელ ფორმაში, არ შეიძლება არ შეგახსენოთ, რომ თქვენ გახდით სააკაშვილის მთავრობის წევრი 2008 წლის იანვარში, მაშინ, როდესაც „იმედი“ იყო დახურული, დარეკეტებული დ...
1771694031
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ფაქტია, რომ უცხოური გავლენა დღეს გამოწვევაა და ამ გამოწვევაზე ყველა საუბრობს. არ არსებობს ქვეყანა და ორგანიზაცია, რომელიც დღეს უცხოური გავლენის რისკებზე არ საუბრობდეს
უცხოურ გავლენებსა და უცხოურ ფულს სჭირდება ფრთხილი მიდგომა, სჭირდება გამჭვირვალობა და რეგულაცია, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშ...


























