ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ამ ადამიანებს უნდა ვუთხრა, რომ არიან თან საცოდავები და თან ბოროტებაში არიან ჩართული, არ შეიძლება ლოიალური დამოკიდებულება ასეთი პროცესების მიმართ
„ამ ადამიანებს უნდა ვუთხრა, რომ არიან თან საცოდავები და თან ბოროტებაში არიან ჩართული“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში ოპოზიციაზე საუბრისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არ შეიძლება ლოიალური დამოკიდებულება ასეთი პროცესების მიმართ.
„გიგლა ბერბიჭაშვილიც საცოდავი კაცი იყო. იყო ერთი უბრალო კაცი, გააგიჟეს. იქაც იგივე იყო, რომ ავტორიტეტები არ უნდა არსებობდეს - დღევანდელი იდეოლოგიაც ეს არის, მაშინდელიც ეს არის. მთელი პროპაგანდა მიდიოდა ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ, თანაბრად იყვნენ ჩართული ამაში ბოლშევიკებიც და მენშევიკებიც, გააგიჟეს ეს საცოდავი კაცი, არც ინტელექტი ჰქონდა არც არაფერი, დაიჯერა, რომ თავად ჰქონდა უპირატესობა ილია ჭავჭავაძის მიმართ და ესროლა. ერთი მხრივ, საცოდავი კაცი იყო, მაგრამ ასე თუ შეხედავდი, მაშინ წაახალისებდი იმას, რაც გააკეთა. რაც ფიცოს შემთხვევაშიც მოხდა. არ შეიძლება ლოიალური დამოკიდებულება ასეთი პროცესების მიმართ. ამ ადამიანებს უნდა ვუთხრა, რომ არიან თან საცოდავები და თან ბოროტებაში არიან ჩართული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1763751556
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როცა გვადარებენ დემოკრატიით, ადამიანის უფლებებით, კორუფციით, გაუსაძლის მასშტაბებს აღწევს ჩვენი უპირატესობა მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნიასთან და სხვა ქვეყნებთან
როცა გვადარებენ უკრაინას და მოლდოვას, ავიღოთ დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კორუფცია, გაუსაძლის მასშტაბებს აღწევს ჩვენი უპირატესობა მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნიასთან და სხვა ქვეყნებთან, - განაცხად...
1763751509
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საარჩევნო ხმის უფლება რჩება ყველას, უბრალოდ, როცა ადამიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ, ერთი დღით მაინც ჩამოვიდეს თავის ქვეყანაში, საკუთარი თვალით ნახოს, რა ხდება ქვეყანაში და ასე მიიღოს გადაწყვეტილება
„დიასპორის მონაწილეობას არჩევნების შედეგებზე რაიმე გავლენა არ ჰქონია, შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე დაცლილია სუბიექტური ინტერესებისგან“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი...
1763751110
საზოგადოებაპრემიერი: როგორც კი არაჯანსაღი პოლიტიკური პარტიების, უცხოური აგენტურის აკრძალვის პროცესი დასრულდება, მაშინვე, ეს დემოკრატიული კონკურენციის პროცესი თვითონ წარმოშობს ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს
„ჩვენთან რომ ყოფილიყო სრულფასოვანი, თვითმყოფადი დემოკრატიული სისტემა, ჩვენ არ გვეყოლებოდა ასეთი ოპოზიცია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში. პრემიერის შეფასებ...
1763751072
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არსებობს ფაქტებზე დაფუძნებული ანგარიშები, სადაც ვერ გაექცევი სინამდვილეს, მაგრამ პოლიტიკოსი ან ელჩი როცა ხარ, შეგიძლია თქვა, რომ უკეთესი მდგომარეობაა მოლდოვაში, სადაც კორუფცია ყვავის, ეკონომიკა გაჩერებულია
„არსებობს ფაქტებზე დაფუძნებული ანგარიშები, სადაც ვერ გაექცევი სინამდვილეს, შეიძლება, გააკეთო უხეში განცხადება, რაც მოგვისმენია კონკრეტული ელჩების და სხვების მხრიდან, რომ მოლდოვაში ყველაფერი უკეთესად ა...
1763751034
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მითს არაბიზაციის თაობაზე საერთოდ არავითარი საფუძველი არ აქვს, ჩვენი ვარაუდია, რომ „იგლ ჰილსის“ პროექტში ქართველები ბევრად მეტ ბინას იყიდიან და შესაბამისად, გარედან ნაკლები თანხა შემოვა
„მითს არაბიზაციის თაობაზე საერთოდ არავითარი საფუძველი არ აქვს, Eagle Hills-ის ხელმძღვანელი ვარაუდობს 60%-ის გაყიდვას უცხოელებზე და როცა ის ამას ამბობდა, მას ამოძრავებდა სურვილი, კიდევ უფრო მეტად დადებ...


























