POLITICO: ნატოს შიდა გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ ტრამპის კრიტიკის კვალდაკვალ, ამერიკულ საზოგადოებაში ნატოს მიმართ ნდობა მცირდება
POLITICO-ს მიერ მოპოვებული ნატოს შიდა გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა ნახევარზე ნაკლებს სჯერა, რომ თავდასხმის შემთხვევაში ნატო მათ მხარში დაუდგება.
ეს მონაცემები მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხედრო ალიანსი არაერთხელ გააკრიტიკა.
მონაცემების თანახმად, კითხვაზე, შეასრულებს თუ არა ნატო თავის პირობას და დაეხმარება თუ არა მათ ქვეყანას თავდასხმის შემთხვევაში, აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 43%-მა უპასუხა დადებითად. ეს ნატოს 32 მოკავშირეს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, მაშინ როცა ალიანსის მასშტაბით საშუალო მაჩვენებელი 57%-ს შეადგენს.
„ეს შესაძლოა იყოს ტრამპის რიტორიკაზე რეაქცია, რომლითაც ის ეჭვქვეშ აყენებს ნატოს მე-5 მუხლის კოლექტიური თავდაცვის პრინციპს“, - განაცხადა გერლინდ ნიჰუსმა, უსაფრთხოების სფეროში ექსპერტმა და ნატოს ყოფილმა თანამშრომელმა. მან აღნიშნა, რომ აშშ-ის მოსახლეობაში დამკვიდრებული ეს ნარატივი არის „ამ ვარდნის ლოგიკური ახსნა“.
ტრამპი მწვავედ აკრიტიკებდა ნატოს იმ წევრებს, რომლებიც ირანში ამერიკის სამხედრო ოპერაციების მხარდაჭერისგან თავს იკავებდნენ. იგი მუდმივად იმუქრებოდა საპასუხო ზომებით, ალიანსს „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა და ამტკიცებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ევროპული სახელმწიფოები მათ არ დაეხმარებოდნენ.
გასულ კვირას, ნატოს ლიდერების ანკარაში დაგეგმილი სამიტის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა ალიანსის კრიტიკა კიდევ უფრო გაამძაფრა.
„სასაცილოა, რომ აშშ აგრძელებს ამ ცალმხრივ გზას მაშინ, როდესაც ურთიერთობა ორმხრივი არ არის“, - დაწერა მან პარასკევს.
1783358508
საზოგადოებაპატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 2027-2028 აკადემიურ წელს თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია მოქმედ სასულიერო პირებს სთავაზობს სასწავლო კომპონენტის ელექტრონული სწავლების ფორმატით გავლას თეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში
2027-2028 აკადემიურ წელს თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია მოქმედ სასულიერო პირებს სთავაზობს სასწავლო კომპონენტის ელექტრონული სწავლების ფორმატით გავლას თეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პრო...
1783356717
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთთან ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები უკვე ხელშესახებად აისახა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაში, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ვაჭრობა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ტურიზმი თუ სხვა ნებისმიერი სექტორი
ჩვენ ძალიან მჭიდრო, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა ჩინეთთან, რომელიც აისახა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებაში, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტ...
1783355269
საზოგადოებათამარ იოსელიანი: „ლენდლორდის” მოდელით საქართველოს აქვს შესაძლებლობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში ერთდროულად ჩართოს რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორი
„ლენდლორდის” მოდელით საქართველოს აქვს შესაძლებლობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში ერთდროულად ჩართოს რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორი, რომელთაც გააჩნიათ როგორც მსგავსი ტიპის ნავსადგურების ო...
1783353025
მსოფლიოტრამპი: ვფიქრობ, უკრაინაში ომის დასრულებასთან იმაზე ახლოს ვართ, ვიდრე ხალხს ჰგონია - პუტინს სურს, რომ ეს დასრულდეს, ზელენსკის რეალურად სურს, რომ ეს ახლა დასრულდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის დასრულების პერსპექტივებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მხარეები კონფლიქტის დარეგულირებისკენ აქტიურად მიისწრაფვია...
1783351955
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: „ლენდლორდის“ მოდელით ოპერირებადი პორტები არის ბელგიაში, სინგაპურში, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში და ასე შემდეგ - პარტნიორებისთვის და პოტენციური პარტნიორებისთვის ეს იქნება აბსოლუტურად ნორმალური ოპერირების გარემო
„ძალიან დიდია დაინტერესება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისადმი, რაც ძალიან მისასალმებელია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, სად...



























