პოსტკოვიდური შედეგები ადამიანის ჯანმრთელობაზე - ზაზა წერეთელი ახალი კვლევის შესახებ წერს
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
იგი საქართველოში ვაქცინაციის დაბალ ტემპს ეხმაურება და გერმანელი მეცნიერების კვლევის შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის.
"მაშინ როდესაც საქართველომ დაამარცხა კოვიდი, ვაქცინაციაზე თითქმის უარი განაცხადა და პრაქტიკულად აღმოფხვრა კოვიდი ყოველდღიური ცხოვრებიდან, დანარჩენი მსოფლიო ჯიუტად ამტკიცებს რომ კოვიდი საშიშია და ჩვენს გვერდით არის.
იმ ფაქტებს შორის რასაც ეს ჯიუტი მსოფლიო აკვირდება არის კორონავირუსული დაავადების (COVID-19) გრძელვადიანი შედეგები ადამიანის ჯანმრთელობაზე. ჰოდა ამ ჯიუტმა მეცნიერებმა გერმანიიდან, გერმანიის მოსახლეობის 45 პროცენტზე მეტის შესახებ ჯანდაცვის ყოვლისმომცველი მონაცემების გამოყენებით 2019 წლის იანვრიდან 2020 წლის დეკემბრამდე, გამოიკვლიეს პოსტ COVID-19 სიმპტომები ბავშვებში/მოზარდებში და ზრდასრულ ადამიანებში.
სულ 38 მილიონი ინდივიდიდან, მათ გამოჰყვეს ყველა პაციენტი, რომლებსაც ჰქონდა COVID-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული დიაგნოზი 2020 წლის 30 ივნისამდე.
საკონტროლო კოჰორტა გამოიყო ასაკის, სქესის და სამედიცინო მდგომარეობის ზუსტი შესატყვისობით კოეფიციენტით 1: 5.
COVID-19 და საკონტროლო კოჰორტას თვალყურს ადევნებდნენ ნებისმიერი დაავადების გამოვლენისას რომლებიც დოკუმენტირებული იყო COVID-19 დიაგნოზის თარიღიდან სულ მცირე სამი თვის შემდეგ.
საერთო ჯამში, 96 წინასწარ განსაზღვრული შედეგი გაერთიანდა 13 დიაგნოზის/სიმპტომების კომპლექსში და სამ დომეინში (ფიზიკური ჯანმრთელობა, ფსიქიკური ჯანმრთელობა, ფიზიკური/ფსიქიური ჯანმრთელობის ერთობლივი სფერო).
საკვლევი პოპულაცია მოიცავდა 157,134 ინდივიდს (11,950 ბავშვი/მოზარდი და 145,184 ზრდასრული) დადასტურებული COVID-19-ით.
სპეციფიკურ შედეგებს შორის ყველაზე მაღალი IRR (Incidence Rate Ratio - ინციდენტის მაჩვენებელი) ბავშვებსა და მოზარდებში იყო სისუსტე/დაღლილობა/ (IR COVID-19 = 12.58, IR კონტროლი = 5.51), ხველა (IRR = 1.74, IR COVID-19 = 36.56, IR კონტროლი = 21.06) და ყელი/გულმკერდი ტკივილი (IRR = 1.72, IR COVID-19 = 20.01, IR კონტროლი = 11.66). მოზრდილებში ეს მოიცავდა დისგეუზიას (გემოს შეგრძნების დაკარგვა) (IRR = 6.69, IR COVID-19 = 12.42, IR კონტროლი = 1.86), ცხელება (IRR = 3.33, IR COVID-19=11.53, IR კონტროლი=3.46) და ქოშინიზოგადად კი სიტუაცია შემდეგნაირია - იხ.სურათი
მოკლედ ასეთი ამბები მსოფლიოში, და რა კარგია რომ საქართველომ ეს პრობლემები უკვე მოიშორა და ახლა თავისუფლად შეუძლია დატკბეს ცხოვრებით", - წერს ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔴 რუსეთში გაზის აფეთქებამ ხუთსართულიანი კორპუსის ნაწილი ჩამოანგრია (ვიდეო)
🔴 ღარიბაშვილი: დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ
1794689833
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუ აიზენკოტს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს გადი აიზენკოტს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს. ნეთანიაჰუს თქმით, ირანი ბირთვული იარაღის პროგრამის ა...
1794687013
მსოფლიოსაპროტესტო ტალღა საფრანგეთში - პოლიციამ 219 პირი დააკავა
საფრანგეთის შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 14 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო სამართალდამცველებმა 219 პირი დააკავეს....
1794684214
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: „ნაცების“ წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ გასული კვირის სხდომაზე ისეთი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც პარტიის აკრ...
1794683217
სპორტისაქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა
ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე...
1794680489
სპორტისაბა ლაზიშვილმა RAF-ში ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამე...































