შალვა პაპუაშვილი მოლდოვის გადაწყვეტილებაზე აკრედიტაციების შესახებ: მოლდოვისგან ეს არ მიკვირს, იმიტომ რომ მოლდოვაში მედიის შეზღუდვა ფაქტია
მოლდოვისგან ეს არ მიკვირს, იმიტომ რომ მოლდოვაში მედიის შეზღუდვა ფაქტია. რამდენიმე ტელევიზია დახურა მოქმედმა პრეზიდენტმა სასამართლოს გადაწყვეტილებების გარეშე, - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი მოლდოვის გადაწყვეტილებას 3 ქართული ტელევიზიისთვის აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მოლდოვაში ამ საკითხზე არანაირი სასამართლო კონტროლი არ არსებობს, გამართლებად კი ყველა შემთხვევაში დეზინფორმაცია და პრორუსულობა სახელდება.
„მარტივია, მიაკერებ იარლიყს - მოლდოვის პრეზიდენტს ვინ განიკითხავს? რომ იტყვის - ამას დახვრეტა, ამას ჩამოხრჩობა. არანაირი სასამართლო კონტროლი ამ საკითხებზე არ არის. მიაკერებენ იარლიყს, ვისაც რა უნდა. ხურავენ ტელევიზიებს მოლდოვაში, ხურავენ პარტიებს მოლდოვაში. ერთი კრიტიკული სიტყვა არ ისმის. რატომ არ აკრიტიკებენ ქალბატონ სანდუს? იმიტომ რომ როცა დასჭირდებათ, ეტყვიან - ახლა საქართველოზე უნდა გააკეთო განცხადება და გახსოვთ, 4 ოქტომბერს მაია სანდუმ მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობას, როდესაც მისი კოლეგის სასახლეზე მიდიოდა ძალადობრივი შტურმი. ამიტომაც არის, როდესაც ქვეყანა პატივს არ სცემს საკუთარ დამოუკიდებლობას, რასაც ქალბატონი სანდუ აკეთებს, აქაც გასაკვირი არაფერია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს - „იმედს”, „რუსთავი ორსა“ და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა.
1778745381
საზოგადოებაპაპუაშვილი: უნდა მიხვდეთ, რა ფარისევლობა არის ევროპარლამენტში - საქართველოს პარლამენტს თავს ესხმოდნენ იმის გამო, რომ შეეცადა მედიის ელემენტარული წესები ყოფილიყო, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ათჯერ უფრო მსუბუქია, ვიდრე ევროპარლამენტში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას მედიასთან გამოეხმაურა. მისი თქმით, ახლა ცხადი გახდა, თურმე რა ყოფილა ევროპარლა...
1778743553
ახალი ამბებიტრაგედია გარდაბანში - დაღუპულია 7 ადამიანი
14 მაისს, გარდაბანში, სოფელ ბირლიკში ტრაგედია დატრიალდა. BMW-ს მარკის ავტომობილი, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობდა, ხეს შეასკდა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა. მერვე პირი მძიმე მდგომარეობით კლინიკაშ...
1778742189
საზოგადოებაშინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მინისტრმა დეპ...
1778741170
ახალი ამბებიპოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, იძულებისა და მუქარის ბრალდებით ერთ პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, იძულებისა და მუქარის ბრალდებით წარსულში ნა...
1778740333
ახალი ამბებისაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ, მოადგილე ალექსანდრე მაისურაძესთან ერთად, დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. გეკა გელაძემ შეხვედრაზე...


























