შოთა ბერეკაშვილი: ჩვენ შევძელით, რომ პროდუქტების კატეგორიებს, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია, საუკეთესო ფასი აქვს
ჩვენ შევძელით, რომ პროდუქტების კატეგორიებს, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია, საუკეთესო ფასი აქვს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.
წამყვანმა ჰკითხა, რა შედეგი მოიტანა ფასებთან დაკავშირებულმა საპარლამენტო კომისიის მუშაობამ.
„ჩვენი კომისიის ფარგლებში რეკომენდაციები გაიცა მოკლევადიან პერიოდზე, საშუალოვადიან პერიოდზე და დავწერეთ გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვისარგებლოთ მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში რა გაკეთდა. ჩვენთვის ოპონენტების კრიტიკული განცხადებები მნიშვნელოვანი არ არის, მნიშვნელოვანია ფაქტები. როდესაც [ www.ekalata.gov.ge ] პორტალი შევქმენით, საშუალო ჩეკი 13 პროდუქტზე იყო 43 ლარი და 20 თეთრი, დღევანდელი რეალობა არის 37 ლარი და 72 თეთრი. ეს იმას ნიშნავს, რომ კონკურენცია მუშაობს, სისტემა მუშაობს.
მთავარი არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის შეთავაზება საუკეთესო ფასდაკლებებით. თუ საბაზისო ფასს ავიღებთ, დახლის ფასს, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში არის ფასი, სხვაობა ორჯერ მეტია. შეიქმნა მოდელი, რომელიც ჩვენს მოქალაქეს აძლევს ყოველდღიურად, საუკეთესო ფასი ჰქონდეს ამ 13 პროდუქტის კატეგორიაზე. შიდა კვლევაც ჩავატარეთ და ეს 13 პროდუქტი თითქმის ყველა ოჯახისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ შევძელით, რომ პროდუქტების კატეგორიებს, რომელიც მოსახლეობის
1783015910
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: როდესაც სიტყვიერი გამოსვლებით ან ჟესტიკულაციით გამომწვევად იქცევი, რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება ექნებათ. თან ეს ხდება ვისგან - გახარიას პარტიისგან, რომელიც გახდა ჩვეულებრივი მოღალატე ქვეყნის და გუნდის
პარლამენტში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა და განაცხადა, რომ ახლანდელი დაპირისპირება წინა მოწვევის პარლა...
1783015055
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს, რომელიც საქართველოს, სახელმწიფო ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად ეწვია. მთავრ...
1783014373
სპორტისაქართველოს კალათბურთელთა ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი უკრაინასთან გამართა და 75:92 დამარცხდა. ამ მატჩის მნიშვნელობაზე ბევრი დაიწერა, ერთსაც დავამატებთ – მსოფლიო ჩემპიონატის შეს...
1783012826
საზოგადოებასსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსად ალექსანდრე ქაჯაია დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წარუდგინა. მინი...
1783011979
სპორტიგიორგი ჩაკვეტაძე კარიერას „უდინეზეში“ გააგრძელებს
გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდს“ დატოვებს და, დიდი ალბათობით, იტალიის სერია A-ს „უდინეზეში“ ითამაშებს – ექსკლუზიურ ინფორმაციას Watfordobserver-ის ჟურნალისტი ადამ დრური ავრცელებს. ამავე დროს გავრცელდა ინფო...



























