ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ნებისმიერ რადიკალურ მანკიერ იდეოლოგიას ახასიათებს ასეთი რამ, რომ უპირისპირდება ძირეულ ფასეულობებს, მათი ძირითადი ხაზები არაფრით განსხვავდება ბოლშევიკური იდეოლოგიისგან

„ძალიან მძიმე ფორმით უპირისპირდებიან ჩვენს ძირეულ, ეროვნულ, ქვეყნის ინტერესებს, სამშობლო, ეკლესია, სიძულვილის თესვა, ეს არის მთავარი ხაზები, როგორ შეიძლება, ამის მიმართ იყო ლოიალური, ამიტომ ჩვენ პრინციპულად უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არის კონკრეტული იდეოლოგია, რომელიც ეფუძნება კონკრეტულ „ღირებულებებს“ და ამ იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ყველანაირი ფასეულობა დაუკარგოს ადამიანებს.

„ეს ხომ არ არის ახალი, ასეთი იდეოლოგია წარსულშიც არსებობდა, ფაშიზმი, რაც ისტორიაში ყველაზე მტკივნეულად გვახსოვს, ერთი საუკუნის წინ, ბოლშევიზმი. მაშინ ხომ გახსოვთ, რომ ეთნიკურად ქართველები იყვნენ ადამიანები, რომლებიც იყვნენ ბოლშევიკები, რომლებიც საკუთარი ხელით ხვრეტდნენ ადამიანებს, პატრიოტებს და რომლებიც კამპანიას აწარმოებდნენ საკუთარი სამშობლოს, საკუთარი ეკლესიის წინააღმდეგ. ეს არ არის ახალი ხილი. ნებისმიერ რადიკალურ მანკიერ იდეოლოგიას ახასიათებს ასეთი რამ, რომ უპირისპირდება ძირეულ ფასეულობებს, ამ შემთხვევაშიც იგივე ხდება. რეალურად ძირითადი ხაზები არაფრით არ განსხვავდება ბოლშევიკური იდეოლოგიისგან. აქაც იგივე ხდება, შენ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, პატივს არ უნდა სცემდე შენს ეკლესიას და სიძულვილი უნდა თესო. ბოლშევიზმსაც ხომ ეს ახასიათებდა, ყველგან სიძულვილი. ავტორიტეტი არ უნდა არსებობდეს, ეს არის ერთ-ერთი მთავარი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763751072

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არსებობს ფაქტებზე დაფუძნებული ანგარიშები, სადაც ვერ გაექცევი სინამდვილეს, მაგრამ პოლიტიკოსი ან ელჩი როცა ხარ, შეგიძლია თქვა, რომ უკეთესი მდგომარეობაა მოლდოვაში, სადაც კორუფცია ყვავის, ეკონომიკა გაჩერებულია

„არსებობს ფაქტებზე დაფუძნებული ანგარიშები, სადაც ვერ გაექცევი სინამდვილეს, შეიძლება, გააკეთო უხეში განცხადება, რაც მოგვისმენია კონკრეტული ელჩების და სხვების მხრიდან, რომ მოლდოვაში ყველაფერი უკეთესად ა...

ირაკლი კობახიძე

1763751034

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მითს არაბიზაციის თაობაზე საერთოდ არავითარი საფუძველი არ აქვს, ჩვენი ვარაუდია, რომ „იგლ ჰილსის“ პროექტში ქართველები ბევრად მეტ ბინას იყიდიან და შესაბამისად, გარედან ნაკლები თანხა შემოვა

„მითს არაბიზაციის თაობაზე საერთოდ არავითარი საფუძველი არ აქვს, Eagle Hills-ის ხელმძღვანელი ვარაუდობს 60%-ის გაყიდვას უცხოელებზე და როცა ის ამას ამბობდა, მას ამოძრავებდა სურვილი, კიდევ უფრო მეტად დადებ...

ირაკლი კობახიძე

1763750995

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ამ ადამიანებს უნდა ვუთხრა, რომ არიან თან საცოდავები და თან ბოროტებაში არიან ჩართული, არ შეიძლება ლოიალური დამოკიდებულება ასეთი პროცესების მიმართ

„ამ ადამიანებს უნდა ვუთხრა, რომ არიან თან საცოდავები და თან ბოროტებაში არიან ჩართული“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში ოპოზიციაზე საუბრისას. როგორც მთავრობის...

ირაკლი კობახიძე

1763750928

საზოგადოება

პრემიერი ოპოზიციაზე: მინდა გავიხსენო, რა იკადრეს ფეხბურთელებთან მიმართებით, ემოციურად გამოვიდნენ და დაუპირისპირდნენ ფეხბურთელებს, ავტორიტეტი არ უნდა არსებობდეს, ეს არის მათი დავალება

„მინდა გავიხსენო ის, რაც იკადრეს ფეხბურთელებთან მიმართებით, აქაც ის კი არ არის, ემოციურად გამოვიდნენ და დაუპირისპირდნენ ფეხბურთელებს, ავტორიტეტი არ უნდა არსებობდეს, ეს არის მათი დავალება“, - განაცხადა...

ირაკლი კობახიძე

1763748173

საზოგადოება

პრემიერი: შეიძლება ვერ აბრუნებენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში, მაგრამ ცოტა ეკონომიკა შეაფერხეს, ცოტა საზოგადოება ააღელვეს, ამით უკვე კმაყოფილები არიან - ჩვენი ქვეყანა უნდა დავიცვათ ამ ყველაფრისგან

„რადიკალური ოპოზიციის უცხოელი პატრონების მცდელობა რეალურად, წარუმატებელია იმ გაგებით, რომ მათ ვერ შეძლეს ძალაუფლების დაბრუნება, მაგრამ გარკვეულ წარმატებებს აღწევენ - ჩვენი ქვეყანა ბოლომდე დამშვიდებული...

ირაკლი კობახიძე