პრემიერი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რომელსაც შეუძლია ჩვენს ეკონომიკაში უპრეცედენტო წვლილის შეტანა, 11 მლრდ ლარი იქნება ეკონომიკაში წვლილი და ამას მოჰყვება ირიბი ეკონომიკური ეფექტი

„ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რომელსაც შეუძლია ჩვენს ეკონომიკაში უპრეცედენტო წვლილის შეტანა, 11 მლრდ ლარი იქნება ეკონომიკაში წვლილი და ამას მოჰყვება ირიბი ეკონომიკური ეფექტი, რამაც შეიძლება, 20 მლრდ ლარს გადააჭარბოს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „პოსტივის“ ეთერში.

მისი შეფასებით, ეს არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტი, რასთან დაკავშირებითაც სპეკულირება არ უნდა იკადროს ოპოზიციამ, თუმცა ამას მაინც არ თაკილობს.

„საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ერთი ხელიდან იმართება, როგორც სხვა ყველაფერი დანარჩენი, როდესაც უპირისპირდებიან ხოლმე ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებს, იქაც არის ხოლმე ყველაფერი ერთი ხელიდან მართული და აქაც იკვეთება, რომ ერთი ხელიდან უნდა იყოს ყველაფერი მართული. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით არის ჭრელი შემადგენლობა, რომელიც ერთი და იგივე აბსურდული გზავნილით საუბრობს, ჩანს, რომ საბოლოო ჯამში არის ერთგვარი კოორდინაცია. მე განვმარტე, დაახლოებით, რა შეიძლება იყოს ამის უკან, მათ შორის, გავიხსენე კონკრეტული ელჩის საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაც იყო კარგი პრორუსი და ვიღაც არ იყო კარგი პრორუსი, მერე, როგორც ჩანს, ვიღაც ასევე გახდა კარგი პრორუსი და ასე დალაგდა საერთო სპექტრი. არის რაღაცები, რითაც არ უნდა ისპეკულირო. გასაგებია, რომ პოლიტიკაში არის ხელისუფლება და ოპოზიცია და ზოგადად, ოპოზიციის ინტერესებშია, რომ მაქსიმალურად ყველაფერი აკრიტიკოს, რომ საკუთარი პოლიტიკური პოზიციები გაიმაგროს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება საერთო ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს, იქ მე მგონია, რომ ოპოზიცია როცა ხარ, მაშინაც თავი უნდა შეიკავო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის შეფასებით, „იგლ ჰილსის“ პროექტი არის საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი და არა ვიწრო პოლიტიკური საკითხი, რადგან საქმე უპრეცედენტო ინვესტიციას ეხება.

