პაპუაშვილი: უნდა მიხვდეთ, რა ფარისევლობა არის ევროპარლამენტში - საქართველოს პარლამენტს თავს ესხმოდნენ იმის გამო, რომ შეეცადა მედიის ელემენტარული წესები ყოფილიყო, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ათჯერ უფრო მსუბუქია, ვიდრე ევროპარლამენტში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას მედიასთან გამოეხმაურა.
მისი თქმით, ახლა ცხადი გახდა, თურმე რა ყოფილა ევროპარლამენტის წესები და აღნიშნა, რომ იფიქრებენ, საქართველოს პარლამენტში იგივე წესები გავრცელდეს თუ არა.
„უნდა მიხვდეთ რა ფარისევლობა არის ევროპარლამენტში, რა ფარისევლობა არის ბრიუსელში, რა ფარისევლები სხედან ევროკავშირის საელჩოში, რომლებიც აკრიტიკებდნენ საქართველოს პარლამენტს და თავდასხმის ობიექტი იყო იმის გამო, რომ შეეცადა მედიის ელემენტარული წესები ყოფილიყო პარლამენტში, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ათჯერ უფრო მსუბუქია, ვიდრე ევროპარლამენტში იყო. როგორ ბედავდა ეს ხალხი საქართველოს პარლამენტზე თავდასხმას?! სად არიან მედია ომბუდსმენები, საიები, ეთიკის ქარტიები, სად არიან დღეს?!
ახლა გამოჩნდა, რომ ეს „ენჯეოები“ იყვნენ დაქირავებული ბრიუსელის მიერ იმისთვის, რომ თავს დასხმოდნენ საქართველოს პარლამენტს. ფულს იღებდნენ იმაში, რომ ყალბი ბრალდებები წამოეყენებინათ. დღეს ხმას არ ამოიღებენ და იცით რატომ?! ვინც მათ კვებავს და ფულს აძლევს, იმის წინააღმდეგ ხმას არ ამოიღებენ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა 1 წლით აუკრძალა.
1778745610
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი მოლდოვის გადაწყვეტილებაზე აკრედიტაციების შესახებ: მოლდოვისგან ეს არ მიკვირს, იმიტომ რომ მოლდოვაში მედიის შეზღუდვა ფაქტია
მოლდოვისგან ეს არ მიკვირს, იმიტომ რომ მოლდოვაში მედიის შეზღუდვა ფაქტია. რამდენიმე ტელევიზია დახურა მოქმედმა პრეზიდენტმა სასამართლოს გადაწყვეტილებების გარეშე, - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი მოლდოვი...
1778743553
ახალი ამბებიტრაგედია გარდაბანში - დაღუპულია 7 ადამიანი
14 მაისს, გარდაბანში, სოფელ ბირლიკში ტრაგედია დატრიალდა. BMW-ს მარკის ავტომობილი, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობდა, ხეს შეასკდა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა. მერვე პირი მძიმე მდგომარეობით კლინიკაშ...
1778742189
საზოგადოებაშინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მინისტრმა დეპ...
1778741170
ახალი ამბებიპოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, იძულებისა და მუქარის ბრალდებით ერთ პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, იძულებისა და მუქარის ბრალდებით წარსულში ნა...
1778740333
ახალი ამბებისაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ, მოადგილე ალექსანდრე მაისურაძესთან ერთად, დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. გეკა გელაძემ შეხვედრაზე...


























