შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი პოლიტიკა არ არის აგრესიული ჩარევა. ჩვენი პოლიტიკა არის, რომ ბაზრის საქციელიდან გამომდინარე, მათ შევუქმნათ საუკეთესო ფონი, რომ ჯანსაღი კონკურენცია იყოს და ისინი თანაბარ პირობებში იყვნენ

ჩვენი პოლიტიკა არ არის აგრესიული ჩარევა. ჩვენი პოლიტიკა არის, რომ ბაზრის საქციელიდან გამომდინარე, კერძო სექტორის საქციელიდან გამომდინარე, მათ შევუქმნათ საუკეთესო ფონი, რომ ჯანსაღი კონკურენცია იყოს და ისინი თანაბარ პირობებში იყვნენ. შემდეგ ბაზრის უხილავი ხელი განსაზღვრავს საუკეთესო ფასს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.

მისი თქმით, განსაკუთრებული ხელშეწყობა სჭირდება საშუალო და მცირე ბიზნესს.

„განსაკუთრებული მხარდაჭერა გვინდა გამოვუცხადოთ საშუალო და მცირე მწარმოებლებს. რადგან საშუალო და მცირე ბიზნესი არის ეკონომიკის განვითარების საფუძველი.

„არასამართლიანი ვაჭრობის დირექტივა“ ასეთი პრაქტიკა არსებობს ევროკავშირში, სადაც ადგილობრივ მწარმოებლებს აქვთ პრივილეგია ქსელებში თავიანთი პროდუქტის განთავსების. აქ განსაკუთრებით მნიშვნელობა აქვს ფასს და აქ უნდა მივეხმაროთ საშუალო და მცირე მწარმოებლებს, რომ მათი პროდუქტი, რომელსაც ისინი აწარმოებენ, არის კონკურენტუნარიანი. აქაც არის გამოწვევები, არის პრობლემები და გვინდა ჩვენ, რომ მათ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ.

არსებობს პროდუქტების კატეგორია, რომელიც ძალიან დეფიციტურია. იქ არც გადახდის პირობებია პრობლემა, არც თაროზე განთავსების პირობებია პრობლემა და წინასწარი გადახდებიც ხდება. მაგრამ არის ისეთი კატეგორია პროდუქტების, როდესაც მიწოდება იმდენად მაღალია და იმდენად დიდია და მოთხოვნა გაცილებით ნაკლები და თაროს ფართი მნიშვნელოვნად მცირე, აქ თვითონ კონკურენცია განსაზღვრავს და აგრესიული ჩარევა არასწორი იქნება. საერთო ჯამში, ჩვენი პოლიტიკა არ არის აგრესიული ჩარევა. ჩვენი პოლიტიკა არის, რომ ბაზრის საქციელიდან გამომდინარე, კერძო სექტორის საქციელიდან გამომდინარე, მათ შევუქმნათ საუკეთესო ფონი, რომ ჯანსაღი კონკურენცია იყოს და ისინი თანაბარ პირობებში იყვნენ. შემდეგ ბაზრის უხილავი ხელი განსაზღვრავს საუკეთესო ფასს“, - განაცხადა შოტა ბერეკაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783015910

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: როდესაც სიტყვიერი გამოსვლებით ან ჟესტიკულაციით გამომწვევად იქცევი, რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება ექნებათ. თან ეს ხდება ვისგან - გახარიას პარტიისგან, რომელიც გახდა ჩვეულებრივი მოღალატე ქვეყნის და გუნდის

პარლამენტში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა და განაცხადა, რომ ახლანდელი დაპირისპირება წინა მოწვევის პარლა...

გურამ მაჭარაშვილი

1783015055

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს, რომელიც საქართველოს, სახელმწიფო ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად ეწვია. მთავრ...

ირაკლი კობახიძე

1783014373

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი უკრაინასთან გამართა და 75:92 დამარცხდა. ამ მატჩის მნიშვნელობაზე ბევრი დაიწერა, ერთსაც დავამატებთ – მსოფლიო ჩემპიონატის შეს...

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები

1783012826

საზოგადოება

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსად ალექსანდრე ქაჯაია დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წარუდგინა. მინი...

ახალგაზრდობის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი

1783011979

სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას „უდინეზეში“ გააგრძელებს

გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდს“ დატოვებს და, დიდი ალბათობით, იტალიის სერია A-ს „უდინეზეში“ ითამაშებს – ექსკლუზიურ ინფორმაციას ​Watfordobserver-ის ჟურნალისტი ადამ დრური ავრცელებს. ამავე დროს გავრცელდა ინფო...

 გიორგი ჩაკვეტაძე