„ეს არ არის ერთი მორიგი საინვესტიციო პროექტი, სადაც მაგალითად ერთი სასტუმრო აშენდება და კარგია, მაგრამ ერთი სასტუმროა და შეიძლება, გამოხვიდე შენი კრიტიკული მოსაზრებებით რაღაცასთან დაკავშირებით. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რომელსაც შეუძლია ჩვენს ეკონომიკაში უპრეცედენტო წვლილის შეტანა. ეს ციფრებში გამოვხატეთ - საუბარია დაახლოებით იმაზე, რომ 11 მლრდ ლარი იქნება ეკონომიკაში წვლილი. ჩვენი ეკონომიკა ამ წლის ბოლოს გახდება 100 მლრდ ლარზე ცოტა მეტი. წარმოიდგინეთ, ამ მასშტაბის ეკონომიკისთვის რამხელა დანამატია 11 მლრდ ლარი მარტო ერთი პროექტიდან. საუბარია ერთ პროექტზე და საუბარია მხოლოდ პირდაპირ ეკონომიკურ ეფექტზე. ამას მოჰყვება ირიბი ეკონომიკური ეფექტი, რაც შეიძლება, 20 მლრდ ლარს გადასცდეს დიდი ალბათობით. ეს არ არის მორიგი საინვესტიციო პროექტი, რასთან დაკავშირებითაც შეიძლება ზერელე დამოკიდებულება გქონდეს. ამ მასშტაბის ინექციაზეა საუბარი ჩვენს ეკონომიკაში. ბიუჯეტს რაც შეეხება, ჩვენს ბიუჯეტს ყოველწლიურად მინიმუმ დაემატება 700 მლნ ლარი მხოლოდ ამ პროექტის ხარჯზე, აქედან 500 მლნ გადასახადების სახით და მინიმუმ 200 მლნ საშუალოდ, წლიურად, დივიდენდის სახით, რომელიც 33 %-ის ოდენობით წამოიღო ჩვენმა ქვეყანამ. 24 000 არამუდმივი სამუშაო ადგილი იქნება საშუალოდ მშენებლობის პერიოდში და შემდეგ რჩება 8 000 მუდმივი სამუშაო ადგილი. აქაც ხედავთ, რამხელა წვლილი შეაქვს ჩვენს ეკონომიკაში, დასაქმებაში, ბიუჯეტში ამ პროექტს. ეს არ არის ერთი მორიგი პროექტი, რასთან დაკავშირებითაც შეიძლება იკადრო სპეკულირება. ზოგადად არ უნდა იკადრო, მაგრამ არის რაღაც თემები, სადაც წარმოუდგენელია ასე სპეკულირება. თუმცა, არ თაკილობენ ასეთ ქმედებას. სრულ აბსურდზე საუბრობენ. არის უნაკლო პროექტი. შეიძლება რაღაც პროექტი იყოს კარგი, მაგრამ ჰქონდეს გარკვეული ნაკლი, ჭარბი განაშენიანება შეიძლება იყოს დაკავშირებული და ა.შ. ეს პროექტი უნაკლოა თავისი თითოეული შემადგენლით“, - აღნიშნა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763744154

მსოფლიო

ტრამპი: უკრაინა მოკლე დროში კიდევ უფრო მეტ ტერიტორიას დაკარგავს

Fox Radio-სთან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით რამდენიმე განცხადება გააკეთა. „უკრაინა მოკლე დროში კიდევ უფრო მეტ ტერიტორიას დაკარგავს“, - აღნიშნა დონალდ...

ტრამპი და ზელენსკი

1763743810

საზოგადოება

ტრამპმა დაადასტურა, რომ მისმა ადმინისტრაციამ უკრაინას ვადა დაუნიშნა მომავალი ხუთშაბათისთვის, რათა დათანხმდეს თეთრი სახლის 28-პუნქტიან გეგმას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ მისმა ადმინისტრაციამ უკრაინას ვადა დაუნიშნა მომავალი ხუთშაბათისთვის, რათა დათანხმდეს თეთრი სახლის 28-პუნქტიან გეგმას უკრაინაში ომის დასრულების შესახე...

ტრამპიტრამპი

1763742529

მსოფლიო

ძლიერ მიწისძვრას ბანგლადეშში 3 ადამიანი ემსხვერპლა

ბანგლადეშში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5.5 მაგნიტუდა შეადგინა, რის შედეგადაც, სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ც...

 მიწისძვრა ბანგლადეშში

1763741034

მსოფლიო

ზელენსკი: ახლა უკრაინაზე ზეწოლა ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა, ახლა უკრაინა შესაძლოა ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს - ან ღირსების დაკარგვა, ან ძირითადი პარტნიორის დაკარგვის რისკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახლა უკრაინისთვის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მომენტია, რადგან ის რთული არჩევანის წინაშე დგას. „ახლა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე...

აა

1763737870

საზოგადოება

საქართველოსა და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ჰეიდარ ალიევის ხსოვნას პატივი მიაგეს და აბანოთუბანში მდებარე მონუმენტი გვირგვინით შეამკეს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვილაიათ ეივაზოვმა პატივი მიაგეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მესამე პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ხს...

საქართველოსა და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრებ