ირაკლი კობახიძე: მითს არაბიზაციის თაობაზე საერთოდ არავითარი საფუძველი არ აქვს, ჩვენი ვარაუდია, რომ „იგლ ჰილსის“ პროექტში ქართველები ბევრად მეტ ბინას იყიდიან და შესაბამისად, გარედან ნაკლები თანხა შემოვა

„მითს არაბიზაციის თაობაზე საერთოდ არავითარი საფუძველი არ აქვს, Eagle Hills-ის ხელმძღვანელი ვარაუდობს 60%-ის გაყიდვას უცხოელებზე და როცა ის ამას ამბობდა, მას ამოძრავებდა სურვილი, კიდევ უფრო მეტად დადებითად წარმოეჩინა პროექტის ეკონომიკური ეფექტი“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში

მთავრობის მეთაურის შეფასებით, წლის განმავლობაში საშუალოდ 15 ათასი ბინა იყიდება უცხოელებზე, თუმცა ეს რაიმე ტიპის დემოგრაფიულ პრობლემებს არ იწვევს.

„ამ წლების განმავლობაში, საშუალოდ 15 000 ბინა იყიდებოდა წლის განმავლობაში უცხოელებზე, ანუ ქართველები ყიდულობდნენ დაახლოებით 75 000 ბინას წლის განმავლობაში და უცხოელები - 15 000 ბინას. ამას არ გამოუწვევია არავითარი დემოგრაფიული პრობლემები, იმიტომ, რომ უმეტეს შემთხვევაში ბინები იყიდება უცხოელების საინვესტიციო მიზნებისთვის. შესაბამისად, ეს არ იწვევს რაიმე ტიპის დემოგრაფიულ პრობლემებს. თავისი ვარაუდი გამოთქვა Eagle Hills-ის ხელმძღვანელმა, რომ ის ვარაუდობს 60%-ის გაყიდვას უცხოელებზე. როცა ამას ამბობდა, მას ამოძრავებდა სურვილი, კიდევ უფრო მეტად დადებითად წარმოეჩინა ეკონომიკური ეფექტი.

კერძოდ, იგულისხმება რა, რომ როცა 60% უცხოელები ყიდულობენ ბინებს, ეს ნიშნავს, რომ გარედან ქვეყანაში შემოდის დამატებითი რესურსი, დამატებითი ფული და შესაბამისად, დამატებითი წვლილი ეკონომიკაში. ამ კუთხით მან პოზიტიურად წარმოაჩინა თავისი გადმოსახედიდან ეს პროექტი. თუმცა, ჩვენი მოლოდინი არის განსხვავებული, იმიტომ, რომ აქ საუბარია რაზე - მთლიანობაში უნდა გაიყიდოს დაახლოებით 16 000 ბინა, საიდანაც დაახლოებით 7 000 ბინა უნდა გაიყიდოს თბილისში და მეტი უნდა გაიყიდოს გონიოში. 7 000 ბინაზე როცა არის საუბარი, წარმოიდგინეთ, რომ 75 000 ბინას ყიდულობენ ჩვენი მოქალაქეები ყოველწლიურად, ამის 10%-ია, წარმოიდგინეთ, როგორი თანაფარდობაა. ჩვენი ვარაუდია, რომ ქართველები ბევრად მეტს იყიდიან და შესაბამისად, გარედან ნაკლები თანხა შემოვა, მაგრამ მოლოდინი ჩვენი ეს არის, რომ სწორედ საქართველოს მოქალაქეები იყიდიან მეტს, ბევრად მეტს 50%-ზე. საბოლოო ჯამში, ვნახოთ, რა როგორ დალაგდება. როცა საუბარია 60%-ზე, რაზეც ბატონმა ალაბარმა გაამახვილა ყურადღება, აქ იგულისხმება საერთაშორისო მყიდველები და არა მყიდველები მაინც და მაინც ერთი კონკრეტული ქვეყნიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. რას ეფუძნება ეს, რომ ამ კომპანიას აქვს კარგად აწყობილი მარკეტინგული ქსელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, სტატისტიკა როგორია, მაგალითად ბელგრადში, მოხდა თუ არა არაბიზაცია. სრული აბსურდია, კონკრეტული გამოცდილებაც აჩვენებს იმას, რომ აბსურდია საუბარია არაბიზაციასთან დაკავშირებით“,- განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763751556

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: როცა გვადარებენ დემოკრატიით, ადამიანის უფლებებით, კორუფციით, გაუსაძლის მასშტაბებს აღწევს ჩვენი უპირატესობა მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნიასთან და სხვა ქვეყნებთან

როცა გვადარებენ უკრაინას და მოლდოვას, ავიღოთ დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კორუფცია, გაუსაძლის მასშტაბებს აღწევს ჩვენი უპირატესობა მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნიასთან და სხვა ქვეყნებთან, - განაცხად...

ირაკლი კობახიძე

1763751509

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საარჩევნო ხმის უფლება რჩება ყველას, უბრალოდ, როცა ადამიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ, ერთი დღით მაინც ჩამოვიდეს თავის ქვეყანაში, საკუთარი თვალით ნახოს, რა ხდება ქვეყანაში და ასე მიიღოს გადაწყვეტილება

„დიასპორის მონაწილეობას არჩევნების შედეგებზე რაიმე გავლენა არ ჰქონია, შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე დაცლილია სუბიექტური ინტერესებისგან“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი...

ირაკლი კობახიძე /

1763751110

საზოგადოება

პრემიერი: როგორც კი არაჯანსაღი პოლიტიკური პარტიების, უცხოური აგენტურის აკრძალვის პროცესი დასრულდება, მაშინვე, ეს დემოკრატიული კონკურენციის პროცესი თვითონ წარმოშობს ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს

„ჩვენთან რომ ყოფილიყო სრულფასოვანი, თვითმყოფადი დემოკრატიული სისტემა, ჩვენ არ გვეყოლებოდა ასეთი ოპოზიცია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში. პრემიერის შეფასებ...

ირაკლი კობახიძე

1763751072

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არსებობს ფაქტებზე დაფუძნებული ანგარიშები, სადაც ვერ გაექცევი სინამდვილეს, მაგრამ პოლიტიკოსი ან ელჩი როცა ხარ, შეგიძლია თქვა, რომ უკეთესი მდგომარეობაა მოლდოვაში, სადაც კორუფცია ყვავის, ეკონომიკა გაჩერებულია

„არსებობს ფაქტებზე დაფუძნებული ანგარიშები, სადაც ვერ გაექცევი სინამდვილეს, შეიძლება, გააკეთო უხეში განცხადება, რაც მოგვისმენია კონკრეტული ელჩების და სხვების მხრიდან, რომ მოლდოვაში ყველაფერი უკეთესად ა...

ირაკლი კობახიძე

1763750995

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ამ ადამიანებს უნდა ვუთხრა, რომ არიან თან საცოდავები და თან ბოროტებაში არიან ჩართული, არ შეიძლება ლოიალური დამოკიდებულება ასეთი პროცესების მიმართ

„ამ ადამიანებს უნდა ვუთხრა, რომ არიან თან საცოდავები და თან ბოროტებაში არიან ჩართული“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში ოპოზიციაზე საუბრისას. როგორც მთავრობის...

ირაკლი კობახიძე