შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი უფრთხის მართალ სიტყვას. ძალიან აფრთხობთ სიმართლე, რომლის გამოც მათი პროპაგანდა არ მუშაობს. არის მცდელობა სხვადასხვა უცხოური ძალის, რომ საქართველოში დახურონ თავისუფალი მედია
ეს არის კონტექსტში დასანახი, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვისმენთ და რა ნაბიჯებს ვხედავთ. ეს არის მცდელობა სხვადასხვა უცხოური ძალის, რომ საქართველოში დახურონ თავისუფალი მედია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ფაქტია, რომ რასაც უფრთხის ბრიუსელი, ეს არის მართალი სიტყვა და ძალიან აფრთხობთ ის სიმართლე, რომელიც ესმით და, რომლის გამოც მათი პროპაგანდა არ მუშაობს.
„ეს არის ნაწილი საქართველოში თავისუფალი მედიის დახურვისა. სწორედ ეს არის გაგრძელება დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებული მტრული გადაწყვეტილების მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი არის, რომ დაიხუროს თავისუფალი მედია. დიდი ხანია მუქარას ვისმენდით ქალბატონი რასასგან, რომელიც გამოირჩევა ქართველი ხალხის მიმართ ფაშისტური განცხადებებით. ვინაიდან სხვანაირად ვერ ასრულებენ ამ მუქარას, ახლა თავის ვიწრო წრეში პატარა ჩქმეტას ცდილობენ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ.
ჩემთვის იყო აღმოჩენა, რომ იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირმა დახარჯა ასობით ათასი ევრო იმისთვის, რომ გაეშავებინა საქართველოს პარლამენტი, მოესია ჩვენთვის „ენჯეოები“, ე.წ. მედია ომბუდსმენი, ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია, ამაში ჩადეს ათი ათასობით ევრო, რომ პარლამენტის რეპუტაცია დაეზიანებინათ, როდესაც სწორედ აკრედიტაციის წესთან დაკავშირებით იყო თავდასხმა საქართველოს პარლამენტში. საკონსტიტუციო სასამართლოში დღესაც სარჩელია შეტანილი ევროკავშირის საელჩოსა და ევროპარლამენტის დაფინანსებით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტში არის უფრო მკაცრი წესები, ვიდრე საქართველოს პარლამენტში.
„საქართველოს პარლამენტში არის ასეთი წესი, თუკი რესპონდენტს არ სურს ინტერვიუს მიცემა, ჟურნალისტს შეუძლია დაიწყოს ინტერვიუ, მაგრამ რესპონდენტი თუ ეტყვის, რომ შეწყვიტოს ინტერვიუ, მაშინ უნდა შეწყდეს ინტერვიუ. ევროპარლამენტში აღმოჩნდა, რომ თურმე წინასწარი თანხმობა არის საჭირო რესპონდენტისგან. საინტერესოა, ვიფიქრებთ ამაზე.
როდესაც ირღვევა წესი, სანქცია არის ერთი თვით შეჩერება აკრედიტაციის და განმეორების შემთხვევაში 6 თვით. „იმედს“ ერთი წლით შეუჩერეს აკრედიტაცია. ამაზეც ვიფიქრებთ. მე ვაპირებ, რომ ვიფიქრო, შევიტანო თუ არა შესაბამისი ცვლილებები აკრედიტაციის წესში, რომ წინასწარი თანხმობა მიიღოთ რესპონდენტისგან და ამის შემდეგ დაიწყოთ ინტერვიუ. ვიფიქრებთ აკრედიტაციის შეჩრების ვადის გაზრდაზეც“, - განმარტა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს - „იმედს”, „რუსთავი ორსა“ და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა.
1778745381
საზოგადოებაპაპუაშვილი: უნდა მიხვდეთ, რა ფარისევლობა არის ევროპარლამენტში - საქართველოს პარლამენტს თავს ესხმოდნენ იმის გამო, რომ შეეცადა მედიის ელემენტარული წესები ყოფილიყო, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ათჯერ უფრო მსუბუქია, ვიდრე ევროპარლამენტში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას მედიასთან გამოეხმაურა. მისი თქმით, ახლა ცხადი გახდა, თურმე რა ყოფილა ევროპარლა...
1778743553
ახალი ამბებიტრაგედია გარდაბანში - დაღუპულია 7 ადამიანი
14 მაისს, გარდაბანში, სოფელ ბირლიკში ტრაგედია დატრიალდა. BMW-ს მარკის ავტომობილი, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობდა, ხეს შეასკდა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა. მერვე პირი მძიმე მდგომარეობით კლინიკაშ...
1778742189
საზოგადოებაშინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მინისტრმა დეპ...
1778741170
ახალი ამბებიპოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, იძულებისა და მუქარის ბრალდებით ერთ პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, იძულებისა და მუქარის ბრალდებით წარსულში ნა...
1778740333
ახალი ამბებისაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ, მოადგილე ალექსანდრე მაისურაძესთან ერთად, დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. გეკა გელაძემ შეხვედრაზე...



























